ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2011


მერამდენედ

მერემდენედ  იგლოვა  ზეცამ  შენი  განცდები,
მერამდენედ  მადგები  არაფერში  საერთოდ.
მერე  ალბათ  შენს  თავთან  საუბარში  დაგცდები,
ან  მთვარესთან  ტაატში,  ჩემს  გვერდით  რომ  აენთო.

ბამბუკს  ცეცხლი  მოედო,  ანგრევს  ქარი  ბანერებს,
მზეს  ნაწნავებს  ვუთვლიდი  შენს  მახლობლად  შარშანწინ;
გულის  სიღრმე  ფეთქავს  და  ნაბიჯები  მანელებს,
ნაბიჯები  დადგმული  ამ  ცარიელ  ქალაქში.

მერამდენედ  წამოცდა  ზეცას  ლამის  ცრემლები
შენს  მაგივრად  და  ისევ  თავს  ხრი  მტრების  წინაშე..
გაგეცლები  და  ვიცი  აღარ  გამიძნელდები..
რა  აზრი  აქვს  საჩუქრებს  რომ  ვუკეთებ  ტირაჟებს.

მერამდენედ  იგლოვა  ზეცამ  შენი  განცდები,
მერემდენედ  მადგები  არაფერში  საერთოდ;
ავდგები  და  შენსავით,  მეც  სამყაროს  გავცდები,
იქნებ  ასე  ვიპოვოთ  ერთმანეთში  საერთო…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები