ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2012


მე

გეძახი, მაგრამ ჩემი არ გესმის,
მიყვარხარ, მაგრამ მგონი არ გჯერა,
მე მგლის ყმუილი ყურში ჩამესმის,
და რომც მომკვეთონ ძირში მარჯვენა
არ გიღალატებ მაინც! ო, მენდე...
მორალურადაც მწამს: არ გავტყდები,
სულ არ ვინაღვლებ, თუკი ოდესმე
რომს სპარტაკივით ავუჯანყდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები