ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2011


ხვალ ქორწილი მაქვს

ხვალ ქორწილი მაქვს,
და ჯვარს ვიწერ მარტოობაზე,
ყელზე საბელად შემოვიბი მლაშე ცრემლები,
ჩამაცვით კაბა, თალხი კაბა თეთრი იებით,
გულზე დამკიდეთ დამსხვრეული მარგალიტები,
სისხლი დავწურე სუსტად მფეთქავ
ცისფერ ვენიდან,
ჰო,
მე ჯვარს ვიწერ მარტოობაზე
და ელენი ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები