ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია დადიანი
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2011


სეფისკვერი

სეფისკვერი მომაწოდე, დედაო,
გულს გაძლევ და
გართმევ ლუკმა სეფისკვერს,
ცოდვა შუბლზე მაწერია ხედავ და
უმეცრება ჩემი სულის
შემინდე!
შენს კალთაზე მამთხვევინე, დედაო,
თვალებს ვხუჭავ,
ვხედავ როგორ მიღიმი,
გული მიძგერს
ამდენს როგორ ბედავო
სეფისკვერი მომაწოდე,დედაო...
ცრემლი არ მდის რახანია
გამიშრა...
სანთლის ცრემლებს
მოვაგროვებ თვალებით,
მხოლოდ ერთხელ ამატირე,დედაო
სალბუნია სულისათვის,ღმერთმანი...
სეფისკვერი მომაწოდე,დედაო
ნათლის ჩქრელას ვუმზერ
მე შენს თვალებში,
სვეტიცხოველს შეუგვრძნია
საღამო,
ხვლიკისფერი დასდებია ღამეში...
აქ დავრჩები,დამტოვებ კი?
დაფიქრდი...
სხეულს ჯვარცმა,
სულისათვის ზეობა...
მეტანია იყოს ჩემი ცხოვრება,
აღსარება ზიარების ტოლფასი...
სეფისკვერი მომაწოდე,დედაო
ჩემი წილი მეც მაქვს ლოცვა სათქმელი,
გულს გაძლევ და სიმშვიდეს გთხოვ,დედაო,
თვალს ვხუჭავ და შენ გიყურებ თვალებში..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები