შეთქმულებას მოგიწყობენ ძმები, მოგტაცებენ ჯერ არშერთულ უღელს.. გაციებულ სისხლით დაიცლები ბოლოს, როცა ზეცაც დაიქუხებს.
გაგყიდიან ან გაგცვლიან ხავსზე, ნაპირიდან ჩაგითრევენ წყალში. ნუ გგონია რომ დროებას ასწრებ და ამითი ისტორიას წაშლი.
ნუ იჯერებ აცაბაცობს გული, როცა გერთვის ნოსტალგიის გამა. თუ სამოთხის კართან დაგიგულე, ჩემს სისხლძარღვებს დაადნები გრამად.
ნუ ირწმუნებ ეშმაკების გოგმანს, ნუ მოგხიბლავს მანტია და კვერთხი. დაზამთრება უშენობას რომ ჰგავს, ნუ მიბრძანებ, ნურც უბრალოდ მეტყვი.
ახალ სიზმრებს მთვარე ღამეს უთევს, ჰორიზონტზე გხედავ ცურავ ტივით. ჩაბნელებულ ქუჩის ნათელ კუთხეს დამჩნევიხარ პირველ სურათივით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|