ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2011


არც ისე მარტივი…

არც  ისე  მარტივად  გხედავ  და  გაფასებ,
როგორც  სხვა  გიფარდებს  იდუმალ  მარწუხებს..
თითებით  დაგხატავ  ცარციან  დაფაზე,
თითებით  -  სიტყვებზე  მეტად  რომ  გვაწუხებს.

მერე  დრო  წაგშლის  და  დაფაზე  სხვა  მოვა,
შავ-თეთრი  ფერები  სითეთრეს  აშავებს. 
რატომღაც  სიმორცხვეს  უზავებ  სამოვარს,
ადარებ  საშენო  ბილიკებს  გზა-შარებს.

ასე  რომ  ვიცოდეთ  -  მეც,  შენც  და  სამყარომ:
ათასჯერ  დამალულს  დრო  აჭირნახულებს!
ფერმკრთალი  სიდინჯით  მითხარი  მგავხარო
და  მერე  უთვლიდი  მოაჯირს  აგურებს.

აქედან  მაქამდე  მცირეა  მანძილი,
მცირეა  იმდენად,  რომ  წყალს  ვსვამთ  პეშვიდან..
შენამდე  მოღწეულ  სიშორეს  აძინებს
მთვარიდან  ნახტომი  -  მზესთან  რომ  შეშინდა.

მზესთან  რომ  აწითლდა  თვალების  ფახურით,
აპლოდისმენტებმა  რომ  გაგვათამამა;
ეშმაკებს  ებრძვიან  მეფე  და  მსახური,
შენ  არ  ხარ  ნაყიდი  სუფრების  თამადა.

ყოფილა  აქამდე,  ასეა  ახლა  და
გულიდან  ნათქვამი  ატირებს  ჩვენს  თვალებს..
დროებამ  ყველაფერს  ფარდები  ახადა,
როდესაც  დროებით  როლები  შევცვალეთ…

არც  ისე  მარტივი  ყოფილხარ,  როგორიც 
აქამდე  მეგონე,  გხედავდი  როგორსაც..
შენახარ  სამოთხის  ვარდი  და  კოკორი
და  ყველა  ნათელი  წერტილის  მოლოცვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები