ღამე საჯაიას კითხვით დამათენდა, ღამე უჩვეულოდ იყო ნერვიული, კედლებს ტრიუმფისთვის ის-ღა დარჩენიათ პირზე აიფარონ მხოლოდ გისოსები. ყელში ამოსულა შიში გათენების!- ასე გიჟდებოდა ალბათ ორუელიც. კარის ჯახუნი და კიბე ჩარბენილი... დილა ალისფერი კვართით იმოსება!
ქუჩა უსახლკარო, როგორც მინოტავრი, ისიც შეიფარა ქალაქ-ლაბირინთმა, მსხვერპლად შეგიწირა, მერე გიცოტავა, ისე დაგიმსგავსა,-შენთან გაირითმა.
წამით გარინდება... რა დროს აისია! ნუთუ დაგავიწყდა, გიხმობს ორეული! მიდი მინოტავრო, დროზე გაიქეცი, ვიდრე ააშენეს ციხე მინოსებმა. მზე რომ დაინახე, მხოლოდ მ\ტ-ირაჟია, ისიც ნაწარმია, მარკა - სერიული, ისე გიყვარს და თან ისე გეზიზღება, როგორც ,,მღვრიე წყალი“, როგორც მინესოტა.
ქუჩა - ნაცემი და მტვერში ამოთხვრილი სარკე,-მაწანწალა სულის მოდარაჯე. შენი აჩრდილივით ისე გაწოლილა, გვერდს რომ ვერ აუვლი. ჰოდა, შეაბიჯე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
43. მე მგონია, მეც დამთენდება თქვენს კითხვაში :) მე მგონია, მეც დამთენდება თქვენს კითხვაში :)
42. მსხვერპლად შეგიწირა, მერე გიცოტავა, ისე დაგიმსგავსა,-შენთან გაირითმა.
რაღაცნაირად მომწონს , აი ისე , რომ გიყვარს და არ იცი რატომ გიყვარს . მსხვერპლად შეგიწირა, მერე გიცოტავა, ისე დაგიმსგავსა,-შენთან გაირითმა.
რაღაცნაირად მომწონს , აი ისე , რომ გიყვარს და არ იცი რატომ გიყვარს .
41. გაიხარე, მადლობა! გაიხარე, მადლობა!
40. უბრალო...რა გაწყენინა ამ ადამინმა ასეთი? :))))
მე მომწონს....:)
ისა და არმენ... საჯაიას კიარა გალაკტიონს და ნიშნიანიძეს აკრიტიკებდნენ .....:)))
პატივისცემით: კრიტიკოსი ბლაგვი :))) უბრალო...რა გაწყენინა ამ ადამინმა ასეთი? :))))
მე მომწონს....:)
ისა და არმენ... საჯაიას კიარა გალაკტიონს და ნიშნიანიძეს აკრიტიკებდნენ .....:)))
პატივისცემით: კრიტიკოსი ბლაგვი :)))
39. მეგობარო, ოღონდ დამისაბუთე, რომ კორექტურა გავუკეთო და მადლობელიც დაგრჩები, დამიჯერე :)
პ.ს. ისე ამ 3-4 დღის წინ რომ შენიშვნა მოგეცი, ის ნაწერი არ უნდა წაგეშალა, იქნებ მე ვცდებოდი და სხვებს საქებარი სიტყვები არ დაეშურებინათ. მე და შენ კი არა, საჯაიასაც უწერენ შიგადაშიგ უარყოფით კომენტარებს, მაგრამ ამის გამო არ შლის თავის ნაწერებს. როცა კომენტატორს არ ეთანხმები, აუცილებელი არაა წაშლა.
მეგობარო, ოღონდ დამისაბუთე, რომ კორექტურა გავუკეთო და მადლობელიც დაგრჩები, დამიჯერე :)
პ.ს. ისე ამ 3-4 დღის წინ რომ შენიშვნა მოგეცი, ის ნაწერი არ უნდა წაგეშალა, იქნებ მე ვცდებოდი და სხვებს საქებარი სიტყვები არ დაეშურებინათ. მე და შენ კი არა, საჯაიასაც უწერენ შიგადაშიგ უარყოფით კომენტარებს, მაგრამ ამის გამო არ შლის თავის ნაწერებს. როცა კომენტატორს არ ეთანხმები, აუცილებელი არაა წაშლა.
38. საშინელი ლექსია საშინელი ლექსია
37. დიდი მადლობა! ნამდვილად გადასამუშავებელია, გეთანხმებით. დიდი მადლობა! ნამდვილად გადასამუშავებელია, გეთანხმებით.
36. განწყობა იგრძნობა ,არის კარგი ადგილები. რაღაც–რაღაცეების გამოსწორება და დახვეწა ყოველთვის შეიძლება. წარმატებებები ავტორს განწყობა იგრძნობა ,არის კარგი ადგილები. რაღაც–რაღაცეების გამოსწორება და დახვეწა ყოველთვის შეიძლება. წარმატებებები ავტორს
35. მშვენიერი ლექსი++ მშვენიერი ლექსი++
34. მშვენიერი ლექსი++ მშვენიერი ლექსი++
33. ასეთი ლექსი არ მომწყინდება. არც დაძველდება ჩემთვის ასეთი ლექსი არ მომწყინდება. არც დაძველდება ჩემთვის
32. თუ დაძველდა, ეს უკვე ცუდის ნიშანია :( როგორც კი რამეს დავწერ, დავდებ კიდეც საიტზე. მოკლედ ჯერ არ მეწერება. დიდი მადლობა! თუ დაძველდა, ეს უკვე ცუდის ნიშანია :( როგორც კი რამეს დავწერ, დავდებ კიდეც საიტზე. მოკლედ ჯერ არ მეწერება. დიდი მადლობა!
31. ხოო, ეს ლექსი რომ მომწონს უკვე ნათქვამი მაქვს :) რამე ახალი არმენ, დაძველდა შენი პოეზია ხოო, ეს ლექსი რომ მომწონს უკვე ნათქვამი მაქვს :) რამე ახალი არმენ, დაძველდა შენი პოეზია
30. გაიხარეთ, ელდორადო! გაიხარეთ, ელდორადო!
29. მაგარი ლექსია +2 მაგარი ლექსია +2
28. საწყენი არაფერია, შობას გილოცავ! საწყენი არაფერია, შობას გილოცავ!
27. ნუ მიწყენ მე არ მომეწონა...+3 ნუ მიწყენ მე არ მომეწონა...+3
26. დიდი მადლობა, მუხა! მეც გილოცავ და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ! დიდი მადლობა, მუხა! მეც გილოცავ და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ!
25. ახალ წელს გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ!
23. ძალიან დიდი მადლობა! ძალიან დიდი მადლობა!
22. მეზობელ საიტზე წავიკითხე რამდენიმე წუთის წინ და + იც დავუწერე :)
აქ 5, მეზობელ საიტზე წავიკითხე რამდენიმე წუთის წინ და + იც დავუწერე :)
აქ 5,
21. ვახ, მაგრად მომეწონა, აი რეფრენი მინდოდა ამ ლექსში ძალიან რაა.. მაგრამ ამას მხოლოდ ავტორი წყვეტს ვახ, მაგრად მომეწონა, აი რეფრენი მინდოდა ამ ლექსში ძალიან რაა.. მაგრამ ამას მხოლოდ ავტორი წყვეტს
20. მიყვარხართ! <3 მიყვარხართ! <3
19. მოგეხსენება ამ ლექსზე ჩემი აზრი ჰ-არმენჯან!
და ანის დაკოპირებული სახე რომ იმთავითვე მაგრად მომეწონა, ეგეც მოგეხსენება!
ფრიადი!
მაგარია! მოგეხსენება ამ ლექსზე ჩემი აზრი ჰ-არმენჯან!
და ანის დაკოპირებული სახე რომ იმთავითვე მაგრად მომეწონა, ეგეც მოგეხსენება!
ფრიადი!
მაგარია!
18. არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ უნდა გამოვყო>>>
ისე დაგიმსგავსა,-შენთან გაირითმა...
ეს ძალიან მაგარია მარტინ!
მთლიანობაშიც კარგი, მაგრამ ყველაზე მეტად რაც გამოვყავი ის(: არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ უნდა გამოვყო>>>
ისე დაგიმსგავსა,-შენთან გაირითმა...
ეს ძალიან მაგარია მარტინ!
მთლიანობაშიც კარგი, მაგრამ ყველაზე მეტად რაც გამოვყავი ის(:
16. დიდი მადლობა, რომ კითხულობთ!
ნეფერტარ! ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!
საჯაიას დახატვაზე რა გითხრა, მას ვერავინ დახატავს (მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცდილობს). მაგის მცდელობაც კი არ მქონია. მხოლოდ და მხოლოდ ის განწყობა და ემოციაა ლექსში, რაც მისი ლექსების კითხვამ მომიტანა-გაქცევა ან გაქცევის მცდელობა. რაც შეეხება უკვდავებას, განაჩენი ჩემ ამასწინა ლექსში (სიტყვა ხავსია)ძალიან სუსტად, მაგრამ მაინც გამოვუტანე საკუთარ თავს. ეს ლექსიც მორიგი გაფართხალებაა აგონიაში. მოკლედ ნუ მაიძულებ საჯაროდ ასეთ რაღაცეებზე ლაპარაკს :) დიდი მადლობა, რომ კითხულობთ!
ნეფერტარ! ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!
საჯაიას დახატვაზე რა გითხრა, მას ვერავინ დახატავს (მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცდილობს). მაგის მცდელობაც კი არ მქონია. მხოლოდ და მხოლოდ ის განწყობა და ემოციაა ლექსში, რაც მისი ლექსების კითხვამ მომიტანა-გაქცევა ან გაქცევის მცდელობა. რაც შეეხება უკვდავებას, განაჩენი ჩემ ამასწინა ლექსში (სიტყვა ხავსია)ძალიან სუსტად, მაგრამ მაინც გამოვუტანე საკუთარ თავს. ეს ლექსიც მორიგი გაფართხალებაა აგონიაში. მოკლედ ნუ მაიძულებ საჯაროდ ასეთ რაღაცეებზე ლაპარაკს :)
15. არმენ, განსაკუთრებულად უნდა შეგაქო. ეს ლექსი, ისე კარგად ხატავს საჯაიას, რომ წარმოდგენილიც კი მაქვს მისი ხასიათი და გარეგნობა, თუმცა არასდროს მინახავს და არც ვიცნობ. ბრავო, ბრავო და ბრავო! განსაკუთრებით "მირაჟირებულ\ტირაჟირებული მზე" - მომეწონა. :) ეს რაღაც ახალია პოეზიაში.
ფინალი მაგარია. მაგრამ ეს :
"ქუჩა უსახლკარო, როგორც მინოტავრი, ისიც შეიფარა ქალაქ-ლაბირინთმა, მსხვერპლად შეგიწირა, მერე გიცოტავა, ისე დაგიმსგავსა,-შენთან გაირითმა."
უბადლოა.
მადლობა არმენ იმ აღფრთოვანებისთვის, რაც ამ ლექსმა მომიტანა. მეორედ ნელა-ნელა წავიკითხე - ვიზოგავდი სიამოვნებას, ახლა მესამედ ვკითხულობ და უფრო და უფრო მოწონს.
მართლა გეუბნები რომ, აქ თუ არა, ჩემს უკვდავ სამეფოში - შენი წილი უკვდავება გონი მართლა გემუქრება... :). მადლობა დიდი, ასე რომ გამილამაზე შაბათი საღამო. არმენ, განსაკუთრებულად უნდა შეგაქო. ეს ლექსი, ისე კარგად ხატავს საჯაიას, რომ წარმოდგენილიც კი მაქვს მისი ხასიათი და გარეგნობა, თუმცა არასდროს მინახავს და არც ვიცნობ. ბრავო, ბრავო და ბრავო! განსაკუთრებით "მირაჟირებულ\ტირაჟირებული მზე" - მომეწონა. :) ეს რაღაც ახალია პოეზიაში.
ფინალი მაგარია. მაგრამ ეს :
"ქუჩა უსახლკარო, როგორც მინოტავრი, ისიც შეიფარა ქალაქ-ლაბირინთმა, მსხვერპლად შეგიწირა, მერე გიცოტავა, ისე დაგიმსგავსა,-შენთან გაირითმა."
უბადლოა.
მადლობა არმენ იმ აღფრთოვანებისთვის, რაც ამ ლექსმა მომიტანა. მეორედ ნელა-ნელა წავიკითხე - ვიზოგავდი სიამოვნებას, ახლა მესამედ ვკითხულობ და უფრო და უფრო მოწონს.
მართლა გეუბნები რომ, აქ თუ არა, ჩემს უკვდავ სამეფოში - შენი წილი უკვდავება გონი მართლა გემუქრება... :). მადლობა დიდი, ასე რომ გამილამაზე შაბათი საღამო.
13. ესეთი ლექსები მომწონს მე ესეთი ლექსები მომწონს მე
11. სერიოზული ლექსია! მაქსიმუმი ჩემგან! სერიოზული ლექსია! მაქსიმუმი ჩემგან!
10. ალბათ არის ლექსი ცოტათი დასაწყობი, მაგრამ ემოციაც კარგად მოიტანა და სახეებიც მომეწონა და კიდევ ამ ავტორის სახელს და გვარს რომ ვკითხულობ, რაღაც განსაკუთრებული პატივისცემა მიჩნდება..:-* ასე კარგად რომ იცის ქართული და ქართული პოეზია...:-* ალბათ არის ლექსი ცოტათი დასაწყობი, მაგრამ ემოციაც კარგად მოიტანა და სახეებიც მომეწონა და კიდევ ამ ავტორის სახელს და გვარს რომ ვკითხულობ, რაღაც განსაკუთრებული პატივისცემა მიჩნდება..:-* ასე კარგად რომ იცის ქართული და ქართული პოეზია...:-*
9. გაიხარე, მეხთამპყრობელო!
დიდი აზრი მანდ არ დევს, ორივე ჯდება კონტექსტში და არც აზრობრივი ცვლილება ხდება მაგ სტროფის.
ისე ყველაზე მეტად უფრო ,,მინესოტაზე" მაინტერესებს მკითხველის აზრი. მე კი ვიცი რატომ მიწერია, მაგრამ ის უფრო საინტერესოა, უცხო თვალი როგორ აღიქვამს და როგორ ესმის.
დიდი სიამოვნებით მივიღებ და გავითვალისწინებ ყველა აზრიან კომენტარს.
პ.ს. ჩემ წინა კომენტარს კი იმას დავამატებდი, რომ ყველა ჩვენგანშია მინოტავრი და შემთხვევით არ ,,ჩამიტენია" აქ. გაიხარე, მეხთამპყრობელო!
დიდი აზრი მანდ არ დევს, ორივე ჯდება კონტექსტში და არც აზრობრივი ცვლილება ხდება მაგ სტროფის.
ისე ყველაზე მეტად უფრო ,,მინესოტაზე" მაინტერესებს მკითხველის აზრი. მე კი ვიცი რატომ მიწერია, მაგრამ ის უფრო საინტერესოა, უცხო თვალი როგორ აღიქვამს და როგორ ესმის.
დიდი სიამოვნებით მივიღებ და გავითვალისწინებ ყველა აზრიან კომენტარს.
პ.ს. ჩემ წინა კომენტარს კი იმას დავამატებდი, რომ ყველა ჩვენგანშია მინოტავრი და შემთხვევით არ ,,ჩამიტენია" აქ.
8. ყველას დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ!
ირაკლი, იმ(!) საჯაიასი! :) შენიშვნებს თუ მომცემ, გულით გამიხარდება.
ოთარ, როგორც ყოველთვის ენციკლოპედიური ცოდნით გამოირჩევი. მართალი ხარ. მინოტავრი მეფე მინოსს სარკეებიან ლაბირინთში ყავდა გამოკეტილი, რომელსაც პერიოდულად ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს უყრიდა შესაჭმელად. მითოლოგიაში ის თუ ურჩხულად აღიქმება, გერმანელმა მწერალმა ფრიდრიხ დიურენმატმა მას როგორც მბორგავ და შეშლილ სულს შეასხა ხოტბა, რომელიც სარკეებშჲ საკუთარ გამოსახულებას ებრძოდა და თავისუფლებას შენატროდა ქვეცნობიერად. ქვეცნობიერად იმიტომ, რომ ის ინსტინქტების არსება იყო. ყოველ შემთხვევაში, მე ასე აღვიქვი ოდესღაც დიურენმატის ,,მინოტავრი". ყველას დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ!
ირაკლი, იმ(!) საჯაიასი! :) შენიშვნებს თუ მომცემ, გულით გამიხარდება.
ოთარ, როგორც ყოველთვის ენციკლოპედიური ცოდნით გამოირჩევი. მართალი ხარ. მინოტავრი მეფე მინოსს სარკეებიან ლაბირინთში ყავდა გამოკეტილი, რომელსაც პერიოდულად ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს უყრიდა შესაჭმელად. მითოლოგიაში ის თუ ურჩხულად აღიქმება, გერმანელმა მწერალმა ფრიდრიხ დიურენმატმა მას როგორც მბორგავ და შეშლილ სულს შეასხა ხოტბა, რომელიც სარკეებშჲ საკუთარ გამოსახულებას ებრძოდა და თავისუფლებას შენატროდა ქვეცნობიერად. ქვეცნობიერად იმიტომ, რომ ის ინსტინქტების არსება იყო. ყოველ შემთხვევაში, მე ასე აღვიქვი ოდესღაც დიურენმატის ,,მინოტავრი".
7. კარგია არმენ, მართლა ყოჩაღ!
"მზე რომ დაინახე, მხოლოდ მ\ტ-ირაჟია,"
მხოლოდ,აი ამ ფრაზაში, პირდაპირ "მირაჟიას" დავტოვებდი, თუმცა რატომ წერია ისე ავტორმა იცის კარგია არმენ, მართლა ყოჩაღ!
"მზე რომ დაინახე, მხოლოდ მ\ტ-ირაჟია,"
მხოლოდ,აი ამ ფრაზაში, პირდაპირ "მირაჟიას" დავტოვებდი, თუმცა რატომ წერია ისე ავტორმა იცის
6. რომელი საჯაიასი?:):) რომელი საჯაიასი?:):)
5. მინოტავრი თუ არ ვცდები თეზევსმა დაამარცხა ლაბირინთში. მინოტავრი თუ არ ვცდები თეზევსმა დაამარცხა ლაბირინთში.
4. ყელში ამოსულა შიში გათენების!- ასე გიჟდებოდა ალბათ ორუელიც. კარის ჯახუნი და კიბე ჩარბენილი... დილა ალისფერი კვართით იმოსება! როგორც ყოველთვის ++++++ შესანიშნავია!!!! ყელში ამოსულა შიში გათენების!- ასე გიჟდებოდა ალბათ ორუელიც. კარის ჯახუნი და კიბე ჩარბენილი... დილა ალისფერი კვართით იმოსება! როგორც ყოველთვის ++++++ შესანიშნავია!!!!
3. : ) გენაცვალეე, ლამაზ პოეზია .. : ) : ) გენაცვალეე, ლამაზ პოეზია .. : )
2. მე მომეწონა– ამიგო!! წარმატებებს გისურვებ პატივისცმით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) მე მომეწონა– ამიგო!! წარმატებებს გისურვებ პატივისცმით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
1. მინესოტა-,,მდინარის მღვრიე წყალი" ადგილობრივი ტომების ენაზე. მინესოტა-,,მდინარის მღვრიე წყალი" ადგილობრივი ტომების ენაზე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|