ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2011


ნაზლი

როცა ფიქრები მკლავს გურჯისტანზე,
სხვაც მერჩის რაღაც დარდი ტიალი,
მუსლიმურ ფარჩებს შენს თუჯის ტანზე
აღარ გაუდით ველად შრიალი.
ისევ აქა ვარ,და ზღვად გროვდება
იგივე ცრემლი იმავ მთვარეში,
ვით ნათლადქცეულ ლადოს გოდება:
"ვერ გავიხარებ უცხო მხარეში"
ვერ მოგძოვ ხარი სხვა მიწის ბალახს,
ვერც დაგიკოცნე ყელზე ხალები,
მითხარ რა ვთხოვო,ქალო,შენს ალახს.
თორემ ჩემს ჯვარცმულს შევებრალები...
და მად ვერ გკადრე სხვის ცად ნაშობო
გურჯისტანულად მეთქვა სატქველი,
რომ შენც გენახა ჩემი სამშობლო,
პატარა,მაგრამ,სულის ჩამდგმელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები