ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2011


  ჩამოტვირთვა

მე ფიქრები.

დღეს რომ იღვრება ცრემლებად ზეცა,
თვალები კვლავ რომ წვიმას აპირებს
ცხოვრება ფიქრად რომ გადაგვექცა
და რომ მიგვათრევს ქარი დაღლილებს..
ახლა რომ ბაგე ისევ ათრთოლდა
სევდის სურნელი კვლავ რომ გვაბრუებს
სწორედ ეს წამი ადრეც მახსოვდა
თითქოს დროება უკან გვაბრუნებს...
აი ახლა რომ შენ მეფიქრები
შენი სუნთქვა რომ ყურში ჩამესმა
და სათითაოდ მახსოვს სიტყვები
ქარში რომ წვიმამ მომიალერსა...
დღესავით მახსოვს როგორ ვხატავდით
ჩვენ ჩვენს სიყვარულს ქვიშის სასწორზე
თბილი ხელებით მიწას ვფატრავდით
და გულის ცემას ვთვლიდით წამზომზე..
დღეს კი იღვრება ცრემლებად ზეცა,
თვალები ისევ წვიმას აპირებს,
ოცნება უკვე ზღვად გადამექცა..
და კვლავ ჩურჩულით ვითვლი ნაბიჯებს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები