ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2011


ალგორითმი

დაიტვირთა  ქუჩებით  -  გამზირი  და  პროსპექტი,
ხმაურიან  ნაპირზე  პოეტები  წერენ  და
აწი  აზრიც  არა  აქვს  როგორ  შევიმოსებით,
რადგან  უკვე  დეპოში  ორთქმავალი  შეჩერდა.

ბორიალით  ხეტიალს  -  სინონიმი  შეუქმნეს,
მეცოსოპრანოების  ისმის  გადამღერება..
არეულად  დაწყობილს,  შექმნილსა  თუ  შეუქმნელს,
ოქროდ  გადასადნობი  -  გრძნობა  გადამერევა.

ხეივნების  ბოლოში  ლიანდაგი  დამთავრდა;
უკვე  ილუსტრაციებს  აკეთებენ  ლექსებზე.
როცა  სცადეს  შეექმნათ  იალაღის  ბალადა,
ვერ  დახატეს  თევზი  და  გადახატეს  მეთევზე..

ციბერმანის  ცხრამეტ  ნოტს  გამოაკლდა  თერთმეტი,
ჰარმონიას  რატომღაც  დაჰკლებია  გამა  და
სანამ  მოქნილ  ლეგატოს  უხდებოდა  ბერეტი,
გახდა  სუბკონტროქტავა  -  ბეთჰოვენის  ბალადა…

ზევით  -  ქვევით  დაცურავს  გადაჭრილი  მორები,
ქარი  მინდორს  მოაპობს  მეთვრამეტე  რიგიდან.
შეწყდა  ამოხვნეშება  -  გაოფლილი  მონების,
რადგან  ყველას  სპიკერმა  -  თითო  ლუკმა  მიჰყიდა.

პირამიდის  ჩრდილებში  ვემალებით  მზის  სხივებს,
გვინდა  ამას  ყველაფერს,  რომ  წერტილი  დავუსვათ.
მერე  გამთენიისას  ვიმეორებთ  იგივეს
და  სიცრუეს  ვფიცულობთ  უკიდურეს  ნამუსად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები