შორს, მხოლოდ ერთგან ენთო ნათურა, ხმაურობდნენ ყვარლის გაუჩეხავი ტყეები, მოშორებით მკვდარი ქალაქის შუაგულში მთვარე ესვენა, ესვენა მოსვენება წართმეული, ვალდებული, ღამის მარადიული ცხედარი. ყვარლის ტბასთან ვიდექი თევზის დარაჯად, რომ მეთქვა : თევზო, ამ ტბასავით მწყურია არსებობა და შენი სხეულივით მშია ცხოვრება. არ ჩანდა... აბგიდან ბოლო ღერი ასანთი ამოვიღე, წავუკიდე ტბაში ჩასაგდებად. მინდოდა აალებულიყო , როგორც ნავთი და ცამდე ამავალი ყველა შრე გადაეწვა. გაწვიმდა... რამდენჯერაც ავანთებდი ასანთს, იმდენჯერ გაწვიმდებოდა ხოლმე... მეღიმებოდა, მაგრამ ეს არ იყო ბავშვური ღიმილი... მენავეებმა სველი ბოტებით ჩამიარეს და გააგრძელეს გზა სასტუმროსკენ. ისინი გაშრებიან, როგორც ყოველ დღე. მე ვგრძნობ როგორ წვიმს ჩემს სახეზე, ტრაფარეტზე, სადაც ორი წითელი ნათურა ანთია, როგორც ფოტოგრაფის მიერ არაზუსტად გადაღებულ ფოტოზე ხდება ხოლმე. როცა პარიზიდან ვბრუნდებოდი, ერთმა ნაცნობმა ირანელმა შემომაბრუნა და მკითხა რომელ ქვეყანაში წვიმს უფრო სუფთად თუ იცი? ყველა კუთხეში, სადაც ცა სუფთაა - მეთქი ვუპასუხე. ეშმაკურად ჩაეღიმა...უფრო ეტკინა და მეც მეტკინა... ხის საქანელაზე მკვდარი ქალაქი ყვავივით იჯდა. შორს სადღაც ჩემი თვალებივით ბჟუტავდა ნათურა. თევზი ისევ არ ჩანდა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. საინტერესოა, თავისი ღრმა პლასტებით და მიმხვედრთათვის მისახვედრი ქვეტექსტით... საინტერესოა, თავისი ღრმა პლასტებით და მიმხვედრთათვის მისახვედრი ქვეტექსტით...
11. ავტორი: მია დადიანი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 მოშორებით მკვდარი ქალაქის შუაგულში მთვარე ესვენა, ესვენა მოსვენება წართმეული, ვალდებული, ღამის მარადიული ცხედარი...
ძალიან საინტერესოა! ავტორი: მია დადიანი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 მოშორებით მკვდარი ქალაქის შუაგულში მთვარე ესვენა, ესვენა მოსვენება წართმეული, ვალდებული, ღამის მარადიული ცხედარი...
ძალიან საინტერესოა!
10. ყვარელი-ილია ჭავჭავაძის სამშობლო. ყვარელი-ილია ჭავჭავაძის სამშობლო.
9. მადლობა :) გავითვალისწინებ ყველა შენიშვნას... :) მადლობა :) გავითვალისწინებ ყველა შენიშვნას... :)
8. კარგი ხარ და განუმეორებელი ლექსია....................
+2 კარგი ხარ და განუმეორებელი ლექსია....................
+2
7. მომეწონა...დავინახე რასაც წერს...:)
"აბგიდან ბოლო ღერი ასანთი ამოვიღე, წავუკიდე ტბაში ჩასაგდებად. მინდოდა აალებულიყო , როგორც ნავთი და ცამდე ამავალი ყველა შრე გადაეწვა. გაწვიმდა..." კარგი ვტორია...წერს თითქოს თავისთვის...:) 5
მომეწონა...დავინახე რასაც წერს...:)
"აბგიდან ბოლო ღერი ასანთი ამოვიღე, წავუკიდე ტბაში ჩასაგდებად. მინდოდა აალებულიყო , როგორც ნავთი და ცამდე ამავალი ყველა შრე გადაეწვა. გაწვიმდა..." კარგი ვტორია...წერს თითქოს თავისთვის...:) 5
5. არ მომეწონა ჟანრი, დანარჩენი კი. არ მომეწონა ჟანრი, დანარჩენი კი.
4. როცა პარიზიდან ვბრუნდებოდი, ერთმა ნაცნობმა ირანელმა შემომაბრუნა და მკითხა რომელ ქვეყანაში წვიმს უფრო სუფთად თუ იცი? ყველა კუთხეში, სადაც ცა სუფთაა - მეთქი ვუპასუხე. ეშმაკურად ჩაეღიმა...უფრო ეტკინა და მეც მეტკინა... ხის საქანელაზე მკვდარი ქალაქი ყვავივით იჯდა.
მომეწონა.
აბგიდან ბოლო ღერი ასანთი ამოვიღე, წავუკიდე ტბაში ჩასაგდებად. მინდოდა აალებულიყო , როგორც ნავთი და ცამდე ამავალი ყველა შრე გადაეწვა. გაწვიმდა... რამდენჯერაც ავანთებდი ასანთს, იმდენჯერ გაწვიმდებოდა ხოლმე...
აბგიდან ასანთის ბოლო კოლოფი ამოვიღე, წავუკიდე დანესტილ ღერს..... და ა.შ.- ასე ხომ არ აჯობებდა? ბოლო კოლოფი, ან სულაც, უბრალოდ- კოლოფი. ბოლო ღერი ვერ აენთება რამოდენიმეჯერ.
მეღიმებოდა, მაგრამ ეს არ იყო ბავშვური ღიმილი...-ბავშვური არაზუსტი სიტყვა მგონია აქ. რატომ უნდა ყოფილიყო ღიმილი მაინცდამაინც ბავშვური? ზოგადად ღიმილზე უფრო სხვა ასოციაციები ჩნდება და ჩემი აზრით, რაიმე განზოგადებული სიტყვა უნდა ეწეროს მანდ- თბილი ღიმილი, კეთილი, ან რაიმე მსგავსი. ტყეს და ტბასაც არ დავაკონკრეტებდი გეოგრაფიულად.
მოკლედ, მომეწონა და ვფიქრობ, ღირს ნაწერი ხელის შევლებად.
როცა პარიზიდან ვბრუნდებოდი, ერთმა ნაცნობმა ირანელმა შემომაბრუნა და მკითხა რომელ ქვეყანაში წვიმს უფრო სუფთად თუ იცი? ყველა კუთხეში, სადაც ცა სუფთაა - მეთქი ვუპასუხე. ეშმაკურად ჩაეღიმა...უფრო ეტკინა და მეც მეტკინა... ხის საქანელაზე მკვდარი ქალაქი ყვავივით იჯდა.
მომეწონა.
აბგიდან ბოლო ღერი ასანთი ამოვიღე, წავუკიდე ტბაში ჩასაგდებად. მინდოდა აალებულიყო , როგორც ნავთი და ცამდე ამავალი ყველა შრე გადაეწვა. გაწვიმდა... რამდენჯერაც ავანთებდი ასანთს, იმდენჯერ გაწვიმდებოდა ხოლმე...
აბგიდან ასანთის ბოლო კოლოფი ამოვიღე, წავუკიდე დანესტილ ღერს..... და ა.შ.- ასე ხომ არ აჯობებდა? ბოლო კოლოფი, ან სულაც, უბრალოდ- კოლოფი. ბოლო ღერი ვერ აენთება რამოდენიმეჯერ.
მეღიმებოდა, მაგრამ ეს არ იყო ბავშვური ღიმილი...-ბავშვური არაზუსტი სიტყვა მგონია აქ. რატომ უნდა ყოფილიყო ღიმილი მაინცდამაინც ბავშვური? ზოგადად ღიმილზე უფრო სხვა ასოციაციები ჩნდება და ჩემი აზრით, რაიმე განზოგადებული სიტყვა უნდა ეწეროს მანდ- თბილი ღიმილი, კეთილი, ან რაიმე მსგავსი. ტყეს და ტბასაც არ დავაკონკრეტებდი გეოგრაფიულად.
მოკლედ, მომეწონა და ვფიქრობ, ღირს ნაწერი ხელის შევლებად.
2. სათაურს შევცვლიდი// სათაურია ბოსელში მიმავალი ძროხის ზმუილს გავს სათაურს შევცვლიდი// სათაურია ბოსელში მიმავალი ძროხის ზმუილს გავს
|
|
მონაცემები არ არის |
|
|