ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2008


ALTER EGO

თუ სიცხადის ლეგა ცხენებს
ემძიმებათ ჭენება,
ხშირად დარდი შეგაჩვენებს
ზღვად რომ მოესვენება...
რის იები, რა ვარდები,
რა ირაო - კამარა...
ხშირად მტვერში დავარდები
ერთი კვნესის ამარა...
და წყრებიან ინფანტები
ძველ წიგნებში ნათებად,
როს ქუჩებში იფანტები
ათას ხასიათებად.
ხშირად, შენდა გასაკვირად
ხელს ნაგანსაც წაატან,
მერე, მარად გასაწირად,
მტკვარს ჭორივით გაატან.
სასთუმალზე ხასად გიწევს -
მუზა მაცდურ გველებად,
და ლევანაც ვეღარ გისწრებს
ხშირად მოსაშველებლად...
რის იები, რა ვარდები,
რა შევარდნის კამარა,
როცა მუხლზე დავარდები
ერთი ლექსის ამარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები