ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
1 ოქტომბერი, 2011


პატარების მხიარული ისტორიები

= 19 =
შუადღისას დედიკო რომ ესაუბრა ბებოს, შემდეგ პატარა დალის გადასცა ყურმილი. დალი კარგა ხანს ეჭიკჭიკა ბებოს, შემდეგ ბაბუა მოიკითხა.
-ბაბუს ძინავს – უთხრა ბებომ.
- თემო ძიას დაუძახე – თხოვა დალიმ.
- ისიც ისვენებს, ძინავს
- მაშინ მათე ძიას – არ მოეშვა პატარა.
- ისიც თოხნიდა იმათთან ერთად, ახლა ძინავს –აუხსნა ბებომ.
- ვერაფერი გავიგე – ამოიოხრა დალიმ – თქვენთან დღისითაც ღამეა?

                              = 20 =
ლელა მამიდა სოფელში ჩამოვიდა და თან პატარა გიორგიც ჩამოიყვანა. ბიჭი ჯერ მხოლოდ ორიოდე კვირის იყო.
მარის ძალიან უნდოდა გიორგი ხელში აეყვანა, მაგრამ ნებას არ აძლევდნენ:
- ჯერ შენ თვითონ პატარა ხარ, აბა როგორ უნდა აიყვანო?-უთხრა ბებომ.
- აბა, გუშინ მეზობელთან რომ გამგზავნე რძის მოსატანად, დიდი გოგო ხარ და რძეს ვერ მოიტანო? ისევ დავპატარავდი? – აბუზღუნდა მარი.

                            = 21 =
-მამუ, მეც მინდა პატარა შვილი მყავდეს – უთხრა ბავშვის მოვლით გართულ მამიდას მარიმ.
- კი მაგრამ, შენ რომ პატარა ხარ? რომ არ იცი როგორ მოუარო? – გაუცინა მამიდამ.
- შენ გიყურებ და ისე გავაკეთებ. – არ დაიბნა პატარა.

                            = 22 =
მამამ გოგონებს სხვადასხვა სახის ხილი მოუტანა. მარი ბანანს მიირთმევდა, როცა გიორგიმ ძუძუს წოვა დაიწყო.
- მამუ, გიო ბანანს არ ჭამს? – ჰკითხა მარიმ.
- არა – უპასუხა მამიდამ.
- მსხალს?
- არა.
- ყურძენს?
- არა მარი, გიო ხომ ჯერ პატარაა, არაფრის ჭამა არ შეუძლია.- აუხსნა მამიდამ.
- უჰ, მარტო რძით როგორ იქნება? –შეწუხდა მზრუნველი მარიკუნა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები