ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2011


დრამა

დღესაც  ისევ  არეული  დღეა,
როგორც  იყო  დაღვინების  დროჟამს..
ძველებურად  ისევ  ისე  ვღელავ
და  თავის  მხრივ  მღელვარებაც  მბოჭავს.

ადრეული  მონატრება  მძალავს
და  ეს  გულიც  ამ  ჟამთასვლას  იტევს..
დავიბადეთ  სწორედ  იმ  წლის  ათას
ცხრაას…  როცა  გვიმღეროდნენ  ტიტებს..

დავიბადეთ,  თუმცა  ახლა  ვფიქრობ,
ხელთავიდან  ერთმანეთი  გვბადებს.
რა  კარგია  არ  წასულა  ის  დრო,
როცა  თევზებს  ანატრებდნენ  ბადეს…

განდიდების  ღამე  ახლა  გნანობს,
მაგრამ  უკვე  გვიანია  თითქმის.
დაძველდება  წიგნით  სავსე  თაროც
და  მის  სათქმელს  ისტორიაც  იტყვის.

მჯერა,  ბოლოს,  გაღიმებულ  ტუჩებს
თავს  მოუყრი,  დაფიქრდები  წუთში.
ქარი  ხეებს  დანებებას  ურჩევს,
ნუ  იქნები  ხეებივით  ურჩი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები