ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია დადიანი
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2011


მაპატიეთ, ვერ გიყიდეთ გვირილები...

-გამარჯობათ, მე თქვენ გიცნობთ? - მგონი არა!
-კიბეს ავყვეთ, სადღაც ახლოს კარებია.
-ხედავთ როგორ უცნაურად გაგვიავდრდა?!
ცა ტილოა, გზა ფერმკრთალი აკვარელი.

-ლუდს ხომ დალევთ? - არა, მხოლოდ ჭიქა ჩაი.
-გული გტკივათ, თუ სიცივემ დაგიარათ?
-მე? ორივე, ხედავთ როგორ დავიჩაგრე?
-გადაგივლით, მომწონხართ და ვაღიარებ

ასე ითქმის, თავმდაბლურად, მაგრამ ახლა
თქვენს ბაგეებს გემრიელად მივირთმევდი.
-მაპატიეთ, შემოდგომის ხუთი დადგა...
-მე კი ლექსი გადავჭერი სამართებლით.

-ახლა, წავალ, გაგაწვალოთ იქნებ მუზამ,
ისე, ქუდი გიხდებათ ან თქვენ უხდებით...
-გამაწითლეთ, ასე ძლიერ ნუ შემზღუდავთ,
ერთსაც დავლევ. ლექსებადაც დავხურდავდი...

-რატომ გსურდათ ამ საღამოს ჩემი ნახვა?
საქართველოს მზე ნანაობს მაგ თვალებში?
მე ღარიბი პოეტი ვარ სხვების კართან,
რა ლამაზად ჩანს ქვეყანა სათვალიდან...

თქვენ კი ცდილობთ თავმდაბლური გაღიმებით
მაგრძნობინოთ , ახლა ფიქრი გვიანია!
და იცით კი, ლექსის ტაშით აღებული
ემოციით  ვერ გიყიდეთ გვირილები...

-მივდივარ და ვერ მივდივარ, ჩაიჩოჩეთ.
სითბოს ვეძებ, იმედი  მაქვს გაყინული.
კიდევ ერთხელ მომიტანეთ ჭიქა ჩაი,
ვატყობ ჩვენში სიყვარული დაყიალობს...

-მაპატიეთ , ვერ გიყიდეთ გვირილები,
და კოცნასაც პოეტურად ვაგვიანებ,
მაგრამ სულში სიყვარულის გვალვებია,
ავღელდი და...გარეთ წვიმა გვარიანი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები