ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
21 აგვისტო, 2011


ლელა და გია

გ-წამო, ლელა, ვისეირნოთ,
  მე დაგიკრეფ იას,
ლ-არა, არა, ვერ წამოვალ,
  დამეხსენი გია.
გ-წამო, მაშინ მგელობანა
  ვითამაშოთ გარეთ,
ლ-კიკინებში წამწვდები და
  ამატირებ მწარედ.
გ-აბა, მოდი, ვიწუწაოთ,
  როგორ ცხელა,ხედავ?
ლ-არა, კაბა დამესვრება,
  გამიწყრება დედა.
გ-კლასში წამო, იქ დაფაზე
  ვხატოთ ძაღლი,კატა,
ლ-დამეხსენი, გია, თავი
  მომაბეზრე მართლა.
გ-გეხვეწები, წამომყევი
  და ვიცეკვოთ ერთად.
ლ-კარგი, ერთხელ გეცეკვები
  და ნუღარ მთხოვ მეტად.
გ-მერე სახლში გაგაცილებ
  კარგი, ჩემო ლელა?
ლ-უი, ჩვენზე ჭორაობას
  დაიწყებს აქ ყველა.
გ-იჭორაონ,რას დაეძებ,
  ენა დაიღალონ,
ლ-უნდა მიხვდნენ, რომ შენ ჩემი
  მეგობარი ხარო.
ლ და გ-ერთმანეთი არ დავკარგოთ,
  ვიყოთ ერთად მუდამ,
  მეგობრობის წმინდა გრძნობას
  გაფრთხილება უნდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები