ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2011


აჩრდილის ცოლი

ხანდახან,
როცა ვაჯამებ წარსულს
და მოგონებებს ვზილავ, როგორც ცომს
ხმიადის გამოსაცხობად,
ვგრძნობ, როგორ დაძველებულა დღეები
და ღამეებს ობის სუნი სდით.
მე-
აჩრდილის ცოლი,
რომელიც ვცხოვრობ მიყრუებული ტყის
მიყრუებულ გამოქვაბულში,
ყოველ დღე  ვლესავ დანისპირს
ჩემი თუ შენი მაჯებისათვის
და უმზეობაში ვაღამებ დილას.
სხეულში კი,
რომელიც ჯერ კიდევ ფეთქავს,
დემონის სისხლით საზრდოობს ჩვენი
შვილი,
რომელიც არგაჩენისთვის ვერ გავიმეტე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები