ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2011


  ჩამოტვირთვა

პათეტიკა

მე  შენზე  რთული  ვარ,  შენ  -  ჩემზე  მარტივი.
მე  ვგავარ  აპრილს  და  შენ  ისევ  თებერვალს…
მიაგე  საშენო  თითო  სტროფს  პატივი,
მიაგე  ისე,  რომ  ავმაღლდეთ  ერთხელაც.

მიაგე  პატივი  მგოსნეულ  ამინდებს,
სანამდე  ღრუბლები  ატირდნენ  ელვებად..
ვხედავ  და  ვწუხდები  რომ  აღარ  დამინდეს,
ღმერთისგან  დროებით  შექმნილმა  ხელებმა.

სანამდე  ნაფეხურს  გიკოცნის  ვიღაცა,
მანამდე  შენს  ნაწნავს  უკვდავად  ჩათვლიან;
მინდა,  რომ  შეგიცნონ  ღირსეულ  დიაცად,
თუ  დროის  მარწუხმა  ღრუბლებში  გვათრია.

ჩაუმქრალ  ლამპრებში  გამბედავს  დუნია,
დაჩეხილ  მარცვლებად  ფიქრებს  რომ  დამიმტვრევს..
რომ  აღარ  შევძულდეთ  ქვეყანას  სრულიად,
ვეფეროთ  სუფთა  ცის  უღრუბლო  ამინდებს.

შენ  ჩემზე  რთული  ხარ,  მე  -  შენზე  მარტივი,
ჩვენ  ვგავართ  აპრილის  ატმების  ნიაღვარს…
გავუყოთ  სამყაროს  სითბო  და  პატივი,
რომელიც  ოდესღაც  ჩვენს  შორის  მინახავს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები