მომახატვინე, ჰეი, მურაზო, ცასთან დარბაზი. . . დრო ვამარტვილე, ვვლე უფასოდ, - ახლა დავფასდი. და ვხატავ ბაღჩას, გიჟ-ვანუას, მღებავ მიხაკას. . . არღარა დამრჩა. . . მინამ დროა, მზეს დაგიხატავ. დავდივარ მთვარლი. . . ქვებს მესვრიან... დავალ სალოსად... დარდი მხატვარის ძევს გესლიანს, ავს სამყაროზე. თუ შევიშლები და არყისგან ავიმშვილდები, სულს ჩემი შვლები და აქტრისა დამიმშვიდებენ. იქ, ჰავლაბარში, მიმოვალეწ ღამით ლუდხანას, ვითარ ლავაში, ღვინოს ვაწებ წამებს მუხანათს. ჰარიჰარალებს მზის მითები შავის ტანჯვების, ვალი არ მადევს მიკიტნების და სირაჯების. ლოდინს ვთამადობ. . . დაცდა მიჭირს. . . გადაიღამა. მოდი, თავადო, სანამ ნიჭი გადაიღალა. აგიფართხალებ შლეგ, ლივლივა, წითელ კალმახებს. არიქა, მალე! - ჭლექი მინამ ფილტვებს დამახევს! მოასწარ, ვინემ ზესკნელისკენ გზებს გავიკვალავ, მომახატვინე, ვერ მიცანი?! მე ვარ ნიკალა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
37. ასტვაწ ინჩუ ჰამარს უუღრმესი მადლობა! ასტვაწ ინჩუ ჰამარს უუღრმესი მადლობა!
36. ლოდინს ვთამადობ. . . დაცდა მიჭირს. . . გადაიღამა. მოდი, თავადო, სანამ ნიჭი გადაიღალა! ულამაზესი ლექსია! მოვიხიბლე!!! ჩემი +2 და აპლოდისმენტები ნიჭიერ ქალბატონს! ლოდინს ვთამადობ. . . დაცდა მიჭირს. . . გადაიღამა. მოდი, თავადო, სანამ ნიჭი გადაიღალა! ულამაზესი ლექსია! მოვიხიბლე!!! ჩემი +2 და აპლოდისმენტები ნიჭიერ ქალბატონს!
35. მოდი, თავადო, სანამ ნიჭი გადაიღალა. აგიფართხალებ შლეგ, ლივლივა, წითელ კალმახებს. არიქა, მალე! - ჭლექი მინამ ფილტვებს დამახევს! მოასწარ, ვინემ ზესკნელისკენ გზებს გავიკვალავ, მომახატვინე, ვერ მიცანი?! მე ვარ ნიკალა!
მშვენიერია. კალმით ნაწერი და ყალმით ნახატი ლექსია. (მეც მაქვს ნიკალა) მოდი, თავადო, სანამ ნიჭი გადაიღალა. აგიფართხალებ შლეგ, ლივლივა, წითელ კალმახებს. არიქა, მალე! - ჭლექი მინამ ფილტვებს დამახევს! მოასწარ, ვინემ ზესკნელისკენ გზებს გავიკვალავ, მომახატვინე, ვერ მიცანი?! მე ვარ ნიკალა!
მშვენიერია. კალმით ნაწერი და ყალმით ნახატი ლექსია. (მეც მაქვს ნიკალა)
34. მომეწონა ძალიან +2 მომეწონა ძალიან +2
32. 31.,, წაუანაკალანდაძებს. გეყოფათ ვიღაცის სტილის მიბაძვები" გაგ.ედო. 2011-12-19 19:44:11
ვთვლი ,რომ ჩემთვის ფრიად,სასიამოვნო კომპლიმენტია.
31.,, წაუანაკალანდაძებს. გეყოფათ ვიღაცის სტილის მიბაძვები" გაგ.ედო. 2011-12-19 19:44:11
ვთვლი ,რომ ჩემთვის ფრიად,სასიამოვნო კომპლიმენტია.
31. წაუანაკალანდაძებს. გეყოფათ ვიღაცის სტილის მიბაძვები წაუანაკალანდაძებს. გეყოფათ ვიღაცის სტილის მიბაძვები
30. . "როგორ ჩავთბი. როგორ მომნატრებიხართ! მიყვარხართ! უმა თურმანი. 2011-11-02 11:16:53"
გმადლობთ, უმა,ძვირფასო! ვაფასებ თქვენს სითბოს, ფრიად! . "როგორ ჩავთბი. როგორ მომნატრებიხართ! მიყვარხართ! უმა თურმანი. 2011-11-02 11:16:53"
გმადლობთ, უმა,ძვირფასო! ვაფასებ თქვენს სითბოს, ფრიად!
29. როგორ ჩავთბი. როგორ მომნატრებიხართ! მიყვარხართ! როგორ ჩავთბი. როგორ მომნატრებიხართ! მიყვარხართ!
28. მადლობას ვიხდი,ასე კეთილად რომ შეხვდით ჩემს ნიკალას!
მემ, რაკი მხოლოდ თბილად არ მომიკითხე,ე.ი. ლექსი მოგწონებია და მეამა,ფრიად.
მეც გეფერები!!!!!!!!!!!!!!! მადლობას ვიხდი,ასე კეთილად რომ შეხვდით ჩემს ნიკალას!
მემ, რაკი მხოლოდ თბილად არ მომიკითხე,ე.ი. ლექსი მოგწონებია და მეამა,ფრიად.
მეც გეფერები!!!!!!!!!!!!!!!
27. ეს არის ძალიან კარგი ლექსი, გამორჩეული და იშვიათი ხელწერით. მოგიკითხეთ მთელი სითოთი. ეს არის ძალიან კარგი ლექსი, გამორჩეული და იშვიათი ხელწერით. მოგიკითხეთ მთელი სითოთი.
26. ნათელი, ადვილად წარმოსადგენი სახეები სწრაფად ცვლიან ერთმანეთს. რიტმი და ექსპრესიულობა ანიჭებს ლექსს საკუთარ ხიბლს. მომეწონა. ნათელი, ადვილად წარმოსადგენი სახეები სწრაფად ცვლიან ერთმანეთს. რიტმი და ექსპრესიულობა ანიჭებს ლექსს საკუთარ ხიბლს. მომეწონა.
25. მეც ძალიან მომეწონა! +2 მეც ძალიან მომეწონა! +2
24. ლამაზ სახეებიანი, მელოდიური,ოსტატურად შესრულებული ლექსია!5 მოგიკითხეთ! ლამაზ სახეებიანი, მელოდიური,ოსტატურად შესრულებული ლექსია!5 მოგიკითხეთ!
23. და ვხატავ ბაღჩას, გიჟ-ვანუას, მღებავ მიხაკას. .
დავდივარ მთვარლი. . . ქვებს მესვრიან..
ჰარიჰარალებს მზის მითები (ეს გამოთქმა განსაკუთრებულად მომეწონა)
ლამაზი და მელოდიურია ძალიან. ჩარაკრაკდა ბოლომდე. ერთადერთმა სიტყვამ დამირღვია სმენა-შლეგი კალმახები.... რაღაც ცხელი სიტყვაა ჩემთვის "შლეგი" და ვერ მოვუხდინე ცივ და სლიპინა თევზებს.
და ვხატავ ბაღჩას, გიჟ-ვანუას, მღებავ მიხაკას. .
დავდივარ მთვარლი. . . ქვებს მესვრიან..
ჰარიჰარალებს მზის მითები (ეს გამოთქმა განსაკუთრებულად მომეწონა)
ლამაზი და მელოდიურია ძალიან. ჩარაკრაკდა ბოლომდე. ერთადერთმა სიტყვამ დამირღვია სმენა-შლეგი კალმახები.... რაღაც ცხელი სიტყვაა ჩემთვის "შლეგი" და ვერ მოვუხდინე ცივ და სლიპინა თევზებს.
22. მოიტანა ძველი თბილისის სურნელიც და ნიკალას ნახატებიც გააცოცხლა, ლექსიკაც იმ დროის შესაფერისი... თქვენს ლექსებში სწორედ ეს ქართული ძარღვი და საოცარი მუხტი მიყვარს... მოიტანა ძველი თბილისის სურნელიც და ნიკალას ნახატებიც გააცოცხლა, ლექსიკაც იმ დროის შესაფერისი... თქვენს ლექსებში სწორედ ეს ქართული ძარღვი და საოცარი მუხტი მიყვარს...
21. მომახატვინე, ჰეი, მურაზო, ცასთან დარბაზი. . . დრო ვამარტვილე, ვვლე უფასოდ, - ახლა დავფასდი. და ვხატავ ბაღჩას, გიჟ-ვანუას, მღებავ მიხაკას. . . არღარა დამრჩა. . . მინამ დროა, მზეს დაგიხატავ. გენაცვალეეე...:-* მარტო ამისტვის ღირს ხოლმე აქ, ამ საიტზე შემოსვლა, ზოგი ნაწერი ისე მაგრად გაგიხარდება ადამიანს, როგორც ეს "ნიკალა" ახლა... :-* მომახატვინე, ჰეი, მურაზო, ცასთან დარბაზი. . . დრო ვამარტვილე, ვვლე უფასოდ, - ახლა დავფასდი. და ვხატავ ბაღჩას, გიჟ-ვანუას, მღებავ მიხაკას. . . არღარა დამრჩა. . . მინამ დროა, მზეს დაგიხატავ. გენაცვალეეე...:-* მარტო ამისტვის ღირს ხოლმე აქ, ამ საიტზე შემოსვლა, ზოგი ნაწერი ისე მაგრად გაგიხარდება ადამიანს, როგორც ეს "ნიკალა" ახლა... :-*
20. ნიკალას ნახატები გამიცოცხლა,,, ულამაზასი ლექსია :) ნიკალას ნახატები გამიცოცხლა,,, ულამაზასი ლექსია :)
19. ავტორი: კრავაი ზვერელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
18 სექტემბერი, 2011
უმაგრესია,მოგიკითხეთ გულით:) ავტორი: კრავაი ზვერელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
18 სექტემბერი, 2011
უმაგრესია,მოგიკითხეთ გულით:)
18. ეს ახლა ფეისბუქზე წავიკითხე და ძალიან მომეწონა, ძალიან!!!!!
განსაკუთრებით ეს:
"აგიფართხალებ შლეგ, ლივლივა, წითელ კალმახებს." -----ეს ხომ მართლა ნიკალაა და ზუსტი ხედვა მისი შემოქმედების.
ჩემი მაქსიმუმი... 5.
ეს ახლა ფეისბუქზე წავიკითხე და ძალიან მომეწონა, ძალიან!!!!!
განსაკუთრებით ეს:
"აგიფართხალებ შლეგ, ლივლივა, წითელ კალმახებს." -----ეს ხომ მართლა ნიკალაა და ზუსტი ხედვა მისი შემოქმედების.
ჩემი მაქსიმუმი... 5.
17. თუ შევიშლები და არყისგან ავიმშვილდები, სულს ჩემი შვლები და აქტრისა დამიმშვიდებენ.
ეს მომეწონა!
არიქა, მალე! - ჭლექი მინამ ფილტვებს დამახევს!
ეს არ მომეწონა - ვერ წარმოვიდგინე "დახეული" ფილტვები!
555 თუ შევიშლები და არყისგან ავიმშვილდები, სულს ჩემი შვლები და აქტრისა დამიმშვიდებენ.
ეს მომეწონა!
არიქა, მალე! - ჭლექი მინამ ფილტვებს დამახევს!
ეს არ მომეწონა - ვერ წარმოვიდგინე "დახეული" ფილტვები!
555
16. არაჩვეულებრივია მართლა!
555555555 არაჩვეულებრივია მართლა!
555555555
15. მართლა მაგარია... მართლა მაგარია...
14. 12. თქვენ პოეტი ხართ რა შემიძლია მე უბრალო მკითხველმა აქ ვთქვა... ყველა სტრიქონის შემდეგ აღფრთოვანებული ვაგრძელებდი კითხვას...
მითუმეტეს თემა...თემა იმდენად გაცვეთილია,რომ აღარ მეგონა ნიკალაზე ვინმეს თუ შეეძლო დაწერა ისეთი რამის,რაც ჯერ არ უთქვამთ..
უბრალოდ,ბრავო!
ჩემი რჩევა დამწყებ პოეტებს და არამარტო... წაიკითხეთ ეს ლექსი...მასტერ კლასია უფასო... ლიკა ჭელიძე. 2011-09-18 23:10:39
რჩევას შემოვყევი და მეც იგივეს თქმა მომინდა.
თქვენ პოეტი ხართ რა შემიძლია მე უბრალო მკითხველმა აქ ვთქვა... ყველა სტრიქონის შემდეგ აღფრთოვანებული ვაგრძელებდი კითხვას...
მითუმეტეს თემა...თემა იმდენად გაცვეთილია,რომ აღარ მეგონა ნიკალაზე ვინმეს თუ შეეძლო დაწერა ისეთი რამის,რაც ჯერ არ უთქვამთ..
უბრალოდ,ბრავო!
ჩემი რჩევა დამწყებ პოეტებს და არამარტო... წაიკითხეთ ეს ლექსი...
12. თქვენ პოეტი ხართ რა შემიძლია მე უბრალო მკითხველმა აქ ვთქვა... ყველა სტრიქონის შემდეგ აღფრთოვანებული ვაგრძელებდი კითხვას...
მითუმეტეს თემა...თემა იმდენად გაცვეთილია,რომ აღარ მეგონა ნიკალაზე ვინმეს თუ შეეძლო დაწერა ისეთი რამის,რაც ჯერ არ უთქვამთ..
უბრალოდ,ბრავო!
ჩემი რჩევა დამწყებ პოეტებს და არამარტო... წაიკითხეთ ეს ლექსი...მასტერ კლასია უფასო... ლიკა ჭელიძე. 2011-09-18 23:10:39
რჩევას შემოვყევი და მეც იგივეს თქმა მომინდა.
თქვენ პოეტი ხართ რა შემიძლია მე უბრალო მკითხველმა აქ ვთქვა... ყველა სტრიქონის შემდეგ აღფრთოვანებული ვაგრძელებდი კითხვას...
მითუმეტეს თემა...თემა იმდენად გაცვეთილია,რომ აღარ მეგონა ნიკალაზე ვინმეს თუ შეეძლო დაწერა ისეთი რამის,რაც ჯერ არ უთქვამთ..
უბრალოდ,ბრავო!
ჩემი რჩევა დამწყებ პოეტებს და არამარტო... წაიკითხეთ ეს ლექსი...
13. ძალიან კარგია ++ :) ძალიან კარგია ++ :)
12. თქვენ პოეტი ხართ:) რა შემიძლია მე უბრალო მკითხველმა აქ ვთქვა... ყველა სტრიქონის შემდეგ აღფრთოვანებული ვაგრძელებდი კითხვას...
მითუმეტეს თემა...თემა იმდენად გაცვეთილია,რომ აღარ მეგონა ნიკალაზე ვინმეს თუ შეეძლო დაწერა ისეთი რამის,რაც ჯერ არ უთქვამთ..
უბრალოდ,ბრავო!
ჩემი რჩევა დამწყებ პოეტებს და არამარტო... წაიკითხეთ ეს ლექსი...მასტერ კლასია უფასო... თქვენ პოეტი ხართ:) რა შემიძლია მე უბრალო მკითხველმა აქ ვთქვა... ყველა სტრიქონის შემდეგ აღფრთოვანებული ვაგრძელებდი კითხვას...
მითუმეტეს თემა...თემა იმდენად გაცვეთილია,რომ აღარ მეგონა ნიკალაზე ვინმეს თუ შეეძლო დაწერა ისეთი რამის,რაც ჯერ არ უთქვამთ..
უბრალოდ,ბრავო!
ჩემი რჩევა დამწყებ პოეტებს და არამარტო... წაიკითხეთ ეს ლექსი...მასტერ კლასია უფასო...
11. მადლობა ყველას.
მადლობა მუხას!
მივუბრუნდები თქვენს რჩევას, უცილობლად. მადლობა ყველას.
მადლობა მუხას!
მივუბრუნდები თქვენს რჩევას, უცილობლად.
10. ძალიან, ძალიან მომეწონა!, ლექსის სათაურიდანვე და შინაარსითაც ვიცანი ნიკალა! ამიტომ ბოლოში " მომახატვინე, ვერ მიცანი?! მე ვარ ნიკალა! " - ამან ჩემში სხვა ასოციაცია გამოიწვია, კერძოდ, წიწამურთან, ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი სიტყვები,( მე არ შეგახსენებთ ჩემზე უკეთ იცით.) ხოლო ამ სტრიქონის ჩემი ვარიანტი ასეთია მომახატვინე, ჩემი თბილისი და ნარიყალა! ა,? იქნება მოგეწონოს მზექალავ! ძალიან, ძალიან მომეწონა!, ლექსის სათაურიდანვე და შინაარსითაც ვიცანი ნიკალა! ამიტომ ბოლოში " მომახატვინე, ვერ მიცანი?! მე ვარ ნიკალა! " - ამან ჩემში სხვა ასოციაცია გამოიწვია, კერძოდ, წიწამურთან, ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი სიტყვები,( მე არ შეგახსენებთ ჩემზე უკეთ იცით.) ხოლო ამ სტრიქონის ჩემი ვარიანტი ასეთია მომახატვინე, ჩემი თბილისი და ნარიყალა! ა,? იქნება მოგეწონოს მზექალავ!
8. ...ლოდინს ვთამადობ... ძალიან! კარგია!:) ...ლოდინს ვთამადობ... ძალიან! კარგია!:)
7. საინტერესო კიდევ იმითაა ეს ლექსი, რომ ბწკარი ბწკარზე მთლიანადაა გარითმული.
მომწონს და მეტიც... საინტერესო კიდევ იმითაა ეს ლექსი, რომ ბწკარი ბწკარზე მთლიანადაა გარითმული.
მომწონს და მეტიც...
6. +555 მოგიკითხეთ სიყვარულით!!! +555 მოგიკითხეთ სიყვარულით!!!
5. ეს ნიკი მახსოვს.. და მისი კომენტრები რომ არ მომწონდა ისიც..
და აი ახლა შემოვედი და აქვს თავისი ხიბლი ლექსს.
ეს ნიკი მახსოვს.. და მისი კომენტრები რომ არ მომწონდა ისიც..
და აი ახლა შემოვედი და აქვს თავისი ხიბლი ლექსს.
4. ლოდინს ვთამადობ. . . დაცდა მიჭირს. . . გადაიღამა.
მოეწონა არტემიდას5+ ლოდინს ვთამადობ. . . დაცდა მიჭირს. . . გადაიღამა.
მოეწონა არტემიდას5+
3. მოდი, თავადო, სანამ ნიჭი გადაიღალა. აგიფართხალებ შლეგ, ლივლივა, წითელ კალმახებს. არიქა, მალე! - ჭლექი მინამ ფილტვებს დამახევს! მოასწარ, ვინემ ზესკნელისკენ გზებს გავიკვალავ, მომახატვინე, ვერ მიცანი?! მე ვარ ნიკალა! მოდი, თავადო, სანამ ნიჭი გადაიღალა. აგიფართხალებ შლეგ, ლივლივა, წითელ კალმახებს. არიქა, მალე! - ჭლექი მინამ ფილტვებს დამახევს! მოასწარ, ვინემ ზესკნელისკენ გზებს გავიკვალავ, მომახატვინე, ვერ მიცანი?! მე ვარ ნიკალა!
2. აუ, ეს ახლა წავიკითხე ფეისბუქზე და ძალიან მომეწონა. ;;) ნიკალა დღესაც სცოცხლობს ჩვენს გულებში!
5555555555555555555555 აუ, ეს ახლა წავიკითხე ფეისბუქზე და ძალიან მომეწონა. ;;) ნიკალა დღესაც სცოცხლობს ჩვენს გულებში!
5555555555555555555555
1. დრო ვამარტვილე, ვვლე უფასოდ, - ახლა დავფასდი. და ვხატავ ბაღჩას, გიჟ-ვანუას, მღებავ მიხაკას. . . არღარა დამრჩა. . . მინამ დროა, მზეს დაგიხატავ.
მიყვარს მე ეს გვერდი.... დრო ვამარტვილე, ვვლე უფასოდ, - ახლა დავფასდი. და ვხატავ ბაღჩას, გიჟ-ვანუას, მღებავ მიხაკას. . . არღარა დამრჩა. . . მინამ დროა, მზეს დაგიხატავ.
მიყვარს მე ეს გვერდი....
|
|
მონაცემები არ არის |
|
|