ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
19 სექტემბერი, 2008


სიზმარში მეგობრებისთვის დაწერილი სულელური წერილი

იცი, ნეტკა ეხლა ისეთ ხასიათზე ვარ ერთცალ ბაყაყს სადმე გადავისრიდი. ამ ბაყაყებმა ხომ სულელურ ჩვევებს დამაჩვიეს და ასეთივე სულელურ წერილებს უკვე დიდი ხანია რაც სიზმრებში ვწერ. ხო, ნეტკა მასეა, მასე. სადისტი არ ვარ, მაგრამ მაინც ვისვრიდი, თანაც შორს ვისვრიდი და მერე ეგოისტს დავირქმევდი, მაგრამ ჭკუაზე მაინც მოვიყვანდი.

სატელეფონო ზარი რადიაციულ ზონაში:
-ბზზ...ბაყაყ...ზზზ,,,იი
-გისვრიი..ზზზ
-სად..ზზ
-არარადიაციულში..შშ..შშ..ზზ...

იცი, ირი? მახსოვს გაორებაო, რომ მეუბნებოდი... გახსოვს ის ხიდი გიჟივით რომ გაგაქანე, მერე უცნაური ინიციალები ხელის გულიდან გადმოგაყრევინე და სიცილისგან ლამის ჩვენც იმ გაორებებს გადავყევით. ხოდა ვგრძნობ ისევ უნდა ვიცელქოთ.

გადახვევა კვლავ ბავშვობისკენ:
-ახვევ?
-აუ მოიცა, გაჭედა.
-სალო, მაშინ ის ფირფითა დაატრიალე რა ვიღაც, რომ კივის ვიცინებთ.
-ბუსკუ გადაახვევს, ჩვენ მულტფილმი ავაწყოთ.

თათ, ფრთა შებოჭილ და გალიაში გამოკეტილ ანგელოზებზე გიყვებოდი, მახსოვს შენი თვალები... და მერე მეც ზუსტად შენნაირი ხედვა ვისწავლე.
ნუც, შენ კიდევ დღეს მომენატრე უცნაურად მომენატრე და ჩვენი თამაში მარტომ ვითამაშე. ,,წერილომანია”

რაო? ,,ხელთათმანი”? ეგ რომელია შამ? //მაგ თმისაგან ხელთათმანი, მომიქსოვე რა იქნება//ეეს?. ვითომ სიმღერების მოყვარულები...(საკუთარი თავისა და შამილის შეფასება).

შენ კიდევ, სულელო უბრალოდ მომენატრე!  (სხვებისთვის უცნობი)

ბაყაყისფერ კოლეიდოსკოპში ჩავიხედე და მძინარე თავი დავინახე. სარკე იყო, თუ სათამაშო ვერ გავარკვიე, მერე კი უბრალოდ გამომეღვიძა და გვერდით ჩემივე წერილი დამხვდა. ან რა ვიცი, შეიძლება მერე დამხვდეს კიდევ, რომ გავიღვიძებ. მოკლედ რაც წერილშია სულელურ მონატრებას მოაქვს და ისიც სიზმრებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები