ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2011


ისევ სხვა…

მე  ვხედავ  შენს  ნაბიჯს  გადმოდგმულს  ჩემამდე
მორცხვად  და  კლანჭებით  შებორკილს  სხვისაგან;
უმზეო  ფიქრებში  მაინც  რომ  ვღელავდე,
ღვთისმშობლის  წინაშე  მე  პირჯვარს  ვისახავ.

სანთლები  დნებიან  საკმევლის  მახლობლად,
სამშობლო  სახატედ  შექმნილა  ოდესღაც..
უშენო  დღეები  ჩემთვისაც  ახლოა
და  ასე  უბრალო  შენი  ხმაც  მომესმა.

კიბეზე  ჩამოსხდნენ  ალუბლის  ტოტები,
ფარული  ღიმილით  აღსავსე  ოცნებად.
მერე  და  ვინ  გითხრათ,  რომ  ისევ  ვღონდები,
რომ  გადამავიწყდა  მცნება  და  მოძღვრება?!

ბავშვობას  ტილოზე  ავსახავ  ფუნჯებით,
დაღლილა  ოცნება,  მთვარეა  ნახევრად…
სასწაულს  ვუცქერ  და  ვქვავდები,  ვმუნჯდები,
ორივე  თვალებით  ზეცას  რომ  ავხედავ..

საათმაც  არია  რითმა  და  მორალი,
როდესაც  ისრები  დროისგან  ისესხა…
ახალი  სიცოცხლის  დაწყების  დრო  არი!
ისევ  მე…
              ისევ  შენ…
(და  მერე)
                    ისევ  სხვა…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები