ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2011


იმ X წერტილიდან Y წერტილამდე

ცარიელ ფურცლებს ვავსებ ჩვენი სახელებით,
ქუჩაში წვიმა ისევ ტოვებს ნაფეხურებს,
და იმ წერტილიდან შენსკენ მომავალი
გრძნობას გაუმხელელს ვუჭერ აპეურებს.
გზაჯვარედინზე კი, სადაც ჩვენ არა ვართ,
სადაც ჩამოძონძა კაბა სველმა მარტმა,
ჭიქაზე, სადაც ვეძებ მე შენს ნათითურებს,
სხეულზე, სადაც ფიქრმა ვნება დამაყარა,
იმ X წერტილიდან Y წერტილამდე
მინდა წამიკითხო
ვგრძნობ შენს მაჯისცემას,
სიტყვებს გაჩხერილებს ყელში ბურთულებად
უკან ვაბრუნებ და...
ვიღაც კულისებში
ჩუმად, უხმაუროდ,
მწარედ ატირდება.
დღეებს ჩამოვმარცვლავ როგორც კრიალოსანს,
სადღაც, იატაკზე გდია "ბრაუნინგი",
შენი სახელია ჩემთვის დილის ლოცვა....
სიკვდილს უშენოდ და შენთვის გავურიგდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები