ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: პროზა
13 ოქტომბერი, 2011


გიორგი ალავერდაშვილს

მოგესალმებით ბატონო გიორგი! აი, უკვე მერამდენე თვეა თქვენს საიტზე ვიმყოფები და ვტკბები ფერეიდანსა და ფერეიდნელ ქართველებზე ნაწარმოებების კითხვით. თქვენ ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ირანში მცხოვრებ ქართველებისთვისაც.

ამ რამდენიმე წლის წინ მე მქონდა ბედნიერება, გავსაუბრებოდი ერთ ფერეიდნელ ქართველს და მინდა გითხრათ საკმაოდ ნასიამოვნები დავრჩი მასთან საუბრით. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, თუ რაოდენ ძალიან უყვარს ირანში მცხოვრებ ქართველობას თავისი ისტორიული სამშობლო. ჩვენი პატრიარქის თქმის არ იყოს: ''ფერეიდნელ ქართველებში სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულია.

ღმერთმა სულ ქართული საქმეები გაკეთებინოთ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები