ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2011


მას და არავის...

     
სული, თვალებით მოლაპარაკე
ალბათ, ალერსსაც  შეძლებს ადვილად.
ჰო,  ვარ ასაკში,  ასე, ბალზაკის
და არ მწყინდება თავთან, ნამდვილად...

შენ არსად ხარ და მეც არსად გეძებ,
როგორც მთლიანი აბის ნახევარს.
მაგრამ, თუ შევხვდით, თან ერთი-ერთზე,
ორივემ ვიცით დასკვნა აქედან...

ოთხ ხელში დაკვრა იცი, რას  ნიშნავს,
სიყვარულს მხოლოდ  ბრიყვთათვის უდრის.
ახლა ისე ვარ, რომ არა მიშავს,
არც  კარგი ხდება რამე, არც ცუდი...

ჰო, არ დაგეძებ, როგორც ნახევარს,
სულ არ მჭირდები შუაყდის როლში.
ფიქრს კი ისეთი შტერი სახე აქვს,
რომ ჩაფიქრებას უცებვე მოვრჩი...

მაკმაყოფილებს ჩემი სიმრთელე,
ჯანის, გულის და მკვეთრი ნატურის.
თუმცა, გუმანმა გამოითვალა,
რომ იქნებოდი ელეგანტური...

სული, თვალებით მოლაპარაკე...
დრომ მიაბარა წარსულს ქონებად.
იცის, უბრალოდ, წლებმა ბალზაკის
რაც ნებავს, იმის გამოგონება...
               
                    01.09.11
 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები