ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2011


ჩამექოლა ოცნება...

(ნინოს ხსოვნას)

ჩამექოლა  ოცნება,
ზეცით მამცნო ნიშანმა?
წმინდა  ტაძრის გუმბათი
რისხვით ჩამოიშალა!
თავი ვერ დავაღწიე
ბედისწერის სამანებს,
სიყვარულის გოლგოთა
  გულში ვეღარ  დავმალე!
ვოცნებობდი, მიყვარდა
ჩემი სულის  ნაწილი,
ჯურღმულში ჩაკეტილი
და უღვთოდ  განაწირი!
მეცხრე ციდან მირისხეს
მწუხარების ზარები,
ტაძრის ნაცვლად გამეხსნა
საიქიოს კარები!
ქორწინების კურთხევად
ქვის გვირგვინი მარგუნეს,
მონატრებულ დედის გულს ,
ნაზად  მივესალბუნე.
სიყვარულის ლოდინი
მექცა საყვედურებად!...
დაწყევლილი გვირგვინი
გლოვით არ იკურნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს