ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2011


მომავლის პოეზია 9

არავინ არავინ არ არის!

მძულს სიზმართა ფერეიდა,
სადაც კი არა დიოდა,
მახვალ რაგინდას დღეიდან,
სულ მალე გადაირეოდა.
გუთნას თვალები სტკიოდა,
ვერგან ვერავის თურმემ,
სიმონიანის აღმართზე*,
გამომეკიდე, ხოლმე.
მიბმული და დაჩაგრული,
მოდიან და შორდებიან,
გულგრილი და დარაბანდი,
გულცივი და თანაც - მარდი.
არავინ და არც არავინ,
ეძახიან თურმე სხვაგან,
თუ ოდესმე წყალზე შედგეს,
ფიქრი წავა - შორი-შორი.
და მე შენზე ჩაიდანი,
გული ცივი, წყალი - ცხელი,
და მე შენზე უფრო სწრაფი,
თვალი ბნელი, ხელი გრძელი.
მიუხედავად თურმე ამისა,
სადაც არ უნდა იყოს - იქ,
და მე არამდის ცრემლი თვალისა,
და სადაც გინდა იქ მიდის!
და მე არასდროს დავტოვებ საგანს,
და ამ საგანში ცარიელ უჯრას,
უჯრებით თვალებს მოვქსოვ, მოვქარგავ,
დავახატინებ მხატვარს ან მუდრაჰს...
გეძახედოდნენ ფიქრთა მზიანი,
და მახვილთ კრავდნენ სიოს ფერებით,
მე იმას არ ვთვლი, ვინც ძალინ ართმევს,
მე ის სიკეთე - აღარ მინზრახვის.
თუ სადმე ფიქრი, რჩებოდა ორი,
და თურმე ფიქრი ცდებოდა აღმართს,
მე ამ სტილში ვარ, მარად და ჟამს,
არავინ იწევს გულიან ზრახს!!!

* სიმონიანის აღმართი - მრგვალ ბაღთან.
________________________________________________________

არ მაფასებენ

რამდენსაც ოდენ წერდეს ვაჟკაცი,
რა რამდენს ხალხის გულის მოგებად,
მე არავისთვის არ ვარ ხალასი,
და არცა მინდა დარდი - გოდება,
მე იმ ჭიშკარში, შევალ მოვკვდები,
და იმ ჭიშკრიდან - გამასვენებენ,
მე ის ვარსკვლავი მფარავს ყოველთვის,
და იმ ვარსკვლავთან - მიმაბრძანებენ.
და მე არასდროს არ ვკარგავ სანთელს,
და სიბნელეში არასდროს ვრჩები,
მე სანთებელა მინათებს გზას და,
ეს სანთებელა - კიდე ორი მაქვს,
გამითავდება? ახალს ვიყიდი,
ოცი თეთრი ღირს, თანაც აქვეა,
მაგრამ ასანთის ღირსად თუ ჩამთვლით,
თქვენც გაგინათებთ, გული სავსეა...
არ მაფასებენ და არცა მინდა თავის ფასება,
არც არავისთვის არ დამიდგამს ოქროს ზოდები,
მე ის ქართველი, პოლიტიკით გადაზღუდული,
და ის მანკია, საქართველოს დანაზოგები...
მაგრამ რა ვქნა, რომ არავიზე ვკარგავ გონებას,
და რა ვქნა - არავიზე მებოდინება,
ერთი ჯექსონი მევასება ყველაზე მაგრად,
და ეს ჯექსონიც მალე აღარ გვეცოდინება...

_______________________________________________




--- ლირიული ეტიუდე* ---

საღამოს მე ვწერ ლექსებს,
ვიღებ შეკვეთებს,
ჩემით ვიფიქრებ ტექსტებს,
არ ვიღებ - თეთრებს.
მე თვით პოეტი
და მაგარი ლექსის ავტორი,
შემომიტანეთ კაბინეტში
ლექსის თემები,
მე კი დაგიწერთ
და დილისთვის გექნებათ - ლექსი!

* ეტიუდე - ეტიუდი, შეცდომით დაწერილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს