ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფრომა
ჟანრი: პროზა
4 სექტემბერი, 2011


გულისგული (ასი სიტყვა)

      ზღვა რომ წვეთობით დაილევა, ისე დავლიე ჩემი მოთმინება.
      წვიმიან ამინდში ღრუბლები ნისლებად რომ ჩამოწვებიან ცის ქვეშ, ჩვენთან ახლოს და უფლისგან მოშორებით, ისე გაფანტულად გაწვა მე და შენ შორის არგაცხადებული სიყვარული. ის ერთმანეთის დანახვაში ხელს გვიშლის.
      ზაფხულში სულისშემხუთველი მზე რომ მოგწყინდება და ზამთრის სისპეტაკე გინდა, ზამთარში კი სიცივით მობუზული უიმედოდ ელი მზის სხივებს, ისე ვნატრობ შენს ნახვას და როცა გნახავ, მონატრებას ვნატრობ.
      როცა შენკენ მოვდივარ, წუთი საათს ჰგავს და როცა შენთან ვარ, საათი-წუთს.
      აი ჩემი ხელისგული. სულ ცოტა აკლია, მაგრამ ხომ აკლია და ჩვენი ცხოვრების გზები კი არა, აზრებიც ვერ გადაკვეთს ერთმანეთს.
      ჩემი გულისგული... გული შენია, გულისგული კი ჩემი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები