ძველად, დიდი ხნის წინათ , კენგურუს წინ ჩანთა არ ჰქონდა. დედა კენგურუ ხის ფუღუროში ჩააფენდა ფოთლებს, ბალახებს, ნაპოვნ ბუმბულებს და ახალდაბადებულ კენგურუს შიგ ჩასვამდა. პაწაწუნა იმდენად უმწეო იყო...თვალაუხელელი, უბეწვო, უყურო(რადგან კენგურუს ზრდის პროცესში უყალიბდება ყურები), რომ ძალზე ადვილად იღუპებოდა. ცოტაოდენი სიცივე და...ვეღარ უძლებდა, ხან ვირთხა ჭამდა, ხან გველი, ხან ბზიკის ნაკბენისაგან კვდებოდა. თან პატარას ხშირ-ხშირად უნდოდა ჭამა, ამიტომ დედა კენგურუ სულ ახლოს უნდა ყოფილიყო, თან დიდი ყურადღებით ,რომ შვილის მიკნავლებული ხმა გაეგონა. ერთმა ჭკვიანმა დედიკო კენგურუმ იცით რა მოიფიქრა? ნორჩი ლიანებისგან დაწნა ჩანთა, ჩააფინა შიგ რბილი ხავსი,ბალახი და წელზე შეიბა. მართალია, ახლა შვილი თავისთან ყავდა, მტრებისგანაც იცავდა მას, მაგრამ ხტომისას ჩანთა ხან მარჯვნივ გადაქანდებოდა, ხან მარცხნივ და კენგურუნა ხშირად მიწაზე ენარცხებოდა. თუ ქვაზე ,ან მიწის გოროხზე დაეცემოდა, ხშირად კვდებოდა კიდეც. იფიქრა, იფიქრა იმ კენგურუმ და გადაწყვიტა, ჩანთა მიეკერებინა. მივიდა ფეიქარ ჩიტებთან და თხოვა: -თქვენს გახარებას, იქნებ ეს ჩანთა მიმიკეროთ, თორემ ხტომისას იქით-აქეთ მეხეთქება, მეც მაწუხებს, პაწაწუნა შვილიკოც ხშირად ამომივარდა და დამეღუპა. -აბა, ამაზე როგორ დაგზარდებით, მაგრამ ძალიან რომ გეტკინება?-უპასუხეს ჩიტუნებმა. -არა უშავს, სამაგიეროდ ჩემი შვილიკო უსაფრთხოდ მეყოლება-მიუგო კენგურუმ-დრო გაივლის და ჭრილობებიც შემიხორცდება. -როგორი მზრუნველი დედილოა!!-ახმაურდნენ ჩიტები. ან დროს ხეზე კეთილი ფერია ჩამომჯდარიყო დასასვენებლად. მან გაიგონა კენგურუსა და ჩიტების საუბარი. მოეწონა დედის თავდადება, აიქნია თავისი ჯადოსნური ჯოხი და... -ვაი, ჩანთა უკვე მიმეკრო- წამოიძახა კენგურუმ. -ეს ჩემი საჩუქარია, კარგ დედიკოს გეკუთვნის–ჩამოსძახა ფერიამ. კენგურუმ და ჩიტებმა აიხედეს. კენწეროზე ლამაზი, ცისფერი ფერია იჯდა. -შენს შვილიკოს ფაფუკი, მოხერხებული და საიმედო ჩანთა ექნება ბინად-გაუღიმა ფერიამ და ისევ აიქნია თვალის მომჭრელად მბრწყინავი ჯოხი. მართლაც ჩანთა ფაფუკი ბეწვით დაიფარა და კენგურუს სხეულის ნაწილად იქცა ისე, რომ ძუძუს თავები შიგნით მოექცა. ახლა პატარას შეეძლო ყოველგვარი წვალების გარეშე მოეწოვა რძე როცა უნდოდა და რამდენიც უნდოდა. იყო თბილად და დაცულად. იმის შემდეგ ყველა დედა კენგურუს თავისი შვილიკო ასეთ ჩანთაში უზის და ისინი თბილი, მოხერხებული ჩანთიდან ამოსვლას მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ იწყებენ ცოტა ხნით,რათა მწვანე ფოთლები მიირთვან დედიკოსთან ერთად. საბოლოოდ კი, მხოლოდ ერთი წლის შესრულების შემდეგ ტოვებენ მას.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. საყვარელი ზღაპარია და შემეცნებითიც, პატარებისთვის:) საყვარელი ზღაპარია და შემეცნებითიც, პატარებისთვის:)
6. ვინ რას წაუკითხავს თავის ბავშვს, მისი გადასაწყვეტია... ეს ზღაპარია და ზღაპარში ცუდის შემდეგ ხდება კარგი, არა დორიან გრეი? ფეიქარი ჩიტები? – მკერავი ჩიტებია:) კეთილი ფერია კი არა ერთი ზღაპრის პერსონაი. კენგურუნა –მოფერებითი ფორმაა, როგორც გოგოცუნა. ჩანთის შიგნით მოქცეულ ძუძუსთავები კი..ცოდნის გაღრმავებისთვისაა, რომ დარჩეს ცოდნაც!!
კრისტიან-ფონ-კრანჩარი ! კენგურუ ჩანთოსანი ძუძუმწოვარი ცხოველია, რომელსაც წინა ფეხები უკანებთან შედარებით მოკლე აქვს; დადის ნახტომებით; გავრცელებულია ავსტრალიასა და ახალ გვინეაში. თუ სწორად მახსოვს, მგონი შორს მხტომელს ნიშნავს. კიდევ გაინტრესებს რამე?
ვინ რას წაუკითხავს თავის ბავშვს, მისი გადასაწყვეტია... ეს ზღაპარია და ზღაპარში ცუდის შემდეგ ხდება კარგი, არა დორიან გრეი? ფეიქარი ჩიტები? – მკერავი ჩიტებია:) კეთილი ფერია კი არა ერთი ზღაპრის პერსონაი. კენგურუნა –მოფერებითი ფორმაა, როგორც გოგოცუნა. ჩანთის შიგნით მოქცეულ ძუძუსთავები კი..ცოდნის გაღრმავებისთვისაა, რომ დარჩეს ცოდნაც!!
კრისტიან-ფონ-კრანჩარი ! კენგურუ ჩანთოსანი ძუძუმწოვარი ცხოველია, რომელსაც წინა ფეხები უკანებთან შედარებით მოკლე აქვს; დადის ნახტომებით; გავრცელებულია ავსტრალიასა და ახალ გვინეაში. თუ სწორად მახსოვს, მგონი შორს მხტომელს ნიშნავს. კიდევ გაინტრესებს რამე?
5. ნამდვილად რომ ცუდი საბავშვოა..
ძალზე ადვილად იღუპებოდა. ცოტაოდენი სიცივე და...ვეღარ უძლებდა, ხან ვირთხა ჭამდა, ხან გველი, ხან ბზიკის ნაკბენისაგან კვდებოდა
კენგურუნა რაღაა?
ფეიქარი ჩიტები>? ან ამ დროს უეცრად გამოჩენილი კეთილი ფერია?
ჩანთის შიგნით მოქცეულ ძუძუსთავებზე რაღა ვთქვა:)
მოკლედ ეს ყველაზე ცუდი საბავშვოა რაც კი წამიკითხავს :) ნამდვილად რომ ცუდი საბავშვოა..
ძალზე ადვილად იღუპებოდა. ცოტაოდენი სიცივე და...ვეღარ უძლებდა, ხან ვირთხა ჭამდა, ხან გველი, ხან ბზიკის ნაკბენისაგან კვდებოდა
კენგურუნა რაღაა?
ფეიქარი ჩიტები>? ან ამ დროს უეცრად გამოჩენილი კეთილი ფერია?
ჩანთის შიგნით მოქცეულ ძუძუსთავებზე რაღა ვთქვა:)
მოკლედ ეს ყველაზე ცუდი საბავშვოა რაც კი წამიკითხავს :)
4. ჩემს ბავშვს ამას არ წავაკითხებ. : )
კითხვა ავტორთან: რას არის კენგურუ ან რას ნიშნავს. ჩემს ბავშვს ამას არ წავაკითხებ. : )
კითხვა ავტორთან: რას არის კენგურუ ან რას ნიშნავს.
3. გამიგონია :, ჰარი პოტერი, კინოფილმი, რომ ნახა ბავშვმა თვითონაც ცოცხზე მემომჯდარა უნდა გავფრინდეო და დამტვრეულა, ბავშვები ხშირად თამაშობენ დედობანას, მამობანას. დედობრივი სიყვარული და სითბო მოდის ამ ნაწერიდან. გამიგონია :, ჰარი პოტერი, კინოფილმი, რომ ნახა ბავშვმა თვითონაც ცოცხზე მემომჯდარა უნდა გავფრინდეო და დამტვრეულა, ბავშვები ხშირად თამაშობენ დედობანას, მამობანას. დედობრივი სიყვარული და სითბო მოდის ამ ნაწერიდან.
2. გაიხარეთ ქალბატონო მანანა:)
გაიხარეთ ქალბატონო მანანა:)
1. კეთილი და შემეცნებითი ხასიათის ტექსტია! ბავშვებისათვის საინტერესო უნდა იყოს!.. :) კეთილი და შემეცნებითი ხასიათის ტექსტია! ბავშვებისათვის საინტერესო უნდა იყოს!.. :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|