ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2011


ერთადერთი პასუხი

შორს  წასული  ფიქრებით  მოვაღწიე  შენამდე,
კიბის  თითო  საფეხურს  მოაჯირი  თავს  უყრის;
ყველა  შარშანწინდელ  და  თითქმის  ყველა  წლევანდელ
დასმულ  კთხვის  შედეგი  –  შენ  ყოფილხარ  პასუხი.
ზამთრის  სუსხის  მაგვარად  ამისუსხდა  ნერვები,
მთვარემ  გადღეგრძელა  და  ღრუბლებს  მიღმა  გაცურდა.
გესმის?  მონასტრებიდან  ლოცულობენ  ბერები,
მეც  ვილოცე  კითხვით  და  შენ  მიგიღე  პასუხად.
გუშინ  დასმულ  კითხვათა  –  დღეს  მივიღე  პასუხი,
ერთადერთი  პასუხი  დასმულ  ათას  კითხვიდან...
ჩემეული  ფიქრები  მხოლოდ  შენთვის  ფასობენ,
მჯერა,  კითხვის  პასუხად  აწიც  ბევრჯერ  გიხილავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები