ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2011


თოვა

ვწერ  ბეთჰოვენის  მუსიკებზე  ლექსებს  როგორც  მსურს,
სიმფონიების  გულისცემას  მოაქვთ  განცდები.
ერთხელაც  ჭერქვეშ  მოვაქციეთ  გრძნობა  უფასოდ,
ერთხელაც  ჩემად  დაგიგულე  მთელი  არსებით.

ვგრძნობდი,  რომ  სუნთქვა  ჩქარდებოდა,  ენაც  მებმოდა,
ასე  მეგონა  ანგელოზი  იჯდა  ჩემს  თვალწინ.
მისი  ფრთები  რომ  ვყოფილიყავ,  რა  მოხდებოდა,
ღონემიხდილმა  დავივიწყე  ფიქრი  ყველაზე.

უნდა  შეიგრძნო  ლამპიონის  სხივი  თუ  გათბობს,
უნდა  მომავლის  პარალელურ  სამყაროდ  იქცე.
ფოთოლცვენისას  ნუ  უწოდებ  შენს  თავს  უმანკოს,
რადგან  გრიგალად  მევლინება  უშენო  სივრცე.

თოვდა  ურიგოდ,  ჩვენს  თვალებზე  დნებოდა  თოვა
და  ამ  სიხარულს  საზღვრებს  მიღმა  მივეცი  ნება.
ყველა  ოცნების  ახდენის  დრო  თავისით  მოვა,
ბოლოს  კი  ისევ  სასთუმალთან  მიგვეძინება.

ალბათ  დაღლილებს  შეგვახსენებს  მემატიანე,
რომ  ისტორია  მეორდება  როგორც  დაისი.
შენ  ჩემი  წილი  მომავალი  შეატრიალე,
როცა  წარსული  ხელისგულზე  თოვად  დაისვი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები