ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2011


სხვა ზმნა...

წლების რჩეული ამონარიდი
გექცა ლექსებად.
უკვე წლებია, რაც თვალს მარიდებ,
ცივად მექცევი.
მახსოვს, ფილმიდან ნაწყვეტივით
ბოლოც, წინათქმაც,
თავი ასეთი დახვეწილი
აღარც მინახავს...
მიმოვიხედე და ისევ შენ
მოგისაკლისე,
გამომიწია გულმა მხოლოდ
შენი სახლისკენ.
გახსოვს, ყველაზე კარგი თავთან
როდის იყავი?
სულში სამყარო რომ ყვაოდა,
როცა გიყვარდი...
გულის კუნჭულებს ნუთუ, ის ხმა
აღარ მოესმით,
არ გენატრები?  უგიჟესი,
უსათნოესი...
რატომ არ გინდა დაუჯერო
სულის მენადებს,
არ გეკითხები, რა ხდებოდა
შენში ჩემამდე...
ხელის სავარძელს რად შეაჩვიე
მძიმე ნიკაპი?
ჩემს ადგილს ახლა, როგორც ვხვდები,
ხსოვნა იკავებს...
მინდა, შენს გულს ეგ გულგრილობა
შემოვამტვრიო,
ეგ სულიერი სიმარტოვეც
მე მაპატიე...
უსასრულობა მსურს ხაზავდეს
ჩვენს თავს რვიანებს,
იცი, არ მჯერა, რომ დაბერდი,
დავაგვიანე...
არ ვიღებ "ჩაქრა"... მითხარი სხვა ზმნა,
შენ რომ შეგცვალა?
გამომიგზავნე ეგ ცხოვრება, მე გთხოვ,
ერთ ცალად...
ახლა არ მკითხო, ვინ ვარ, რას გთხოვ,
ან რა უფლებით,
სიყვარული ვარ!  გახარჯული,
თან ხელუხლები...
                               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები