ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2011


სხვა დროს...

                      (წუხელ  ნანახი  სიზმრის  შედეგი)


მიწილადე  ორი  გროში  ლექსის  წვეთი..
მომაპყარი  ანთებული  თვალები.
გასულ  ღამეს  ვინაიდან  ვერ  გისმენდი,
ახლა  გისმენ,  შენს  ხმას  არ  ვემალები.
გოლგოთისკენ  მიმავალო  მოლანდებავ,
ვიცი  ჩემს  ჩრდილს  ოცი  წელი  ელოდი…
ფიქრში  ფიქრად  ჩალეწილი  რომ  აღსდგება,
ვიამაყებ  პოეზიის  გემოთი.
გახვეულხარ  ჩამუქებულ  გვირაბებში,
ლეჩაქს  მიღმაც  გცნობენ  ორატორები.
მოგიხდება  ალბათ  უფრო  ღია  ბეჟი
გაცინება  -  მოწითალო  ფონებით.
ქარბუქშიაც  შეიცნობა  მარტის  ფეთქვა,
სამაისოდ  მონაბერი  აურა;
ატმის  კვირტის  შეფეთქებაც  გაილექსა,
რადგან  ხვდება  ვადა  მასაც  გაუვა.
დასეირნობს  შემოდგომაც  ფოთოლცვენით,
მის  სატრფოს  ცრემლს  შეჰპარვია  სიმშრალე.
ფერად-ფერად  ბარათებით  მოლოცვები,
არ  მიკვირს,  რომ  ახლაც  ვერ  მოიშალე.
სიტყვას  მისდევს  საფეშხუმე  მიზანსცენა
და  ამინდმაც  სველი  ფრთები  გაშალა.
შენთან  ერთად  ისტორიამ  მიმაწერა  -
გალუმპული  სტრიქონების  გზაშარას.
დასთამაშებს  სიო  ტივის  დაშლილ  მორებს,
ქვესკნელისკენ  ქრება  დღე  შენელებით;
თუკი  ვინმე  სამუდამოდ  დაგიმონებს,
მე  სხვასავით  იცი  -  ვერ  შეგელევი!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები