დილით ჩემმა ძმიშვილმა დამირეკა თხოვნით : “მამუ, ქართულის მასწავლებელმა ბრძნული გამონათქვამების ამოწერა დაგვავალა, მე ორიოდე ვიპოვე მხოლოდ, მომეხმარე რა...“ ნანო განსაკუთრებით მიყვარს და უარს არაფერზე ვეუბნები. ახლაც დავპირდი, რომ საღამოსთვის მოვუძებნიდი რვეულს, სადაც მოსწავლეობაში ამოწერილი მოწონებული აზრები მქონდა თავმოყრილი. სარეცხი მანქანაში შევალაგე, ჩავრთე და კარადას მივადექი რვეულის მოსაძებნად. ორი თარო უშედეგოდ გადმოვალაგე, ის იყო, ძებნა უნდა შემეწყვიტა, რომ მესამე თაროზე თვალი მოვკარი ნაცნობ ყდას. რვეული გადმოვიღე და იმ ლამაზმა წლებმა, როდესაც ამ რვეულში ვწერდი, კინოკადრებივით ჩამიქროლეს თვალწინ. გადავშალე.. “არაფერი არ არის იმაზე უფრო ძვირფასი და მშვენიერი, ვიდრე ის, რომ მოგქონდეს ბედნიერება ადამიანებისათვის“–ბეთჰოვენი. „ბედნიერება მისი ხვედრია, ვინც ბევრს შრომობს“–ლეონარდო და ვინჩი. „გონიერ კაცს კი დაამდაბლებს მიბაძვა სხვისი“–შილერი. „შევიცნოთ ჩვენი თავი: მერე რა, თუ ამით ჭეშმარიტებას ვერ შევიცნობთ, სამაგიეროდ, ჩვენს ცხოვრებას მოვიწესრიგებთ, რა შეიძლება იყოს ამაზე მნიშვნელოვანი?“ – პასკალი. რვეულს სიამოვნებით ვფურცლავდი, ზოგი ციტატა მახსოვდა, ზოგიც არა .უცებ...ფურცლებს შორის მინდვრის გამხმარი ყვავილი გამოჩნდა. გული შემეკუმშა...იქვე მდგარ სავარძელში ჩავეშვი და ყვავილს დავაჩერდი...
მეათე კლასში სოფელში, ბიძასთან გადამიყვანეს მთელი პროტექციებით. მე კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ქალაქის სკოლაში, სადაც მედლის ათი კანდიდატი მოიაზრებოდა, მისი მოპოვება ძალიან რთული იყო. ბიძაჩემი სკოლის დირექტორად მუშაობდა და ჩემს სწავლასთან ერთად მისი ავტორიტეტიც კარგი ტრამპლინი იყო ფინიშის წარმატებით გასავლელად. დედას ეშინოდა ჩემი სოფელში გაშვების. მთელი ზაფხული ჩამიჩინებდა, რომ „მე ძალიან ლამაზი, კარგი ოჯახის შვილი, კარგად მომზადებული გოგო, აუცილებლად თბილისში, შესადარ ოჯახიშვილზე უნდა გავთხოვილიყავ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემყვარებოდა სოფლელი ბიჭი, რაც არ უნდა ლამაზი და ჭკვიანი ყოფილიყო ის...“
სოფელში თექვსმეტნი ვიყავით, ექვსი გოგო და ათი ბიჭი. მედლის ერთი კანდიდატი დამხვდა. ეს შენ იყავი...მე, გარდა იმისა, რომ კარგად ვსწავლობდი, კარგადაც ვცეკვავდი და ვუკრავდი გიტარაზე. ლამაზიც ვიყავი. მაღალი, ვიწრო წელითა და მიმზიდველი მკერდით, შავი, ხშირი, ტალღოვანი თმით, მრგვალ სახეს უხდებოდა ზომიერად მსხვილი, წითელი ტუჩები და შავი, დიდრონი, მბრწყინავი თვალები. ვატყობდი, შენ სხვნაირად მიყურებდი. ქალური ინსტიქტით ვგრძნობდი, რომ მოგწონდი. მერე კლასელებმაც ჩამაწვეთეს: „ბაქარს უყვარხარო“, სასაცილოდ არ მყოფნიდა ეს...მით უფრო, ვიცოდი, შენ მაიკოს უყვარდი, ჩემი მერხის მეწყვილეს და მეგობარს. მაიკო ამას მალავდა, რადგან შენ ზედაც არ უყურებდი მას, მაგრამ ასე ადვილი იყო სიყვარულის დამალვა? თან შენ მაიკოზე გაცილებით უკეთესი გარეგნობის იყავი. მე ძალიან მიყვარდა მაიკო, პატარა, ჟღათმიანი, ჭორფლებიანი, „წრიპა“, მაგრამ უზარმაზარი, თბილი გულის პატრონი გოგო. მახსოვს, ქართულში დასაწერად მოგვცეს თემა „სიყვარული აგვამაღლებს...“ დილით კლასში შევედი და მერხის ფრთა გადავკეცე (გახსოვს ის მერხები?) ...იქ მინდვრის ყვავილების თაიგული იდო. ავიღე, ხელში შევატრიალ–შემოვატრიალე : –რომელმა მოიტანეთ? – მოვბრუნდი თქვენსკენ. ორმა მხრები აიჩეჩა, გიგამ და ლადომ შენ შემოგხედეს... –კარგით რა...– დაცინვით გამოგხედეთ და თაიგული სანაგვე ყუთისკენ ვისროლე. –ეს რა ჰქენი, ელვირა? –წამოიძახა მაიამ და ყვავილებისკენ გაიწია. –არ გაბედო აღება! – მბრძანებლურად გაისმა შენი ცივი ხმა. მაიკო შეკრთა, თავი დახარა, გაწითლდა და მერხზე დაეშვა. მე შემოგხედე...შენს თვალებში იმდენი სინანული, სიბრაზე და გულდაწყვეტა ამოვიკითხე... ვინანე ჩემი უგულო საქციელი. ვინანე მაგრამ... თაიგული ავთომ აიღო და სანაგვეში ჩააგდო. ზარი დაირეკა. მახსოვს, ქიმია გვქონდა. მასწავლებელი რაღაც რეაქციაზე ყვებოდა, დაფა ფორმულებით ივსებოდა, მაგრამ მე ყველაფერი უაზრო ხმაურად მესმოდა... მთელი დღე შენი გამოხედვა მედგა თვალწინ და ის ცივი ხმა ჩამესმოდა ყურებში. სახლშიც გული ვერაფერს დავუდე...წამოვედი სკოლაში. ლენა დამლაგებელს პირველი სართულის ოთახები გამოეგავა და მეორეზე ადიოდა. –დაგრჩა რამე შვილო? –დიახ, ლენა დეიდა, დამრჩა. თუ შეიძლება, გასაღები მათხოვეთ – მან გასაღები ამოარჩია შეკვრიდან, მომცა, თვითონ კი მეცხრე კლასის ოთახი გააღო. მე თაიგული ამოვიღე სანაგვე ყუთიდან, მკერდზე მივიკარი და სირბილით წამოვედი.
იმ დღის მერე ცივად მესალმებოდი მხოლოდ. რამდენჯერმე ვცადე შენთან დაახლოვება...ერთხელ მათემატიკის ამოცანის ამოხსნის გზა გკითხე, ცივად ამიხსენი, ისე, ერთხელაც არ შემოგიხედავს...მეორედ ფიზიკაში დამჭირდა რაღაც...ისევ ცივი პასუხი...მაშინ გადავწყვიტე, შენი ჯიბრით ისე კარგად მესწავლა, ისე კარგად, რომ შენთვის მეჯობნა ყველა საგანში... ბიძა–ბიცოლა ტრაბახობდნენ, რომ სოფელმა და მათმა სკოლამ წამახალისა ასე. დედ–მამაც გახარებულნი იყვნენ. მხოლოდ მე ვიცოდი მიზეზი...ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ დედის შიში საფუძვლიანი იყო. მე შენ შემიყვარდი... სარვამარტოდ კლასმა ქეიფი გადავწყვიტეთ. შენ დაგვიანებით მოხვედი. თავისუფალი ცეკვა გამოაცხადეს. გოგონები ირჩევდნენ კავალერებს. მე შენთან მოვედი. –არ ვცეკვავ, მაპატიე–მითხარი და ბიჭებისკენ შებრუნდი... –მე გეცეკვები ელვირა–ხელი გამომიწოდა კობამ. არ მახსოვს, როგორ ჩავამთავრეთ ცეკვა და მერე, როგორ ჩაიარა საღამომ... დაღამდა. გაცილებაზე მიდგა ჯერი. –მე მაიკოს გავაცილებ – მეხივით გაისმა ჩემთვის შენი ხმა. მე სამმა ბიჭმა გამომაცილა. ერთი სული მქონდა, როდის მივიდოდი სახლში, დავწვებოდი, თავს ჩავრგავდი ბალიშში და გულიანად ვიღრიალებდი...
გამოსაშვებ საღამოზე სოფელში არ დავრჩენილვარ, რადგან თბილისელ კლასელებსაც იმ დღეს ქონდათ ზეიმი. გავიგე, ჩემი სადღეგრძელო ასეთი სიტყვებით დაგიწყია: “რაც ბრწყინავს, სამწუხაროდ, ყველაფერი არ არისო ოქრო...“ ორივემ ავიღეთ მედალი. მე სამედიცინოზე მოვეწყვე, შენ – იურიდიულზე. წავიდნენ წლები. ვიცოდი, რომ შენ და მაიკომ ოჯახი შექმენით, რომ შენ კარგი მოსამართლე გახდი... მე წარმატებით დავამთავრე ინსტიტუტი, შემდეგ რუსეთში გავაგრძელე სწავლა, შემდეგ საკანდიდატო დავიცავი, მერე – სადოქტორო. ცნობილი გენოკოლოგი ვარ, მაგრამ... დავრჩი უოჯახოდ. სულ მარტო არა, მყავდა და მყავს მეგობარი მამაკაცი , მაგრამ... სამი წლის წინ ბათუმში, სიმპოზიუმზე ყოფნისას შემთხვევით ბულვარში შევეჩეხეთ ერთმანეთს.. –ვაი, ელვირა! –იყვირა მაიამ. ჩვენ ერთმანეთს გადავეხვიეთ. შენც მაკოცე, მომიკითხე. ბევრი ვისეირნეთ, ბევრი რამ გავიხსენეთ, მერე კაფეში დაგვპატიჟე. მაიკომ რამდენიმე წუთით რომ დაგვტოვა, მითხარი : „მადლობელი ვარ შენი. იმ დღეს ისე რომ არ მოქცეულიყავ, მე ასეთი შესანიშნავი მეუღლე არ მეყოლებოდა. მაშინ მეგონა, ძვირფასი იყო ის, რაც ბრწყინავდა...“ იმ ღამეს თვალი ვერ მოვხუჭე...იმ დღემ ჩემს ცხოვრებაშიც ღრმა კვალი დატოვა... მეგონა, მეტჯერ აღარ გავიხსენებდი იმ მწარე წუთებს...ეს ყვავილი იმ თაიგულიდანაა... “ადამიანის ცხოვრება უდრის წილადს, რომლის მრიცხველია თვით ადამიანი, მნიშვნელი კი საკუთარ თავზე წარმოდგენა. მნიშვნელი გადიდებით წილადი მცირდება!!!“ ჩამიწერია იმ დღეს... დღეს, როცა შენ დაგკარგე...და როცა ამ გამონათქვამის აზრს ჩავწვდი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ეს რა მიყავი მანანიკო, რამდენი მატირე, ახლაც ცრემლებით ვწერ... ეს რა პატარა და რა დიდი რომანია, ერთი დიდი ამოსუნთქვა და სუნთქვის შეკვრა... ანუ:
“ადამიანის ცხოვრება უდრის წილადს, რომლის მრიცხველია თვით ადამიანი, მნიშვნელი კი საკუთარ თავზე წარმოდგენა. მნიშვნელი გადიდებით წილადი მცირდება!!!“ ჩამიწერია იმ დღეს... დღეს, როცა შენ დაგკარგე...და როცა ამ გამონათქვამის აზრს ჩავწვდი... –––– ეს აზრი ხომ გენიალურია. ყოჩაღ, გმადლობ რომ სიჭაბუკეში დამაბრუნე... და ბევრი რამ ამომიტივტივე ხსოვნის ჩეროდან... ზე ხუთიანი ჩემგან... ეს რა მიყავი მანანიკო, რამდენი მატირე, ახლაც ცრემლებით ვწერ... ეს რა პატარა და რა დიდი რომანია, ერთი დიდი ამოსუნთქვა და სუნთქვის შეკვრა... ანუ:
“ადამიანის ცხოვრება უდრის წილადს, რომლის მრიცხველია თვით ადამიანი, მნიშვნელი კი საკუთარ თავზე წარმოდგენა. მნიშვნელი გადიდებით წილადი მცირდება!!!“ ჩამიწერია იმ დღეს... დღეს, როცა შენ დაგკარგე...და როცა ამ გამონათქვამის აზრს ჩავწვდი... –––– ეს აზრი ხომ გენიალურია. ყოჩაღ, გმადლობ რომ სიჭაბუკეში დამაბრუნე... და ბევრი რამ ამომიტივტივე ხსოვნის ჩეროდან... ზე ხუთიანი ჩემგან...
15. ცრემლებს ვერ ვიკავებ :'( არვიცი ეს სიყვარული თუ სინანული , ან რატომ იმოქმედა ჩემზე ასე ძალიან , მაგრამ ეს ემოციააა ძალიან გულწრფელი და ცხოვრებისეული.. ალბათ, ბევრისთვის ძალიან ნაცნობიც.. :'( მე მოვიხიბლე.. ;) ცრემლებს ვერ ვიკავებ :`( არვიცი ეს სიყვარული თუ სინანული , ან რატომ იმოქმედა ჩემზე ასე ძალიან , მაგრამ ეს ემოციააა ძალიან გულწრფელი და ცხოვრებისეული.. ალბათ, ბევრისთვის ძალიან ნაცნობიც.. :`( მე მოვიხიბლე.. ;)
14. სასიამოვნო საკითხავია, თუმცა ჩემზე არანაირი განცდა არ დატოვა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ნაწარმოების პერსონაჟს იმ დროს არ უპოვნია სიყვარული და არც დღეს არ უნდა თქვას "დაგკარგე" ეს მხოლოდ სინანულია სხვა არაფერი ჩემი გაგებით, არანაირი ურთიერთობა ,ყვავილების თაიგულის მოტანამ , გადაგდებამ და მერე ..."ჩემი უგულო საქციელი" " "შენს თვალებში სიბრაზე და გულდაწყვეტა ამოვიკითხე"ო და ამის მერე შეგიყვარდა? და მთელი ცხოვრება გაგყვა ? ხოდა ეს არის სინანული და არა სიყვარული, , მე შემიძლია ყველაფერი ეს ფანტაზიად ჩავთვალო და ნაწარმოები მოვიწონო! სასიამოვნო საკითხავია, თუმცა ჩემზე არანაირი განცდა არ დატოვა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ნაწარმოების პერსონაჟს იმ დროს არ უპოვნია სიყვარული და არც დღეს არ უნდა თქვას "დაგკარგე" ეს მხოლოდ სინანულია სხვა არაფერი ჩემი გაგებით, არანაირი ურთიერთობა ,ყვავილების თაიგულის მოტანამ , გადაგდებამ და მერე ..."ჩემი უგულო საქციელი" " "შენს თვალებში სიბრაზე და გულდაწყვეტა ამოვიკითხე"ო და ამის მერე შეგიყვარდა? და მთელი ცხოვრება გაგყვა ? ხოდა ეს არის სინანული და არა სიყვარული, , მე შემიძლია ყველაფერი ეს ფანტაზიად ჩავთვალო და ნაწარმოები მოვიწონო!
13. აუ,როგორიი სევდანიაა... ძალიან ემოციური და წრფელი ... დამსაევდიანია,უფრო მეტად... :(( აუ,როგორიი სევდანიაა... ძალიან ემოციური და წრფელი ... დამსაევდიანია,უფრო მეტად... :((
12. სევდიანი ისტორია :( წარმატებები აქაც და პირადშიც +5 სევდიანი ისტორია :( წარმატებები აქაც და პირადშიც +5
11. სევდიანი ისტორიაა მოგიკითხეთ ქალბატონო,მანანა :) სევდიანი ისტორიაა მოგიკითხეთ ქალბატონო,მანანა :)
10. დიდი ემოციის და ტკივილის მატარებელი ნაწერია ქ-ნო მანანა! ძალიან სუფთაა და ლამაზად გადმოცემული! პატივს ვცემ იმ გულწრფელობას რომელიც მხოლოდ ჩემს თვალებს არ დაუნახავს!!!!! დიდი ემოციის და ტკივილის მატარებელი ნაწერია ქ-ნო მანანა! ძალიან სუფთაა და ლამაზად გადმოცემული! პატივს ვცემ იმ გულწრფელობას რომელიც მხოლოდ ჩემს თვალებს არ დაუნახავს!!!!!
9. რაღაცნაირ ხასიათზე ვარ და ისევ მომინდა ამ ნაწერის წაკითხვა... რაღაცნაირ ხასიათზე ვარ და ისევ მომინდა ამ ნაწერის წაკითხვა...
8. გულწრფელი და კარგი. გულწრფელი და კარგი.
7. გმადლობთ ჩემო კარგებო:) რა ვიცი აბა? ძნელია ალბათ ასეთი წყენის ბოლომდე დავიწყება:) გმადლობთ ჩემო კარგებო:) რა ვიცი აბა? ძნელია ალბათ ასეთი წყენის ბოლომდე დავიწყება:)
6. მაგარი ნაწერია მართლა !
555
საერთოდ ღვარძლიანობა ყველაფერს ანგრევს! არა მგონია მაგ ბიჭის ოჯახში სიმყუდროვეს დაესადგურებინა, თუმცა მან ეს აღნიშნა( ასევე ღვარძლიანად)...
მაგარი ნაწერია მართლა !
555
საერთოდ ღვარძლიანობა ყველაფერს ანგრევს! არა მგონია მაგ ბიჭის ოჯახში სიმყუდროვეს დაესადგურებინა, თუმცა მან ეს აღნიშნა( ასევე ღვარძლიანად)...
5. დამასევდიანა საშინლად :(
ძალიან, ძალიან მომეწონა ნაწერი!
+5 დამასევდიანა საშინლად :(
ძალიან, ძალიან მომეწონა ნაწერი!
+5
4. ქ–ნო მაია, დავიწებ იქედან, რომ ეს უდაოდ ფანტასტიური ნამუშევარია;უზომოდ ემოციური და იკითხება ერთი ამოსუნთქვით, რომლის საიდუმლო გულწრფელობაშია...
ერთსაც დავამატებ– ადამიანს რომელსაც ამდენი წლის შემდგომაც წყენა ასეთი დისპოზიციით ექნება გულში– ასეთი შინაგანი სამყაროთი–ის ვერ გახდებოდა კარგი მოსამართლე...(მომიტევეთ);
წარმატებებს გისურვებთ პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) ქ–ნო მაია, დავიწებ იქედან, რომ ეს უდაოდ ფანტასტიური ნამუშევარია;უზომოდ ემოციური და იკითხება ერთი ამოსუნთქვით, რომლის საიდუმლო გულწრფელობაშია...
ერთსაც დავამატებ– ადამიანს რომელსაც ამდენი წლის შემდგომაც წყენა ასეთი დისპოზიციით ექნება გულში– ასეთი შინაგანი სამყაროთი–ის ვერ გახდებოდა კარგი მოსამართლე...(მომიტევეთ);
წარმატებებს გისურვებთ პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
3. ქალბატონო მანანა, ძალიან კარგია, ძალიან... მომეწონა. ძალიან, მაგრამ მეტკინა. :( ქალბატონო მანანა, ძალიან კარგია, ძალიან... მომეწონა. ძალიან, მაგრამ მეტკინა. :(
2. უუფ, მანანა... ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა! გაიხარე! 55555555555555555555 უუფ, მანანა... ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა! გაიხარე! 55555555555555555555
1. მომეწონა გულწრფელობა...5 მომეწონა გულწრფელობა...5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|