ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰერელი
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2011


პა

(პაპას)

ხმაშეწყობილად  ახმაურდნენ  სოფლის  მამლები,
მზემ  პირმშო  დილას  მადლიანი  სხივი  აწოვა.
ვერ ვამჩნევ როგორ, რა სისწრაფით გადის პა, წლები,
ვერ ვხვდები... ჰოდა ვეღარ გხედავ ნაცნობ საწოლთან!

-გახსოვს? -დილით რომ გაგაღვიძეს კატის კნუტებმა,
მერე  ცელი  რომ  ჩამოხსენი  ლეღვის ტოტიდან...
ამბობდი:  მდელოც  სიცხისაგან  ჩაიხუთება,
თუკი გლეხ-კაცი თავის დროზე მას არ მოთიბავს.

თენდება,  მოჩანს  უშენობა  სარეცელიდან,
ვცდილობ, ძახილი მოგაწვდინო... თუმცა ამაოდ!
პა,  სამყურები  მოსაცელად ისევ გელიან,
რომ  ბასრი  ცელი  ცვარიანზე  ააქანაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები