ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იველინა
ჟანრი: პროზა
18 ივლისი, 2011


მე და მარტოობა

ეს ის დღე იყო მე და ის, რომ მარტო დავრჩით. წარმოგიდგენიათ, მარტოობასთანაც კი მარტო, რომ დაგტოვებენ. ხანდან როგორ გინდა, რომ მარტო დარჩე. მახსოვს ბავშვობიდან ხმაურიანი დღე სახლში, კარადაში შევძვერი, როგორღაც შევეპეჭე, თითქოს დავიმალე, გავქრი. მერე ვიგრძენი რომ ჰაერი აღარ მყოფნიდა, ოდნავ ჭურჭუტანა გამოვაღე, მაინც ვერ ვსუნთქავდი, მერე კიდე უფრო ფართოდ და ბოლოს სულ გამოვედი… ახლაც თითქოს კარადაში ვარ და მე და ჩემს მარტოობას ჰაერი არ გვყოფნის, ოღონდ ეს მარტოობაა უხილავ სივრცეში, კარების პოვნა გამოსაღებად ძალიან რთულია. ეხლები უხლავ კედლებს და არ აქვთ მათ დასასრული. არც კი ვიცი ჩემო სათუთო მოგონებავ და სიყვარულო, შენ გწერ, საკუთარ თავს ველაპარაკები თუ მარტოობას. ავირ-დავირიე არ ვიცი სად ვმთავრდები ან შენ სად იწყები და ეს სიმარტოვე…

აივნიდან გავიხედე და გავყურებდი არემარეს… ხეები, ცა, მზე და ჩიტები, შენობები… ამოკვეთენ ხეები მიწას და ამოდიან ლამაზები, მოწყენილები, ხან ფოთველგაცვენილები, გაბუსულები, ხანაც თოვლით ტოტებდამძიმებულები, გვაფიქრებენ… ჩვენთან სტუმრად მარტოობა მოყავთ და სადღაც მარადისობაში გაგვახედებენ ხოლმე.

გულს მალამოდ მედება ცა, რომ დასჭექს მძვინვარედ და როგორც ჩემი გურული ბებია იტყოდა ცა, რომ ფეხად ჩამოვა ანუ წვიმს, თან ძალიან წვიმს… საოცრად ნაცნობია წვიმა სადაც არ უნდა წახვიდე და ამიტომაც მიყვარს… ყველგან ისევ წვიმს, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში და მზეც იგივენაირად ამოდის, როგორ შენს მშობლიურ სახლთან…

გორაკიდან დავიყვირებ ჰე ჰე ჰეიიიიიიიიიიიიიი, დავაფრთხობ იქვე ჩიტებს, ვუყურებ არემარეს, ოდესღაც აქ სხვა დააბიჯებდა, სხვა ვნება ტრიალებდა და შავ ლამაზ თვალებს ეტრფოდა ვიღაც ბიჭი და იმ მდინარეს ისევ სევდიანად დაყურებდა, როგორც მე დავყურებ ახლა…

ავლაბარში ვცხოვრობდითო… ახლა ვფიქრობ ნეტავ რატომ ვიყავი ეგეთიო, ბიჭებს ვცემდიო, ერთსო მოვწონდიო და ვცემდიო, ნეტა არ მეცემაო… იხსენებს და ყვება ელისო დეიდა ცხოვრებაში იმ ნათელ მომენტებს, რომელიც ქონდა… მერე ცუდად წაუვიდა ელისო დეიდას ცხოვრება, ხან რა გასაჭირი გამოიარა და ხან რა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო, მაინც იპოვა ცხოვრების სიყვარული, რომელიც უდროო დროს გამოეცლა ხელიდან და ისევ მარტოობასთან დატოვა მარტო, მაგრამ მთავრი ხომ ეს არ არის. ახლაც თბილად იხსენებს ელისო დეიდა მასთან გატარებულ დღეებს. და ადრე არც ელისო დეიდა იყო, ადრე უბრალოდ ლამაზი გოგონა სახელად ელისო იყო…

სხვების ცხოვრება ძველ ალბომს გავს, რომელსაც ინტერესით ან სულაც უინტერესოდ ათვალიერებ… ყოველთვის მაინტერესებდა როგორი იყო ბებია, იმიტომ რომ მე ბებია არ მახსოვს, ყოველთვის მინდოდა გამეგო და გამეცნო ის… ძალიან კარგი ადამიანი იყო ვიცი გადმოცემით, მაგრამ აი მე ვიცი ბებია, ჩემს დას ახსოვს, დედაჩემს ახსოვს, მე არ მახსოვს, და ჩვენს გარდა ვის ემხასოვრება? შვილებსაც რომ მოვუყვეთ, მათაც მალე მიავიწყდებათ… მითუმეტეს თუ უკვე შენ არ გაქვს არაფერი მოსაყოლი, იმიტომ რომ მოგონებები არ გაქვს… რეალურ ცხოვრებაში ბებო სულაც არ იყო მარტო, მაგრამ როგორც კი სიკვდილი გვიახლოვდება მალე ყველას ვავიწყდებით, მხოლოდ იმათ მოგონებებში ვრჩებით ვისაც ვიცნობდით, ისინიც კვდებიან და მერე სამუდამო დავწყების მორევში ვეშვებით. როგორ დიდია სურვილი დარჩე და არ დაგივიწყონ და იცოცხლო მუდამ, მაგრამ არ გამოდის… ვწერ იმიტომ რომ ვგრძნობ შიშს, დავიწყების შიშს. სიკვდილის იმდენად არ მეშინია როგორც დავიწყების. ვდგავარ და ვფიქრობ ცხოვრების ამაოებაზე. რამდენი ადამიანის ისტორია მსენია. გადავავლებ ხოლმე თვალს ძველ შავ-თეთრ და ჩარჩო გაყვითლებულ ფოტოებს, როცა ვისმენ მათ ისტორიებს ხანდახან მეჩვენება, რომ არავის უყვარდა ისე როგორც მათ უყვარდათ და რა საოცარი იყო მათი დრო, ზღაპრული დრო, როცა ყველაფერი სხვანაერი იყო, თუნდაც ყოფილიყო ომი და გაჭირვება… ამ ფოტოებსაც ოდესღაც ვინმე გადაყრის და მაინც არავის შემოვრჩებით მოგონებად. ჩვენი ნაწერებიც რომ დარჩეს და რაც არ უნდა დარჩეს მჯერა და მწამს საუკუნეებიც, რომ გაძლოს ოდესმე მაინც დავიწყებას მიეცემა და ნაწერებში თუ მეცნიერულ მიღწევებშიც ხომ არ არის საქმე?! შენი პიროვნება, შენი მე ავიწყდებათ. ნაწარმოებები ხომ მოგონლია ხოლმე, თუნდაც რეალური იყოს, სულ სხვაა შენი თვალების ფერი, შენი სუნთქვა, შენი შეგრძნება როცა ქარი თმებს გიფრიალებს, შენებური აღმაფერნა როცა გაშლილ ლამაზ ჰორიზონტს დაინახავ. და ყველანიც ხომ არც ვწერთ, თქვენ რა იცით როგორი ვნებით უყვარდა იმ ვაჟს და როგორი ვნებით ეტრფოდა მის შავ თვალებს, მათზე არავინ წერს, მათზე მხოლოდ წუთისოფელმა იცის.. უყვარდათ გიჟურად ვნებიანად, ახალგაზრდებს და მოხუცებსაც. მოხუცობისას მათ თვალებს სიბერე მოეპარა, თმებიც გათეთრდა, მხოლოდ ვაჟს ახსოვს ის ძველი ნაპერწკალი მის შავ თვალებში რომ ღვიოდა… ჩაუვლიან მარო ბებოს და ვერც წარმოიდგნენ თუ მათაც შეუძლიათ სიყვარული, თუ მათ გულებში იმაზე გიჟური ვნება ტრიალებდა ვიდრე ახლა ისინი განიცდიან….

და მაშინ რისთვის ვცხოვრობთ? რისთვის ვარსებობთ ვეკითხები მარტოობას… ნუთუ შეეენ, შეეეეეენ არ უნდა დამასვენო და მარტო არც მიწაში არ მომასვენო და იქ საფლავზეც ჩამომიჯდე, ჩემი მნახველები დათვალო და გააგდო და ჩემს საფლავს ქვაც გადაუგდო, დაავიწყო ყველას და ვიღაცამ გულზე დამაბიჯოს?! რისთვის რა დაგიშავე?! რატომ მოხვედი ჩემთან და რატომ არ მეშვები? რატომ გინდა რომ კუბოს კართანაც კი არ დამტოვო მარტო?! წადი მომშორდი, გაეთრიე! არ მინდა მომერიო, როგორც ყველა სხვა ადამიანს მოერიე. არ მინდა შენთან ყოფნა, არ მინდა სამუდამოდ მზდიო, მაგრამ ვაი რომ არვიცი როგორ გაგადო და მოგიშორო.

ჩემს სიყვარულს ხელებს ვადებ… მის სიმყუდროვეს არ ვარღვევ და მხოლოდ იმ მიწას ვეხები და იმ ბალახს ახლა ვინ იცის მისი სხეულით საზროობდეს იქნება…. ჩემი სიყვარული მიწამ შთანთქა…  თბილისის ერთ პატარა ბინაში ვცხოვრობდით… საოცარი ხედი იშლებოდა ჩვენი ბინიდან თბილისზე. არ იყო კარგი ბინა და ძალიან პატარაც იყო, მაგრამ ყიდვისას თბილისს ქალაქზე და ერთმაენთზე შეყვრებულები ხედმა ისე დაგვატყვევა, რომ ეს ავირჩიეთ… ამოვალ ხოლმე მის საფლავზე, სანამ მოვალ უამრავი ადამიანის საფლავი მხვდება. რამდენი ტკვილია აქ, რამდენი ცრემლი, რამდენი არდავიწყების სურვილი… წარწერები დაიბადა 1959 წელს გარდაიცვლა …. თქვენ რაც არ უნდა დაიწეროთ მაინც დაგივიწყებენ, იმიტომ რომ თვითონაც დავიწყებულნი იქნებიან…

მაგრამ მე, მე ვერ ვივიწყებ ჩემს სიყვარულს და ჩემი ცხოვრების აზრს. მის გარეშე ხომ ცხოვრება არაფერია. მის საფლავზე ვზივარ … ჩემი სიყვარული ჯერ კიდევ არ არის მარტო, მაგრამ მისგან ნელ-ნელა არაფერი დარჩება…

საყვარელო ჩემო… ეს ჩემი უკანსაკნელი წერილია… არვიცი რა გაჩუქო… როგორ მივცე მარადისობას შენი სახელი…. როგორ მოვყვე ჩვენს გიჟურ ვნებაზე და სიყვარულზე… მე ხომ სიტყვები არ მეყოფა აღვწერო შენი სურნელი, შენი ღიმილი, შენი თვალების სიღრმე… შენ ერთი ხარ და ერთი იყავი… ჩვენ წავალთ და დავიწყებას მივეცემით და ვერავინ გაიგებს როგორ გვიყვარდა, ამ სახლსაც დაანგრევენ და თბილისი აღარასოდეს იქნება ისევ ისეთი…

რაც არ უნდა იყოს აი იქ სიკვდილის კარის მერე, ჩვენ ხომ არ ვიცით. მე ღამ-ღამობით ცრემლნარევი გეძახი, მაგრამ ამაოდ…

მალე მეც დავიწყებას მივეცემი და მარტო მაინც არ ვარ… ჩემი მარტოობა არ მტოვებს მარტო… საღამოთი ჩვენს აივანზე ჩამოვჯდები და გავყურებ თბილისს. აქ ბევრი რამ შეიცვლება… აქ სხვა ხალხი მოვა…

მე კი მინდა გითხრა ჩემო, რომ მიყვარხარ ძლიერ და ეს ქალაქი მიყვარს ეს დრო მიყვარს და ჩვენ აღარასოდეს განვემეორდებით ისევ, მაგრამ მთავრია, რომ ჩვენ ვიყავით და შუღლსა და მტრობაში ცხოვრება არ გაგვილევია, ჩვენ გვიყვარდა და ჩვენ ვუყვარდით, მერე რაა რომ ყველა დავიწყების მორევს მივეცემით… მთავარი იყო როგორ გაილია ეს ცხოვრება. დაე ვახსოვდეთ მანამ სანამ ისინი ახსოვთ… მანამდე კი იცოდეთ აი ამ სახლში ვცხოვრობდი მე, თქვენთვის უცნობი მე და ის, რა აზრი აქვს სახელებს ან ადგილს მაინც გავქრებით ისე თითქოს არც ვყოფილვართ…

აივნიდან გავცქერი თბილისს, ჩემს ლამაზ ქალაქს… მე ისევ შენზე ვფქრობ საყვარელო, მზე ჩადის… ხელს ჩავკიდებ ჩემს მარტოობას და ცხოვრების ბოლო დღეებს თუ თვეებს ასე ხელჩაკიდებული ჩავუყვები…

მე და მარტოობა…

p.s. არვიცი, რამდენად გაიგებთ ამ ნაწერს, მაგრამ ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ არ ვიფიქრო იმდენად მკითხველზე და ბოლომდე გადმოვცე ჩემი სულიერი განწყობა, ერთნი გაიგებენ და მეორენი ვერა. ეს სულიერი განწყობია გამოხატველი უფროა ვიდრე ამბის და მხოლოდ მათ მოგეწონათ ვისაც ეს განწყობა გწვევიათ და მაინც იმედი მაქვს რომ დაიმსახურებს  მოწონებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები