 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პროზა 18 ნოემბერი, 2011 |
ისევ სიჩუმეში გაგეთოშა ხელები. სიჩუმე ასეთი მტკივნეული არასდროს ყოფილა.
ისე გადმოგიგდო სიტყვა, ძვალი რომ ყოფილიყო ძაღლი, მშიერიც კი არ მოჰკიდებდა პირს.
აუყევი კიბეებს, მონგრეულ კუთხეებს არიდებდი ფეხს. ბნელოდა გარეთ-გულში. კარი შეაღე, შენ ხომ კარს არ კეტავ გასაღებით. რაც მოსაპარი იყო და ძვირფასი შენთვის, თან დაგქონდა და ისიც ამოგგლიჯეს, წაგართვეს....
სიყვარული....
რაა სიყვარული? ამას ეკითხები სარკეში შენს თავს ყოველ დილით, როცა ჯიუტად მაინც იპარსავ პირს. აღარ ითვლი ჭაღარას, ვეღარც ითვლი...
ისევ ჩაუყვები კიბეს! საუზმე? _ერთი ჭიქა ყავაა, რომელსაც დეიდა ინგა დაატარებს ქუჩაში. უგემურია, მაგრამ მაინც შენი ყოველდღიური საუზმეა, რადგან დეიდა ინგა ისე ლარიანს არ გამოგართმევს...
ტრანსპორტი არ გიყვარს. იქ ხალხის არეული სუნი ცხვირის რეცეპტორებში და ტვინში დამახსოვრებულ სურნელს გიფანტავს, სურნელს საამურს "მისი" წიგნის ფურცლებიდან ამოტყორცნილს. ის წიგნი მან დაკარგა და შენც, წართმეული სიყვარულის სანაცვლოდ დაიტოვე.
მადლი ჰქენიო... მარჯვენამ კეთილი საქმე მარცხენას არ გააგებინოსო.... შენც მიუყვები ქუჩებს და იმედიც არ გაქვს რომ მადლი ერთხელ შემოგეფეთება, გაგახარებს, მოგიალერსებს და შენს ჭაღარას დაგილაგებს ნაზად, ნიავისგან თუ ქარისგან აშლილს... ან კი იმედი როგორ გექნება?! შენთვის მადლის კეთება ჭიქა ყავაა, პირის გაპარსვაა, სიარულია... ან კი რა მოსატანია არა იმის ნუსხა რაც შენს "მე"-ს მადლი უკეთებია?!
ქუჩაში ვიღაც გაჩერებს: - მადლობა, დიდი მადლობა, გაიხარე. გუშინ შენ რომ არა,არცკი ვიცი რა მოგვივიდოდა... შენ უხერხულად იშმუშნები და ცდილობ თავის კანტურით გაეცალო. მერე ძაბავ მეხსიერებას და იხსენებ გუშინდელი დღის სურათებს... ბოლომდე მაინც ვერ აღიდგენ. თითქოს ფილმის უმნიშვნელო ნაწილად ქცეულს ისევ მარადიულ დავიწყებაში გადაისვრი...
მაღალსვეტებიანი შენობის კართან, უცებ მოგინდა გადახვევა, და სანაპიროზე ჩასვლა. გრილა. შენი სისხლის მადუღარა კი არ ითიშება. 45 გრადუსი და ვიღაც გაჩერებს, გესალმება და ისევ 45 გრადუსით ტრიალდები მაღალსვეტებიანი შენობის კარებისკენ, უბრუნებ გამარჯობას და ზღვას დროებით ივიწყებ!
სამსახური... სამსახური... სამსახური... მუშაობ, იმიტომ რომ მიჩვეული ხარ ბავშვობიდან რაიმე სასარგებლოს კეთებას, შექმნას, შრომას... როცა მარტო ხარ ოთახში, უტყდები თავს რომ სამყარომ თავი შეგაძულა და საკმარისია კარის ერთი გაჭრიალება, რომისევ მორიდებული ღიმილით მზად ხარ ამ სამყაროს ემსახურო, თუნდაც უსახურს და პირფერს, ანგარებიანს და მაინც სამყაროს, სადაც ერთი სუნთქავს. მზად ხარ ყველა წიწვს და ყველა ფოთოლს მოეფერო, მადლობა უთხრა, იმ ჟანგბადისთვის, მის ჰაერს რომ ამდიდრბს. ეხლა იმითღა კმაყოფილდები რომ იმ სამყაროს ერთი გამფხვიერებელი ჭიანჭველა ხარ, სადაც ის ვარდი ბუჩქობს, ეკლიანი, ველური, სხვიიიიისიიიი, მაგრამ ლამაზი და სურნელოვანი.
ისევ გაფხიზლებს კარის ჭრიალი და ბატონობა, თქვენობა... მზად ხარ შენობაზე გადახვიდე და წინსართი სიტყვაც შეკვეცო წინადადებაში, მაგრამ მერე ხვდები რომ მაინც სულ ერთია და ისევ ემსახურები სამყაროს, ერთგულად და დაუღლელად.
კომპიუტერის გათიშვის ხმა, შავი კალამი,მაგიდის შუაში პედანტურად გასწორებული ფურცლების დასტის თავში იდება, სკამი მართობულად სწორდება მაგიდასთან და ნელი ნაბიჯებით ტოვებ ოთახს.
გამოსული ისევ იხსენებ ზღვას!
აგერ უკვე სანაპიროსთან ხარ! ასე მალე როგორ მიხვედი?! ეჰ ფიქრები,ფიქრები, ფიქრები.... ჩაუყევი სანაპიროს და ქვების და ფეხსაცმლის რეზინის ძირის ხახუნს მიუგდე ყური. მერე ეს ხმა ზღვის მოვარდნილი ტალღის ხმამ ჩაახშო. მოგინდა ფეხზე გაგეხადა და ისე დამჯდარიყავი ქვებზე, ზღვასთან ახლოს, მაგრამ მერე დაგეზარა... ზღვის ქაფი, ქალის დალალებივით ეხეთქებოდა სანაპიროს. ღრმა ჩასუნთქვა და იმის შიშით, შენი საყვარელი სურნელი არ დაეჩრდილა იოდისა და ზღვის მარილის სუნს, უბიდან იმ პატარა, დაკარგულ და არ დაბრუნებულ წიგნს იღებ, ფურცლავ და ფრაზებს აქა-იქ კითხულობ, ან კი წაკითხვა და თვალები რად გინდა, წიგნდახურულიც წაიკითხავ, რომ არა ისევ ის ფურცლების სურნელი...
ზღვამ გაგახსენა რომ მთელი დღე ლუკმა არ ჩაგსვლია. არა, არ გაქვს უფლება ასე მოექცე საკუთარ თავს_ დედის სიტყვები გახსენდება, მაშინ რომ გითხრა, როცა სიცხიანი "მის" დასახმარებლად გარბოდი. და განა რა უჭირდა ამის ფასი, საღამოს მოსაწყობად ნიჟარები სჭირდებოდა დიდი და ლამაზი! დედას შენი დარდი გაჰყვა და ეს გადარდებს მხოლოდ! ბედნიერი ვერ გნახა.
უცებ დედასთან საუბარი მოგინდა! უკვე ბნელა მაგრამ წყურვილი უფრო ძლიერია დაღლაზე. ფეხზე დგები და... უკვე ტაქსს იჭერ. შემდეგი სადგური.... სასაფლაო
შესასვლელიდანვე აკვირდები სხვის საფლავებს, რამე ხომ არ გამომრჩა და ხომ არ დავაკელი მის საფლავსო ფიქრობ. ხედავ ერთ ადგილას ყვავილების კონა მიხმობია საფლავის ქვას და მერეღა გაგახსენდა... ყვავილები... მას ორქიდეები უყვარდა_კატლეა, დენდრობიუმ, ფალენოპსის... თითქოს ახალი წასულია სახლიდან... საფლავიც სადღაც შორს გეჩვენება. რა მალე ივსება აქავრობა_ ფიქრობ. ჯდები ხის სკამზე და... დუმილი.... სიჩუმეში ხელები გეყინება... რა უნდა უთხრა? რა გაქვს სათქმელი? რა გამოეპარება დედის გულს და თვალს?
წაააააააააადიიიიიიიიიიი ! ფოთლები აშრიალდნენ! მაგრად გაწნული სილასავით შეგარხია ფოთლების ჩურჩულმა და მწარე ტკივილი...
უკვე მეზობლებს ესალმები. აგერ ეზოს დომინოს მოთამაშე კაცებმა ჭიქაზე მიგიწვიეს. მერეღა გაგახსენდა რომ ლუკმა არ ჩაგსვლია კუჭში, როცა არყის ჭიქა პირთან მიიტანე... მაინც გადაჰკარი და წინა დღის ლავაში მიაყოლე. ესეც შენი სადილი, სამხარი და ვახშამი.
კიბეები და საკუთარ თავთან დადებული ფიცი, რომ ხვალ უკეთ მოეპყრობი მას.
პ.ს. ის ამას იმსახურებს
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ძალიან მომეწონა :))) ემოციურია, ლამაზი, ნაღვლიანი, ადამიანური. უმაღლესი +2 აქ. ძალიან მომეწონა :))) ემოციურია, ლამაზი, ნაღვლიანი, ადამიანური. უმაღლესი +2 აქ.
17. კარგად გადმოსცემ ნაფიქრალს, გრძნობებს... კარგად გადმოსცემ ნაფიქრალს, გრძნობებს...
16. კი, იმსახურებს :). სხეული, ღვთის საცუქარია და იმსახურებს კარგ მოპყრობას :) კი, იმსახურებს :). სხეული, ღვთის საცუქარია და იმსახურებს კარგ მოპყრობას :)
15. ფიქრიანი და ტკივილიანი ფლორენცია მომეწონა მე...
პ.ს. ის ამას იმსახურებს- ალბათ!!! :) ფიქრიანი და ტკივილიანი ფლორენცია მომეწონა მე...
პ.ს. ის ამას იმსახურებს- ალბათ!!! :)
14. მადლობა! ბევრს ნიშნავს ჩემთვის თქვენგან ასეთი შეფასება! მადლობა! ბევრს ნიშნავს ჩემთვის თქვენგან ასეთი შეფასება!
13. ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
ფიქრიანია! თითქოს ავტორი საკუთარ თავს ელაპარაკება,ანდა თავისთვის სტკივაო.. ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
ფიქრიანია! თითქოს ავტორი საკუთარ თავს ელაპარაკება,ანდა თავისთვის სტკივაო..
12. მაგარი ძაან ;) მაგარი ძაან ;)
11. მიხარია რომ კითხულობთ ჩემს ნაწერებს და უფრო მეტად მიხარია, რომ მოგეწონათ:) მიხარია რომ კითხულობთ ჩემს ნაწერებს და უფრო მეტად მიხარია, რომ მოგეწონათ:)
9. დიდი მადლობა ამ ნაწარმოებისთვის! დიდი მადლობა ამ ნაწარმოებისთვის!
8. ფლე-შის კომენტარს შემოვყევი და არც ვნანობ... გულწრფელია ავტორი და საოცრად თავმდაბალი, ასეთი ნაწერები ყოველთვის გვახსენებენ, რაღაც კარგს, ადამიანურს, რომელიც ჩვენს ცხვირწინაა და რომელსაც არასდროს ვამჩნევთ...დამასევდიანა ნაწერმა... ყოველთვის მოვალ აქ...:-* ფლე-შის კომენტარს შემოვყევი და არც ვნანობ... გულწრფელია ავტორი და საოცრად თავმდაბალი, ასეთი ნაწერები ყოველთვის გვახსენებენ, რაღაც კარგს, ადამიანურს, რომელიც ჩვენს ცხვირწინაა და რომელსაც არასდროს ვამჩნევთ...დამასევდიანა ნაწერმა... ყოველთვის მოვალ აქ...:-*
7. დიდი მადლობა, რომ შეწუხდით, წაიკითხეთ და დამიწერეთ კომენტარები! აუცილებლად გადავხედავ !
კიდევ დიდი მადლობა! დიდი მადლობა, რომ შეწუხდით, წაიკითხეთ და დამიწერეთ კომენტარები! აუცილებლად გადავხედავ !
კიდევ დიდი მადლობა!
6. არის აქ რაღაც-ო, წერია წინა კომენტარში და მეც, უნებლიეთ, სახრჩობელაზე ასული ანდრე შენიე გამახსენდა, ძირს რომ გადმოხედა და ჩაილაპარაკა:აქ იყო რაღაც! ჰო, არის და იყო, იყო და იქნება....იქნება ის, რომ ედემის ბაღიდან გამოდევნილი ადამის ნაშიერი, მიუხედავად გუშინწინდელ, გუშინდელ და, გნებავთ, დღევანდელ ყველაზე ხმაურიან დროშიც კი, როცა მილიარდობით საკუთარი სისხლისა და ხორცის ამქარი ახვევია ირგვლივ, მაინც მარტო იქნება, მაინც გააწამებს მარტოობის პრობლემა, მოძებნის სასურველს, იპოვის თითქოს და...მაინც ვერ იპოვის, იპივის და ვერ იპოვის...და ასე გაგრძელდებ მანამ, სანამ იპოვის. იპოვის კი? მე მჯერა რომ იპოვის. იქნებ გავაზვიადე, გადავაჭარბე რაიმე, არა მგონია. ამ პატარა ნაწერშიც ხომ იგივე ფიქრია განფენილი, რაც აწვალებდა სულს ადამიანისას, მოხეტიალესა და შეუჩერებელს, იგივე, მხოლოდ აქ მასშტაბია სხვა.
პუნქტუაცის თუ მოაწესრიგებს ავტორი, კარგი იქნება, უფრო სწორად, აუცილებელი. გაიხარე. არის აქ რაღაც-ო, წერია წინა კომენტარში და მეც, უნებლიეთ, სახრჩობელაზე ასული ანდრე შენიე გამახსენდა, ძირს რომ გადმოხედა და ჩაილაპარაკა:აქ იყო რაღაც! ჰო, არის და იყო, იყო და იქნება....იქნება ის, რომ ედემის ბაღიდან გამოდევნილი ადამის ნაშიერი, მიუხედავად გუშინწინდელ, გუშინდელ და, გნებავთ, დღევანდელ ყველაზე ხმაურიან დროშიც კი, როცა მილიარდობით საკუთარი სისხლისა და ხორცის ამქარი ახვევია ირგვლივ, მაინც მარტო იქნება, მაინც გააწამებს მარტოობის პრობლემა, მოძებნის სასურველს, იპოვის თითქოს და...მაინც ვერ იპოვის, იპივის და ვერ იპოვის...და ასე გაგრძელდებ მანამ, სანამ იპოვის. იპოვის კი? მე მჯერა რომ იპოვის. იქნებ გავაზვიადე, გადავაჭარბე რაიმე, არა მგონია. ამ პატარა ნაწერშიც ხომ იგივე ფიქრია განფენილი, რაც აწვალებდა სულს ადამიანისას, მოხეტიალესა და შეუჩერებელს, იგივე, მხოლოდ აქ მასშტაბია სხვა.
პუნქტუაცის თუ მოაწესრიგებს ავტორი, კარგი იქნება, უფრო სწორად, აუცილებელი. გაიხარე.
5. ასეთი ადამიანები, ძალიან ბევრნი არიან, მარტოსულები, მაგრამ დიდი ბუნების ადამიანები... ღირსნი, რომ გაცილებით უკეთესი ნაწერი მიეძღვნათ, ვიდრე ჩემი მოკრძალებული .... ასეთი ადამიანები, ძალიან ბევრნი არიან, მარტოსულები, მაგრამ დიდი ბუნების ადამიანები... ღირსნი, რომ გაცილებით უკეთესი ნაწერი მიეძღვნათ, ვიდრე ჩემი მოკრძალებული ....
4. მიხარია რომ ასეთი სულის ადამიანები დააბიჯებენ ქართულ მიწაზე+++++++ მიხარია რომ ასეთი სულის ადამიანები დააბიჯებენ ქართულ მიწაზე+++++++
3. არ ვიცი რამდენადაა პროზა,მაგრამ არის აქ რაღაც:) არ ვიცი რამდენადაა პროზა,მაგრამ არის აქ რაღაც:)
2. მომეწონა, სევდიანია, მაგრამ საინტერესო შინაგანი ემოციური! მომეწონა, სევდიანია, მაგრამ საინტერესო შინაგანი ემოციური!
1. კარგია, წარმატებები!!! კარგია, წარმატებები!!!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|