ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვარა
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2011


გაღმა ნაპირიდან

უკვე აღარ ყვავის ჩემი აპრილი და
იანვარს დაუპყრია სიცივით ხეობა,
მაჯები გულზე მადევს დაღლილი და
სულს აღარ აწუხებს სხეულის ტყვეობა.
გრძნობას მოდებია ხავსის ძაფები და
გამეფებულან ქარები,
თქვენთან პირამიდებს შეცვლიათ ფორმები და
ჩემთან სხვაგვარია ჭალები.
უკვე ვერ აისობს ჩემი აისიც და
თვალებს დაცვენიათ ფოთლები.
ყორღანთან ქალის გოდება გაისმის და
ღვინოში იხრჩობიან ლოთები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები