ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2011


მე ვიცი.....

ნუ მეტყვი, მე ვიცი!...

ყოველთვის ვიცოდი...

მე და შენ ვერასდროს,

ვერასდროს შევხვდებით,

ვერ ვნახავ შენს თვალებს,

ავსებულს ვნებებით...

ვჩერდები...

გეხები...

მანძილზე,უსაზღვრო,

შენსა  და ჩემს შორის,

სიზმრებმა გამოჭრეს

პატარა სარკმელი...

სადამდე ვეფერო

მე შენს თმას უხელოდ,

ნუ მეტყვი...მე ვიცი!

ვერასდროს შევხვდებით!

ასეა საჭირო.....





07.10.2011. სერგეი ნეველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები