ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკო ცოცხალაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2011


თეთრი პეპელა

დღეს ჩემი სული გადაიქცა იმ თეთრ პეპელად,
რომელიც ხელში მოიმწყვდიეს ცელქმა ბავშვებმა,
ფრთებს ვაფარფატებ უმწეოდ და ძალა მელევა,
მე მეშინია... მათ არ უნდათ ჩემი გაშვება...

მხოლოდ ცა მინდა დავინახო ძალიან ლურჯი,
(აქ დასარჩენად მიზეზს ვეძებ ის კი აღარ ჩანს),
პატარა ხელებს ვევედრები დამხატონ ფუნჯით...
ამ ნაცრისფერ მზეს შემოაცვან თეთრი ფარაჯა.

მე კი გამიშვან, გამაყოლონ შემოდგომის ქარს...
დღეს ჩემს მაგივრად გაუღიმონ ამ ყვითელ ქუჩებს;
სანამ ჯერ კიდევ შერჩა წამი კედლის კალენდარს,
სანამდე თვალი შეეჩვევა სიბნელეს უჩვევს,

მე ვიფრენ ნაზი, ფარფატა და ფერადი ფრთებით,
ამ უკარება ქალაქს ვნახავ ერთხელ ზევიდან...
-ეს სიგიჟეა!... კვლავ უსუსურ პეპელად ვრჩები...
სიცარიელე ისევ თეთრი... მერე შემცივდა...

ცისკენ გამიშვით!....

07.11.2011


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები