ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2011


ველოდოთ გაზაფხულს...

დაზამთრდა, აცივდა, მობუზულ ჩიტების
თვალებში ჩაბუდდა სევდა და ტკივილი,
„გვშიაო, გვცივაო, მარტონი დავრჩითო...“
არავის არ ესმის იმათი ჩივილი.

მაგ ჩიტებს მოვგავარ მეც, ბედის ქარაგმით,
სავსე ვარ მონაგრით და ... მაინც მარტო ვარ...
ჩიტებო, გავუძლოთ, ველოდოთ გაზაფხულს...
განა მზემ ყველანი გაგვწირა? დაგვტოვა?

დათბება, ფუსფუსით მოიწყობთ ბუდეებს,
ხალისით აგავსებთ ჭყლოპინი ბარტყების...
ჩემს ეზოს ათასი მზე ერთად ეწვევა
როს შვილიშვილების სტუმრობით დავტკბები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს