ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2011


გრავიტაცია

ბაღებში  გვირილებს  დავკრეფ  და  მოგართმევ,
წამწამებს  რომ  გვანან,  მოფენილს  საბნებად.
შენს  თავთან  დარჩენილ  ღამეებს  რომ  ათევ,
ტრიუმფი, როგორც  ჩანს  უჩემოდ  გბრალდება.

რამდენჯერ  აჩუქე  ოცნება  ჰორიზონტს,
რამდენჯერ  დაჰყავი  სამყარო  კომლებად..
წარსული  ყოველთვის  თავის  დროს  მოითხოვს
და  მერე  ყოველთვის  უდროოდ  ობლდება.

ცისკრიდან  მთვარემდე  და  ისევ  ცისკრამდე
გჩუქნიდი  გულიდან  წამოსულ  სუიტებს.
გითხარი  ჩურჩულით,  რომ  არ  გამიჯავრდე,
სიფხიზლეც  გირჩიე,  სამყარო  თუ  გიტევს.

ეგ  სუნთქვა  ხორციელ  ვნებათა  მეფეა,
ნაკლებად  გადარდებს  ოხვრა  და  ვაება.
ბედნიერ  წუთებში  დროც  არ  მოგვეფერა
და  ენაც  დროსავით  საათთან  დამება.

ქალი  ხარ,  ქალური  სინაზით,  ვნებებით
აღსავსე,  ასწორებ  წარსულის  ნაოჭებს;
დაძარი  ნაბიჯი,  მე  მოგეგებები!
სანამდე  სიცოცხლის  სურვილი  ჩამოჭრეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები