ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია დადიანი
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2011


უკვე


უკვე აღარც მახსოვს როდის გამეცინა გულიანად,
შენ კი დამიჩემე, იცი რა ლამაზად იღიმები?
სოფლის ორღობეში ახლაც თამაშობენ მურიანი
ალბათ ბავშვები და ბარდში ებლანდებათ კიკინები.
უკვე შენ მახსენებ, მარტში მისრულდება ოცდაექვსი
წელი.დიდი ვარ და ხშირად მოსაწყენი ღამეებიც
გახსოვს? დედაჩვენის ჩუმი გაბრაზება,რომ დავეცი,
გული მატკინა და გულის ტკივილამდე ვაღმერთებდი.
უკვე სინესტეც კი მკლავზე შემაშრება ინსტინქტურად,
ყველამ შემიყვარა თითქოს,სხვა რა გზაა დაგიჯერებ,
გული დამილუქეს-ძველი ტკივილების პროზექტურა...
დადის შემოდგომა ზუსტად მოზომილი ნაბიჯებით.
უკვე არ ვიხსენებ, იმას რაც მტკივა და მაიძულებ...
ჭკუა ვისწავლეთქო, როგორ მოგატყუო, მიმიხვდები,
აი, გაგიღიმებ, ოღონდ შენ ლამაზად დაიძინე,
დგანან სიზმრის კართან სხეულშემომსკდარი სიმინდები.
უკვე აღარ მახსოვს როდის გამეცინა, ვიღიმები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები