ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
1 სექტემბერი, 2011


რატომ არ მოდის თოვლი

დათა:  -არ თოვს!
გიგუ:  -ალბათ, გვებუტება თოვლი.
დათა:  -რატომ?
გიგუ:  -ცუდი საქციელის გამო.
დათა:  -მერცხლის
            ბუდე რომ მოვშალე, იცის?
გიგუ:  -ალბათ,
            იცის!
დათა:  -ეჰ, ძალიან ვნანობ! -
            შურდულით რომ დავედევნეთ ჩიტებს.
გიგუ:  -ყვავილები რომ დავპუტეთ მინდვრად.
დათა:  -სკოლაში რომ მოვიპარეთ ცარცი,
გიგუ:  -ვაკნატუნეთ, როგორც შაქრის კვნიტა.
დათა:  -ბებიას რომ ავუბურდეთ ძაფი,
გიგუ:  -კატას რომ გადავაბრალეთ მერე.
დათა:  -ცინდლები რომ გალიაში ჩავსვით.
გიგუ:  -ბურთისთვის რომ ერთმანეთი ვცემეთ.
დათა:  -ნუთუ, ყველაფერი იცის თოვლმა?
გიგუ:  -იცის,იცის, დამიჯერო უნდა!
დათა:  -ჩაუვლია მაშინ ზამთარს მშრალად...
გიგუ:  -აღარც ციგა, აღარც თოვლის გუნდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები