ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
25 სექტემბერი, 2011


პრაქტიკული სურვილი


შეიკრიბენ ბიჭუნები:
გია, ლევანი და კობა,
დიდობაში ვინ-ვინ გახდეს
მათ ამაზე იწყეს ბჭობა.

-ექიმობას შევისწავლი –
დიდის ამბით ამბობს გია.
-მე მშენებელი გამოვალ,
ხიდს ავაგებ მართლაც დიადს-

ამბობს კობა და თან ხელით
ხაზავს ვითომ გეგმას ხიდის,
-ისეთ სახლებს ავაშენებ...
უნდა იყოს დიდზე დიდი.

ლევანიკო კი ოცნებობს-
მე გაფრენა მზეზე მინდა,
იქ სულ ცხელა, არ მეცმევა
არც პალტო და აღარც წინდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები