 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პროზა 8 დეკემბერი, 2011 |
Благими намерениями вымощена дорога в ад.
Hell is paved with good intentions.
"მე"
მე ერთი,ძალიან კეთილი ადამიანი ვარ. ჩემი სიკეთე უსაზღვროა და უჩარჩოებო. ჩემი ადამაინურობა იმდენად მაღლა დგას, სხვა დანარჩენის ადამიანური ბუნებისგან, რომ ხანდახან დანარცხებისაც კი მეშინია, სხვებამდე დაშვების შიშით, უფრო მაღლა და მაღლა ვცდილობ ასვლას. ბავშვობაში, ძალიან მორჩილი და გამგონი ბავშვი ვიყავი. ჩემხელა ბიჭები, ეზოში რომ თამაშობდნენ ან ჩიტებს შურდულს ესროდნენ, მე დედას სამზარეულოში ვეხმარებოდი, ჭურჭლის ტილო მეჭირა და ვამშრალებდი დედის სპილოსძვლისფერ გერმანულ თეფშებს. ჭურწელსაც ვრეცხავდი, მტვერსასრუტით მტვერსაც ვიღებდი, ნაგავი ყოველ დილით გამქონდა და ჩვენს პატარა ძაღლსაც ვასეირნებდი, რომელიც, დედა კი ამტკიცებდა წმინდა ჯიშისააო, მაგრამ უჯიშო ძაღლი იყო, სულელი და გაუგონარი. მაინც მიყვარდა_მე ხომ კეთილი ვიყავი მაშინაც. დაბადებიდან კეთილი ვარ. იმდენად კეთილი, რომ ჩემი დაბადება დედას ვერც კი გაუგია, ისე მომავლინა ამ ქვეყანას. რომ არ მეწვალებინა, ხელოვნური კვება ვიკმარე და 8 თვიდან ჩასვრილი არავის ვუნახივარ.
ჩემი სიკეთე მაშინ შევიგრძენი, როცა ჩვენი ჯანო (ძაღლი) ცუდად გახდა. ვეტერინარმა თქვა მუცლის ტკივილებისგან იტანჯება და მალე ვეღარ გაუძლებსო. მე თვალებში ჩავხედე ჯანოს, ისე საცოდავად მიყურებდა, თავი ჩაერგო თათებში და თავის წამოწევის თავიც აღარ ჰქონდა. სახლში რომ მივედით და ყველამ დაიძინა, მე ავტოფარეხში გავედი. იქ ჯანოს პატარა კუთხე გვქონდა. ის თავის კალათში იწვა. რომ დამინახა გაუხარდა, რა თქმა უნდა. მე მას ძალიან ვუყვარდი. სულ მე ვასეირნებდი და მე ვეთამაშებოდი. რომ დამინახავდა, მირბოდა და მეც მივსდევდი ხოლმე. რა კარგი იყო! მივედი და თავზე ხელი გადავუსვი, არც განძრეულა საწყალი...
მეორე დილით დედის კივილმა გამოგვაღვიძა. რაღა თქმა უნდა მან ჯანო მკვდარი იპოვა.
მეორედ მაშინ დავრწმუნდი ჩემს უზადო და უნაკლო სიკეთეში, როცა მეგობარი დამეღუპა, ბუსთვალება გრანჟი (ასე დასცინოდნენ მას კლასელები ძალიან სქელლინზიანი სათვალეების გამო). ის ამას ძალაინ განიცდიდა. სახლისაკენ ერთი გზა გვქონდა ხოლმე და მიყვებოდა, თუ როგორ ჰკრავდნენ ხელს კიბეებზე თანაკლასელები, როგორ იკეთებდნენ მის სათვალეებს და აჯავრებდნენ... მეც ვამშვიდებდი, მართალია უსიტყვოდ, მაგრამ მას მოსწონდა ჩემი სიკეთე და სმენის უნარი, ამიტომაც ყოველთვის მინაწილებდა ლანჩს და ასე ვმეგობრობდით მის დაღუპვამდე.
სტუდენტობისას უკვე კარგად გავაცნობიერე ჩემი სიკეთე და არც თავის აწევა მიჭირდა, სარკესთან. ჩვენს კურსზე ერთი ლამაზი გოგონა სწავლობდა. უჩვეულოდ ლამაზი იყო. არ ჰგავდა სხვა გოგონებს. რომ დაკვირვებოდი არც არაფერი ჰქონდა თითქოს ლამაზი, მაგრამ ერთიანობაში საოცრება იყო. ბევრს მოსწონდა, მას კი მხოლოდ ერთი უყვარდა, ისიც ყველასგან გამორჩეული , ბღენძია და უტიფარი. ვითომ ყველაზე კარგად სწავლობდა კურსზე, რას არ აკეთებდა, სტუდენტურ მართველობაშიც ჩაერთო, კალათბურთის გუნდშიც იყო, ოღონდაც სწავლა გაადვილებოდა. კალათბურთსაც საშუალოზე ნაკლებად თამაშობდა და კი იბღინძებოდა მამალივით. ვერ გამეგო რა ნახა ამ გოგომ იმ ბღენძია და ცარიელ ბიჭში. ერთ საღამოს, როცა ლექციები შედარებით გვიან დაგვიმთავრდა,უჩვეულო რამმოხდა. ელენა ცურვაზე რჩებოდა ხოლმე, უყვარდა მარტოს ბასეინში ცურვა ( ძალიან ლამაზად ცურავდა, ძალიან....), დავინახე, ნახევრად სველი, როგორ მიყუჟულიყო გასახდელის კარში, ჩაკეცილი, ორად მოკეცილი, მუცლადყოფნის მდგომარეობაში და ქვითინებდა. მე შევჩერდი და ვუყურებდი შორიდან. ტირილიც რა ლამაზი ქონდა! ვერ შემამჩნია. მივუახლოვდი ცოტა მოგვიანებით და ჩემი ძაღლი გამახსენდა, ისიც ასეთი განწირული და სასოწარკვეთილი იყო... მივედი და ვცადე თავზე ხელი გადამესვა. ხელი შეხებულიც არ მქონდა რომ შეკრთა და შეაკანკალა, ნელა, შიშით ამომხედა. მისი ცისფერი თვალები სიწითლის ბადეს დაეფარა და ასე მომეჩვენა კარგად ვერც გაარჩია ვის ხედავდა. მე გამაშეშა მისმა გამოხედვამ. ასე ვიდექით არც კი მახსოვს რამდენი ხანი. არც მე მივდიოდი, არც ის დგებოდა. ბოლოს, წამოიწია, რომ მიხვდა ძალა არ შესწევდა თავისით წამომდგარიყო, ხელზე მომეჭიდა და წამოდგა. კაბაზე სისხლის ლაქები ეტყობოდა. ვერ მივხვდი საიდან. გავიხადე ქურთუკი და მოვახურე. შემოდგომის თბილი საღამო იყო, მაგრამ ისეთი სველი იყო... საწყალი. მეორე დღეს უკვე ყველა ჩურჩულებდა ელენაზე. ზოგი მხრებს იჩეჩდა, ზოგი_სევდიან გამომეტყველებას იღებდა, ზოგს ეღიმებოდა, ზოგსაც ნამდვილად სტკიოდა გული მის გამო. ელენა დაგვიანებით შემოვიდა ლექციაზე, თავდაღუნული, მაგრამ სიამაყით და ღირსებით სავსე. სანამ თავის ადგილს დაიკავებდა, ყველა, კისერმოღრეცილი შეჰყურებდა მას. ლექტორი კლაუზულათა მიხედვით, ქალურ და ვაჟურ რითმებზე მსჯელობდა როცა ელენა დაინახა და ისიც შეცბა, გაირინდა და გაიყინა. მერე მიხვდა სიჩუმით გამოწვეულ უხერხულობას და ჩახველებით და ხელის ტლანქი მოძრაობით შეეცადა შეეწეპებინა ლექციაზე გაჩენილი ბზარი. ჩემს წინ იჯდა ელენა, ორი რიგით ქვევით და ცოტა მარჯვნივ. მის ლამაზად დავარცხნილ თმებს ვუყურებდი მთელი ლექცია. ამის უფლებას ვაძლევდი საკუთარ თავს, რადგან მაშინაც ისეთივე უჩინარი ვიყავი, როგროც ბავშვობაში. ელენა და ის გაბღენძილი ერთად აღარ დადიოდნენ. აღარც ელენას ცურვით ტკბობის საშუალება მქონდა. ლექციების დასრულებისთანავე მიდიოდა ხოლმე სახლში, რომელიც ნაქირავები ჰქონდა უახლოეს კვარტალში. იქამდე სკვერი და საველოსიპედე ტრასა იყო გასავლელი. ლამაზად მიაქანავებდა ხელებს სიარულისას... კვირა დღეს ჰიპერმარკეტში საყიდლებზე მივდიოდი ხოლმე. სალაროსთან ელენა დავლანდე, ლამის სხვისი კალათა წავიყოლე დაბნეულობისგან. მერე მახსოვს როგორ გამიხურა მხარი რაღაცამ. ეს შეხებაც იყო და არც იყო. თითქოს რაღაც უხილავმა და უსათუთესმა ზეციურმა შემახო მხარზე თავისი წმინდა და ნაზი ხელი. დრო დამჭირდა მისატრიალებლად. რომ მივტრიალდი ელენა მიყურებდა თავისი სევდიანი ზღვისფერი თვალებით, რომელიც ამ ბინძური ხალხით სავსე ჰიპერმარკეთში ფირუზისფრად ქცეულიყო და დამნათოდა. უხმოდ გამიღიმა. არა, ეს ღიმილიც არ იყო, ან მომეჩვენა, ცალი ტუჩის კუთხე გასწია მარცხნისაკენ. იქნებ არც ეღიმებოდა და უნდოდა თავაზიანი გამოჩენილიყო. არ ვიცი. გამოვართვი საშუალო ზომის ქაღალდის 2 ჩანთა და ნათხოვარ ფორდ მონდეოში ჩავალაგე. ტანში სულ ჟრუანტელი მივლიდა. ის დღე ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მისი სურნელი კარგა ხანს გამყვა.
ორშაბათს ყველაფერმა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად ჩაიარა. ჩვეულებრივად ცხრისნახევარზე ვიყავი აუდიტორიაში და წიგნს ვკითხულობდი. სამშაბათიც არაფრით იყო გამორჩეული. ოთხშაბათს კი... აუდიტორიაში ვიჯექი,როცა გარედან ჩოჩქოლი მომესმა. ბუზებივით ზმუოდა დერეფანში ხალხი. მეხამუშა, თავი მაღლა ავწიე, მივუგდე ყური, მაგრამ მერე ისევ გავაგრძელე კმაყოფილმა კითხვა. ბრბოა ხალხი, ბრბო. როცა მე და ლექტორი ამაოდ ველოდეთ სტუდენტების შემოსვლას, გარეთ გავედი და პირველი რაც დავინახე, იყო ის გაბღენძილი უტიფარი, დერეფანში კედელსშუბლით მიყრდნობილი როგორ იცინგლებოდა. ყველას შეშინებული სახეები ჰქონდათ. მათ შორის ერთი ყველაზე თვალებაწითლებული და სახე გადაფითრებული, პოლიციის წარმომადგენელთან ერთად იდგა. ეს ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მახსოვს როგორ მიძვრებოდა სულში გამომძიებელი. ერთი და იგივე კითხვას როგორ უცვლიდა ბრუნვას და ფორმას. მეც დასევდიანებული ვპასუხობდი, გულისხმიერად და კეთილსინდისიერად. რა თქმა უნდა პირველი ეჭვი ჩემზე აიღეს, ბოლოს შენ ნახეო და რა მოხდა დაწვრილებით მოგვიყევიო. მეც ვუამბე, როგრო მივიყვანე სახლამდე, როგორ გადმოვიტანე მისი ნავაჭრი და სახლის კარამდე როგორ მივაცილე_ ასჯერ მომაყოლეს ერთი და იგივე. ბოლოს ის გაბღენძილი დაიჭირეს, თუმც რაღაცნაირად მეწყინა კიდეც, რომ მას დაბრალდა ყველაფერი. მალე ისევე ისეთი უჩინარი გავხდი, როგორიც მანამდე ვიყავი, ელენასავით უჩინარი. ელენა მუდამ მემახსოვრება. მე მას ლექსები მივუძღვენი. გაცილებით გრძელი და ლამაზი, ვიდრე ჯანოს და გრანჟს დავუწერე ჩემი კეთილი ზრახვების დასამტკიცებლად. ხანდახან ვფიქრობ, როგორ გაწამდებოდა ჯანო, როგრო იწვალებდა და დაიტანჯებოდა ტკივილისაგან რომ არა მე. იმქვეყნიური ტანჯვაც ვაშორე, განვაშორე მტკივან კუჭთან და ის ავადმყოფი ნაწილი, იმ ქვეყნად ვეღარ დატანჯავს. საცოდავი გრანჟის მიმართ რამხელა იყო ჩემი სიკეთე?! განვაშორე დაცინვას, აბუჩად აგდებას და დამცირებას. განვაშორე იმ თვალებს, რომელსაც ასე ვერ იტანდა, რომლიდგანაც მოდიოდა მისი უბედურება. მეკი მომაკლდა ლანჩი, სამაგიეროდ ის მშვიდად და ბედნიერად იქნება იქ, სადაც არის. ჩემი საოცნებო ელენა! როგორ განიცდიდა მომხდარს, როგორ სტკიოდა სული და გული. როგორი იმედგაცრუების გადატანა მოუხდა. მის თვალებში ისეთი გულისტკივილი და სევდა იყო ... ვინ უშველიდა, თუ არა მე?! ვინ ამოაცლიდა მტკივან გულს და მოისვრიდა, დაწვავდა და გაანადგურებდა? ჩემმა კეთილშობილებამ იხსნა ის იმედგაცრუებითა და შეურაცმყოფით მიყენებული ტკივილისაგან ტანჯვას. მას მერე, კიდევ ერთი ბომჟი ვიხსენი, გადავარჩინე ტანჯვას. ის ბე-ჰეპატიტით იყო დაავადედბული და ღვიძლზე ჰქონდა უკვე პრობლემა, შესაძლოა კიბოც სჭირდა ღვიძლის უკვე. ვიხსენი მეძავი, თავისი ავხორცობისაგან, უროლოგი_ თავისი მწარე ენისაგან და მამა_ მცენარედ ყოფნისაგან. ეხლა, ეხლა სკოლაში ვასწავლი სამნახევარი წელიწადია. ყოველ დღე დილის რვა საათზე გავდივარ სახლიდან და ფეხით მივსეირნობ სკოლამდე. ჯერ სამასწავლებლოში ვდებ ჩემს ნივთებს და ვსვამ ყავას_ ერთი კოვზი ყავა, 2 კოვზი შაქარი. გაკვეთილზეც შევდივარ, წყნარად და აუღელვებლად მიდის ჩემი გაკვეთილები, მაგრამ უღიმღამოა ჩემი ცხოვრება. მე ისეთივე უჩინარი ვარ,როგორიც ვიყავი. რომ არა, ერთი შემთხვევა, ისევ ასე გავაგრძელებდი. ახალი ფილოლოგი მიიღო სკოლამ. რომელიც საშუალო კლასებში შევიდა. დირექტორი უკმაყოფილო იყო მისი მუშაობით და მთხოვა მე მეწარმოებინა მონიტორინგი. ბოლოს დასკვნა დავწერე, რომელიც სულაც არ იყო სასიამოვნო მოსასმენი ახალი მასწავლებლისათვის ( რომელსაც კატალიზა ერქვა). როდესაც მან ეს დასკვნა მოისმინა თავი ჩახარა, გაიყინა. 2 წუთში სარკაზმულ-ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. მერე უცებ ჩაისუნთქა და ამოხეთქა: შენ ვინ ხარ, რა ხარ, რას წარმოადგენ ადამიანებზე ასეთი რამეები წერო? ვინ მოგცა ამის უფლება? შე მუხუდო, მახვილა ჭიავ, არარაობავ... ვინ გგონია თავი? შენ უფერულებავ, უჟანგბადობავ და საცოდაობავ, ცხოვრების შეცდომავ, სკოლის ბაკილფერდო...._ კიდე გავაგრძელო? გამეყინა ფეხები და ცხვირი ამის მოსმენის შემდეგ. ვიდექი და ერთ წერტილს ვუყურებდი, 4 ნომერი სათვალეებიდან . მართლაც ვინ ვარ მე. ვისაც შეეძლო, სადოქტორო დაიცვა, პროფესორები გახდნენ, ან რამე უფრო სასიამოვნო და საინტერესო საქმეს მოჰკიდეს ხელი. მე კი ვერაფერი შევძელი და აგერ, ვასწავლი იდიოტებს და გაზულუქებულ თიონეიჯერებს ვახარჯავ ჩემს უძვირფასეს დროს. და აბა ვინ იცის ჩემი უზადო, უნაკლო და უკეთილშობილესი ბუნების შესახებ? ვინ იცის რამდენი სიკეთე მიკეთებია? არც არავინ. რაც იქნება იქნება. აღარ მინდა ვიყო უჩინარი კაცი.
პატივისცემით
ჯ. პეინკილერი
.....................................................................................
ეს თხელი რვეული, რომელსაც ყდაზე, გარედან მარკერით აწერია "მე", მეორე თხელ რვეულთან,რომელშიც მსხვერპისთვის მიძღვნილი ლექსები წერია და სქელი დღიური, რომელშიაც ყოველი დღე აღწერილია დეტალურად, ამოღებულია 28 წლის მანიაკის პირადი საქმიდან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. 4. ისე იწყება არ მიკვირს რომ პროზა და კონკრეტულად ეს ნაწერი იჩაგრება. ბექა ეშელონი. 2011-12-08 16:26:17
4. ისე იწყება არ მიკვირს რომ პროზა და კონკრეტულად ეს ნაწერი იჩაგრება. ბექა ეშელონი. 2011-12-08 16:26:17
23. დიდი მადლობა კატიე! არც კი ვიცი, რამდენად კარგი ფსიქოლოგი ვარ, უბრალოდ მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება და ამიტომაც დავწერე აი სასტიკი მოთხრობა!!! დიდი მადლობა კატიე! არც კი ვიცი, რამდენად კარგი ფსიქოლოგი ვარ, უბრალოდ მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება და ამიტომაც დავწერე აი სასტიკი მოთხრობა!!!
22. ოოოო, ეს ყველაზე საუკეთესო ნაწერია შენს ნაწერებს შორის...რაღაცნაირად პარალელი გავავლე ენტონი ბერჯესის "მექანიკურ ფორთოხალს" და "უჩინარს" შორის, არ ვიცი რატომ...
ფსიქოპორტრეტი... არა რა, ეს ფიზიკოსები... ფსიქოლოგია–ფილოსოფიაში ცხვირის ჩაყოფის გარდა თუ ვაკეთებთ რამეს?? :)))))))
დამსახურებულად ვწერ +5
http://arili2.blogspot.com/2009/03/blog-post_7992.html
ოოოო, ეს ყველაზე საუკეთესო ნაწერია შენს ნაწერებს შორის...რაღაცნაირად პარალელი გავავლე ენტონი ბერჯესის "მექანიკურ ფორთოხალს" და "უჩინარს" შორის, არ ვიცი რატომ...
ფსიქოპორტრეტი... არა რა, ეს ფიზიკოსები... ფსიქოლოგია–ფილოსოფიაში ცხვირის ჩაყოფის გარდა თუ ვაკეთებთ რამეს?? :)))))))
დამსახურებულად ვწერ +5
http://arili2.blogspot.com/2009/03/blog-post_7992.html
21. დიდი მადლობა "მუხა" რომ დაინტერესდი და წაიკითხე! ეს მოთხრობა არის ადამიანზე, რომელიც მთელი ცხოვრება შეუმჩნეველი იყო ყველასგან და ღრმად სწამდა რომ სიკეთეს აკეთებდა. ასეთი ბევრი შემხვედრია და ყველაზე უკიდურეს ფორმას მანიაკობამდეც მიჰყავს ადამიანი. ჩემი ფოლოსოფიის ლექტორი ხშირად გვიყვებოდა ადამიანზე, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობდა ეკეთებინა ბოროტება და აღმოჩნდა რომ სიკეთეს აკეთეთებდა. მერე, მოეწონა კეთილი საქმეების შედეგები და გადაწყვიტა რომ ეხლა სიკეთე ეკეთებინა და ბოროტება გამოსდიოდა ყოველი მისი მცდელობის შემდეგ. აი, ამან დამაწერინა ეს მოთხრობა. მორალი: სიკეთე თვითმიზანი არ უნდა იყოს!!! დიდი მადლობა "მუხა" რომ დაინტერესდი და წაიკითხე! ეს მოთხრობა არის ადამიანზე, რომელიც მთელი ცხოვრება შეუმჩნეველი იყო ყველასგან და ღრმად სწამდა რომ სიკეთეს აკეთებდა. ასეთი ბევრი შემხვედრია და ყველაზე უკიდურეს ფორმას მანიაკობამდეც მიჰყავს ადამიანი. ჩემი ფოლოსოფიის ლექტორი ხშირად გვიყვებოდა ადამიანზე, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობდა ეკეთებინა ბოროტება და აღმოჩნდა რომ სიკეთეს აკეთეთებდა. მერე, მოეწონა კეთილი საქმეების შედეგები და გადაწყვიტა რომ ეხლა სიკეთე ეკეთებინა და ბოროტება გამოსდიოდა ყოველი მისი მცდელობის შემდეგ. აი, ამან დამაწერინა ეს მოთხრობა. მორალი: სიკეთე თვითმიზანი არ უნდა იყოს!!!
20. მომეწონა, სიკეთით სავსე გული დავინახე, . შეგიძლია წერო დაუსრულებლად, მუდამ თქვენი მკითხველი! მომეწონა, სიკეთით სავსე გული დავინახე, . შეგიძლია წერო დაუსრულებლად, მუდამ თქვენი მკითხველი!
19. მემგონი სიტყვა ჭეშმარიტების მნიშვნელობა არ უნდა იცოდეს იველინამ :|
მემგონი სიტყვა ჭეშმარიტების მნიშვნელობა არ უნდა იცოდეს იველინამ :|
18. ..."ჭეშმარიტების მღაღადებელი არც ბერნარდ შოუა და არც ვაჟა." იველინა
არ მინდა ვინმემ იფიქროს, თითქოს ნერვებმა მიმტყუნა და იმიტომ ვწერ, რასაც ვწერ: ზემოთ რაც წერია, ამ სიტყვებს მხოლოდ თვითგანათლებული აზიელი მიმტანი თუ დაწერდა...არადა, თუკი ოდესმე მზისქვეშეთის მკვიდრი როგორმე შეწვდება ვაჟას სიდიდეს და მის უკან გადაიხედავს, იქ კაცის ჭაჭანებას ვერ ნახავს, ვაჟას უკან მხოლოდ ღმერთი დგას. მეტს აღარას ვიტყვი, საჭირო თუ დარჩა მოვიცლი. ..."ჭეშმარიტების მღაღადებელი არც ბერნარდ შოუა და არც ვაჟა." იველინა
არ მინდა ვინმემ იფიქროს, თითქოს ნერვებმა მიმტყუნა და იმიტომ ვწერ, რასაც ვწერ: ზემოთ რაც წერია, ამ სიტყვებს მხოლოდ თვითგანათლებული აზიელი მიმტანი თუ დაწერდა...არადა, თუკი ოდესმე მზისქვეშეთის მკვიდრი როგორმე შეწვდება ვაჟას სიდიდეს და მის უკან გადაიხედავს, იქ კაცის ჭაჭანებას ვერ ნახავს, ვაჟას უკან მხოლოდ ღმერთი დგას. მეტს აღარას ვიტყვი, საჭირო თუ დარჩა მოვიცლი.
17. მე დავწერე მთხრობელი და არა თქვენ მგონიხართ ნაწარმოების პერსონაჟი და რაც შეეხება მასწავლებლის შესახებ იმიტომ დავწერე, რომ მთხრობელის პერსონაჟს თქვენ ქმნით. ასევე პუნქტი მეორე ეხებოდა იმას, რომ კონკრეტულად არავის ვერჩი. ნაწარმოებიც ბოლომდე ჩავიკითხე და ჩემი მყარი პოზიციაა ის რაც დავწერე. ეს იყო და ეს. და შეურაცხყოფა არაა. მე უბრალოდ იმას გავუსვი ხაზი, რომ კონკრეტულ ავტორს არ ვერჩი. ერთი მოთხრობის გამო ვინმეს რატომ უნდა მივაყენო შეურაცხყოფა. რა უაზრობაა, რაში მჭირდება. :) და ჩასუნთქვა ამოსუნთქვას რაც შეეხება ნუ ალბათ დიდი კომეტანარების გამო მითხარით ეს ხოდა მჩვევია დიდი კომენტარები საერთოდ და მიჭირის ჩემი აზრის ლაკონურად გადმოცემა. მე დავწერე მთხრობელი და არა თქვენ მგონიხართ ნაწარმოების პერსონაჟი და რაც შეეხება მასწავლებლის შესახებ იმიტომ დავწერე, რომ მთხრობელის პერსონაჟს თქვენ ქმნით. ასევე პუნქტი მეორე ეხებოდა იმას, რომ კონკრეტულად არავის ვერჩი. ნაწარმოებიც ბოლომდე ჩავიკითხე და ჩემი მყარი პოზიციაა ის რაც დავწერე. ეს იყო და ეს. და შეურაცხყოფა არაა. მე უბრალოდ იმას გავუსვი ხაზი, რომ კონკრეტულ ავტორს არ ვერჩი. ერთი მოთხრობის გამო ვინმეს რატომ უნდა მივაყენო შეურაცხყოფა. რა უაზრობაა, რაში მჭირდება. :) და ჩასუნთქვა ამოსუნთქვას რაც შეეხება ნუ ალბათ დიდი კომეტანარების გამო მითხარით ეს ხოდა მჩვევია დიდი კომენტარები საერთოდ და მიჭირის ჩემი აზრის ლაკონურად გადმოცემა.
16. იველინა! ამოისუნთქეთ (ჩასუნთქვა არ დაგავიწყდეთ ოღონდ)! მე შემეძლო, საერთოდ არ მეპასუხა თქვენს კომენტარზე. და იცით რატომ? იმიტომ რომ თქვენი კომენტარიდან ცალსახად ჩანს, თქვენ ფიქრობთ რომ პერსონაჟი მე ვარ_ესეიგი ან ბოლომდე არ ჩაიკითხეთ მოთხრობა, ან უგულისყუროდ კითხულობდით და ადგილებს ტოვებდით. 1. "ხო მასწავლებლობა სხვათაშორის პროფესიაა და სიკეთის კეთებაა თუ არ იცოდი ეს ცნობისთვის." 2. "საერთოდ არ მაინტერსებს მე შენი პირვნება და თვითონ შენ და საერთოდ არავინ ამ საიტზე"_ ეს უკვე შეურაცმყოფაა და მწყინს რომ ლიტერატურით გატაცებული ადამიანი ამას ვერ ხვდებით. მე აქ არავის მამიდა ვარ და მითუმეტეს არც ნათესავ-დაქალ-მეგობარი. არც არავისგან მიგრძვნია მიკერძოებული დამოკიდებულება. უბრალოდ მინდა თქვენ ... პირადში მოგწერთ, უფრო კორექტული ვიქნები პრეტენზია არ მაქვს სტატუსზე "კარგი მწერალი ან პოეტი", იმიტომ რომ არ ვარ , მხოლოდ მოყვარული ვარ. პრეტენზია მაქვს კორექტულობაზე, სხვების მხრიდანაც.
იველინა! ამოისუნთქეთ (ჩასუნთქვა არ დაგავიწყდეთ ოღონდ)! მე შემეძლო, საერთოდ არ მეპასუხა თქვენს კომენტარზე. და იცით რატომ? იმიტომ რომ თქვენი კომენტარიდან ცალსახად ჩანს, თქვენ ფიქრობთ რომ პერსონაჟი მე ვარ_ესეიგი ან ბოლომდე არ ჩაიკითხეთ მოთხრობა, ან უგულისყუროდ კითხულობდით და ადგილებს ტოვებდით. 1. "ხო მასწავლებლობა სხვათაშორის პროფესიაა და სიკეთის კეთებაა თუ არ იცოდი ეს ცნობისთვის." 2. "საერთოდ არ მაინტერსებს მე შენი პირვნება და თვითონ შენ და საერთოდ არავინ ამ საიტზე"_ ეს უკვე შეურაცმყოფაა და მწყინს რომ ლიტერატურით გატაცებული ადამიანი ამას ვერ ხვდებით. მე აქ არავის მამიდა ვარ და მითუმეტეს არც ნათესავ-დაქალ-მეგობარი. არც არავისგან მიგრძვნია მიკერძოებული დამოკიდებულება. უბრალოდ მინდა თქვენ ... პირადში მოგწერთ, უფრო კორექტული ვიქნები პრეტენზია არ მაქვს სტატუსზე "კარგი მწერალი ან პოეტი", იმიტომ რომ არ ვარ , მხოლოდ მოყვარული ვარ. პრეტენზია მაქვს კორექტულობაზე, სხვების მხრიდანაც.
15. რა მტკივნეულად ეკიდებით ხალხო კომენტარებს? აქ ამ საიტზე კრიტიკა მიუღებელიაა?! თუ მხოლოდ სათაყვანებელი პოსტები უნდა ვწეროთ? აი თავი და ბოლო არა აქვს მეთქი. ვინც არ უნდა იყოს მთხრობელი მიქმნის მასზე ცუდ წარმოდგენას. სიკეთით არ ამაყობენ და სიკეთეზე არ ამბობენ აი მე რამდენი გავაკეთე და კეთილი ვარ. ნუ მიუღებელია ჩემთვის რა ვქნა. სიკეთით ამაყობ შენთვის გულში და მერე რა ელენა? ჩანს ბუნდოვნად, თავი და ბოლო არ ჩანს ამ პერსონაჟზე რა ხდება, ბურუსით მოცული რაღაცა, არადა იდეაში უნდა იყოს ნაწარმოებში ყველაზე გულში ჩამწვდომი რაიმე, იმიტომ რომ ფაქტიურად ჯერ იწყებს მტხრობელი საკუთარ თავზე, მერე ჩნდება ეს იდუმალებით მოცული გოგონა, მერე ამირან გულში რას მღეროდა არვიცი, მაგრამ ნაწარმოებში აბსოლიტურად ბუნდოვანია მოქმედებათა მსვლელობა ან რისი თქმა უნდოდა ავტორს და ბოლოს რაღაცა ალოგიკური დაკსვნა, რომელსაც უნდა ქონოდა საიდანმე გაგრძლება და არ გამომდინარეობს არაფრიდან. დასრულებისას მიჩნდება შეკითხვა ან რა შუაში იყო ეს გოგონა. აუუ თურმე ვიღაცა დებილი ყვარებია დ აგამოჩნდა კეთილი პრინცი, რომელმაც და მერე ბლა ბლა ბლაა აუზთანაც ვერ გაიგებ რა ხდებოდა რა გააკეთა ამ კეთილმა პრინცმა მერე ის ვიცი გამომძიებელი რაღაცას ეკიტხებოდა და ვაიმეეეე ვაიმეეე. აი გეუბნები ადამიანი აზრზს ვერ გამოიტანს და რა შუაშია შეურაცხყოფა. საერთოდ არ მაინტერსებს მე შენი პირვნება და თვითონ შენ და საერთოდ არავინ ამ საიტზე, შემოვედი, წავიკითხე და გავაკეთე კომენტარები, ბოლოს დადებულები წვაიკიტხე და მთავარი გევრდიდან ერთი პოეტის სამი ლექსი. შენ შეიძლება ძალიანაც მოგწონს შეი ნაწარმოები მაგრამ მე არ მომწონს და ნუ რა ვქნა ახლა. გეუბნები აზრი ვერ გამოვიატენ შენი ნაწარმოემბიდან და ამ საიტზე როგორც შევატყვე ნაცნობობით და ვაზელინებით ბევრი რამ ხდება. სადაც არ შევედი იშვიათად დამხვდა კრიტიკა. და სადაც არ დავწერე ყველგან აი სასწაულად რეაგირებთ. ერთს დავუბლოკივარ და აი სულ არ მაინტერესებს. ეს არის იმის ნიშანი რომ ადამიანს არ გააჩნია ღირსება და ვერ ეგეუება კრიტიკას და პლიუს ეშინია. დიდი ბოდიშით, მაგრმა ვიღაცით აღფრთოვანებულ მანდილოსანთა სიაში ვერ და არ ჩავეწერები. ხოდა შეგიძლია ჩემი აზრით დაწერო უკეთ მეგობარო, მაგრამ ეს არ მომწონს. გისურვებ წარმატებებს მართლა გულით და მსოფლიო აღიარებას. და გზას ვულოცავ ვისაც მოწონს ეს. მე მაქვს უფლება არ მომწონს რიამე და ეს ჩემი უფლებაა და თავისუფლების დაუწერელი კანონია შენი თავისუფლება იქ მთავრდება სადაც ჩემი იწყებაო. ხოდა შენ არავინ გაყენებს შეურაცხყოფას. უბრალოდ არ მომწონს და მორჩა, წერტილი. და კიდევ ერთხელ გიმეორებ, შენი ნაწერი რომ არ მომწონდეს არის ჩემი უფლება. და ცოტა ღირსეულად მოიქცეით ამ საიტზე მართლა ხალხი და მიიღეთ კრიტიკაც. და ბერნარდ შოუს რაც შეეხება ან ერთი ან მეორე ადამინი ვინც გინდა იყოს, ვინ დაადგინა ჭეშმარიტების მღაღადებლად?! მაგალითად ასევე ვგიჟდები ვაჟა-ფშაველაზე და მისი სიტყვებია, ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი. მაგრამ განა ეს იმას ნიშანავს რომ ცუდ ადმიანებს მტრები არ ყავთ?! ჭეშმარიტების მღაღადებელი არც ბერნარდ შოუა და არც ვაჟა. ჭეშმარიტების ძიებაში ადამაინი მთელი ცხოვრებაა და მერე იღებს მისთვის სასურველ ჭეშმარიტებას, თორემ ჭეშამრიტება ყველასთვის სხვადასხვაა ნებისმიერ საკითხში, შიეძლება ვეთანხმებოდეთ რამდენიმე საკითხში. და არაფრის. მე თვითონაც მადლობას ვუხდი მათ ვინც მაკრიტიკებს. ვიცი არ ვარ იდეალური და კარგია კრიტიკა. რასაც არასწორად აკეთებ გაასწორებ და მომავალში უკეთესი გახდები. ილია ჭავჭავაძის კაცია ადმაიანი საუკეთესო მაგალითია ამისთვის. ვიცი ციტატების მოყვანა არ მჭირდება და ძალიან კარგად გეცოდინებათ. მოყვარეს სარკე უნდა მიუტანო და შიგ ჩაახედო. ვისაც არ მოწონს ჩემი საქციელი მე არ ვღელავ დიდად მათზე. წარამტებები. რა მტკივნეულად ეკიდებით ხალხო კომენტარებს? აქ ამ საიტზე კრიტიკა მიუღებელიაა?! თუ მხოლოდ სათაყვანებელი პოსტები უნდა ვწეროთ? აი თავი და ბოლო არა აქვს მეთქი. ვინც არ უნდა იყოს მთხრობელი მიქმნის მასზე ცუდ წარმოდგენას. სიკეთით არ ამაყობენ და სიკეთეზე არ ამბობენ აი მე რამდენი გავაკეთე და კეთილი ვარ. ნუ მიუღებელია ჩემთვის რა ვქნა. სიკეთით ამაყობ შენთვის გულში და მერე რა ელენა? ჩანს ბუნდოვნად, თავი და ბოლო არ ჩანს ამ პერსონაჟზე რა ხდება, ბურუსით მოცული რაღაცა, არადა იდეაში უნდა იყოს ნაწარმოებში ყველაზე გულში ჩამწვდომი რაიმე, იმიტომ რომ ფაქტიურად ჯერ იწყებს მტხრობელი საკუთარ თავზე, მერე ჩნდება ეს იდუმალებით მოცული გოგონა, მერე ამირან გულში რას მღეროდა არვიცი, მაგრამ ნაწარმოებში აბსოლიტურად ბუნდოვანია მოქმედებათა მსვლელობა ან რისი თქმა უნდოდა ავტორს და ბოლოს რაღაცა ალოგიკური დაკსვნა, რომელსაც უნდა ქონოდა საიდანმე გაგრძლება და არ გამომდინარეობს არაფრიდან. დასრულებისას მიჩნდება შეკითხვა ან რა შუაში იყო ეს გოგონა. აუუ თურმე ვიღაცა დებილი ყვარებია დ აგამოჩნდა კეთილი პრინცი, რომელმაც და მერე ბლა ბლა ბლაა აუზთანაც ვერ გაიგებ რა ხდებოდა რა გააკეთა ამ კეთილმა პრინცმა მერე ის ვიცი გამომძიებელი რაღაცას ეკიტხებოდა და ვაიმეეეე ვაიმეეე. აი გეუბნები ადამიანი აზრზს ვერ გამოიტანს და რა შუაშია შეურაცხყოფა. საერთოდ არ მაინტერსებს მე შენი პირვნება და თვითონ შენ და საერთოდ არავინ ამ საიტზე, შემოვედი, წავიკითხე და გავაკეთე კომენტარები, ბოლოს დადებულები წვაიკიტხე და მთავარი გევრდიდან ერთი პოეტის სამი ლექსი. შენ შეიძლება ძალიანაც მოგწონს შეი ნაწარმოები მაგრამ მე არ მომწონს და ნუ რა ვქნა ახლა. გეუბნები აზრი ვერ გამოვიატენ შენი ნაწარმოემბიდან და ამ საიტზე როგორც შევატყვე ნაცნობობით და ვაზელინებით ბევრი რამ ხდება. სადაც არ შევედი იშვიათად დამხვდა კრიტიკა. და სადაც არ დავწერე ყველგან აი სასწაულად რეაგირებთ. ერთს დავუბლოკივარ და აი სულ არ მაინტერესებს. ეს არის იმის ნიშანი რომ ადამიანს არ გააჩნია ღირსება და ვერ ეგეუება კრიტიკას და პლიუს ეშინია. დიდი ბოდიშით, მაგრმა ვიღაცით აღფრთოვანებულ მანდილოსანთა სიაში ვერ და არ ჩავეწერები. ხოდა შეგიძლია ჩემი აზრით დაწერო უკეთ მეგობარო, მაგრამ ეს არ მომწონს. გისურვებ წარმატებებს მართლა გულით და მსოფლიო აღიარებას. და გზას ვულოცავ ვისაც მოწონს ეს. მე მაქვს უფლება არ მომწონს რიამე და ეს ჩემი უფლებაა და თავისუფლების დაუწერელი კანონია შენი თავისუფლება იქ მთავრდება სადაც ჩემი იწყებაო. ხოდა შენ არავინ გაყენებს შეურაცხყოფას. უბრალოდ არ მომწონს და მორჩა, წერტილი. და კიდევ ერთხელ გიმეორებ, შენი ნაწერი რომ არ მომწონდეს არის ჩემი უფლება. და ცოტა ღირსეულად მოიქცეით ამ საიტზე მართლა ხალხი და მიიღეთ კრიტიკაც. და ბერნარდ შოუს რაც შეეხება ან ერთი ან მეორე ადამინი ვინც გინდა იყოს, ვინ დაადგინა ჭეშმარიტების მღაღადებლად?! მაგალითად ასევე ვგიჟდები ვაჟა-ფშაველაზე და მისი სიტყვებია, ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი. მაგრამ განა ეს იმას ნიშანავს რომ ცუდ ადმიანებს მტრები არ ყავთ?! ჭეშმარიტების მღაღადებელი არც ბერნარდ შოუა და არც ვაჟა. ჭეშმარიტების ძიებაში ადამაინი მთელი ცხოვრებაა და მერე იღებს მისთვის სასურველ ჭეშმარიტებას, თორემ ჭეშამრიტება ყველასთვის სხვადასხვაა ნებისმიერ საკითხში, შიეძლება ვეთანხმებოდეთ რამდენიმე საკითხში. და არაფრის. მე თვითონაც მადლობას ვუხდი მათ ვინც მაკრიტიკებს. ვიცი არ ვარ იდეალური და კარგია კრიტიკა. რასაც არასწორად აკეთებ გაასწორებ და მომავალში უკეთესი გახდები. ილია ჭავჭავაძის კაცია ადმაიანი საუკეთესო მაგალითია ამისთვის. ვიცი ციტატების მოყვანა არ მჭირდება და ძალიან კარგად გეცოდინებათ. მოყვარეს სარკე უნდა მიუტანო და შიგ ჩაახედო. ვისაც არ მოწონს ჩემი საქციელი მე არ ვღელავ დიდად მათზე. წარამტებები.
14. იველინა ძვირფასო! მასწავლებლობა რომ პროფესიაა და სიკეთის კეთებაა, ახალი მასწავლებლის ლანძღვა რომ ბოროტებაა და ყველას გვაქვს ერთი შანსი- ამას აქ ვინმე ეწინაარმდეგება?ან ვინმე საპირისპიროს ამტკიცებს აქ? ეს მოთხრობაა და დამიჯერეთ, ცუდად არ ვიცნობ მასწავლებლებს და მასწავლებლობას! ერთმანეთის შეურაცმყოფისაგან კი, თუ თავს შევიკავებთ_ურიგო არ იქნება. იმიტომ დევს ეს ნაწარმოები, რომ ზოგს მოეწონოს და ზოგს_არა. ბერნარდ შოუ ამბობდა:"ვისაც შეუძლია აკეთებს, ვისაც არა_ასწავლის"_ამიტომ ცუდი კაცი იყო? მაინც მადლობა რომ წაიკითხეთ და დრო დახარჯეთ. იმედია თქვენს კომენტარს გადახედავთ და რაღაცეებს ინანებთ კიდეც. იველინა ძვირფასო! მასწავლებლობა რომ პროფესიაა და სიკეთის კეთებაა, ახალი მასწავლებლის ლანძღვა რომ ბოროტებაა და ყველას გვაქვს ერთი შანსი- ამას აქ ვინმე ეწინაარმდეგება?ან ვინმე საპირისპიროს ამტკიცებს აქ? ეს მოთხრობაა და დამიჯერეთ, ცუდად არ ვიცნობ მასწავლებლებს და მასწავლებლობას! ერთმანეთის შეურაცმყოფისაგან კი, თუ თავს შევიკავებთ_ურიგო არ იქნება. იმიტომ დევს ეს ნაწარმოები, რომ ზოგს მოეწონოს და ზოგს_არა. ბერნარდ შოუ ამბობდა:"ვისაც შეუძლია აკეთებს, ვისაც არა_ასწავლის"_ამიტომ ცუდი კაცი იყო? მაინც მადლობა რომ წაიკითხეთ და დრო დახარჯეთ. იმედია თქვენს კომენტარს გადახედავთ და რაღაცეებს ინანებთ კიდეც.
13. oh gosh, look at me people I am Mister NICE GUY. ამაზე დიდი სისულელე ჯერ არ წამიკითხავს. ყველა მხრიდან ცუდია. აზრი, თავი, ბოლო საერთოდ არაფერი აქვს. შემომხედეთ რა კეთილი ვარ, როგორ ვტერდფოდი შორიდან, მერე ისევ მე რა კეთილი ვარ და აბსოლიტური უაზრობაა. ხო მასწავლებლობა სხვათაშორის პროფესიაა და სიკეთის კეთებაა თუ არ იცოდი ეს ცნობისთვის. ახალი მასწავლებლის ლანღვა ბოროტებაა, ჯერ ადამიანს შანსს აძლევენ შეიცვალოს. და საცოდაობაა, მე ვინ ვარ და მასწაველებელი ანუ არავინ. მინუს 5 oh gosh, look at me people I am Mister NICE GUY. ამაზე დიდი სისულელე ჯერ არ წამიკითხავს. ყველა მხრიდან ცუდია. აზრი, თავი, ბოლო საერთოდ არაფერი აქვს. შემომხედეთ რა კეთილი ვარ, როგორ ვტერდფოდი შორიდან, მერე ისევ მე რა კეთილი ვარ და აბსოლიტური უაზრობაა. ხო მასწავლებლობა სხვათაშორის პროფესიაა და სიკეთის კეთებაა თუ არ იცოდი ეს ცნობისთვის. ახალი მასწავლებლის ლანღვა ბოროტებაა, ჯერ ადამიანს შანსს აძლევენ შეიცვალოს. და საცოდაობაა, მე ვინ ვარ და მასწაველებელი ანუ არავინ. მინუს 5
12. ძალიან კარგი...........5 ძალიან კარგი...........5
11. დიდი მადლობა! დიდი მადლობა!
10. მომეწონა, წარმატებებს და უკეთესის და უკეთესის დაწერას გისურვებ :) მომეწონა, წარმატებებს და უკეთესის და უკეთესის დაწერას გისურვებ :)
9. უნდა გაუძლო ამ სირცხვილს:) და შემდეგ მოსვლაზე უნდა წაკითხული დამახვედრო:) უნდა გაუძლო ამ სირცხვილს:) და შემდეგ მოსვლაზე უნდა წაკითხული დამახვედრო:)
8. დიდი მადლობა დროის დათმობისათვის! არმაქვს წაკითხული, (სირცხვილი მე) :) დიდი მადლობა დროის დათმობისათვის! არმაქვს წაკითხული, (სირცხვილი მე) :)
7. კარგია,რატომრაც ასოციაციები გამიჩნდა , რამპოს რარაც მოტხრობა გავს ვერ ვიხსენებ , მაგრომ ასე ალუზიურად:) წარმატებები კარგია,რატომრაც ასოციაციები გამიჩნდა , რამპოს რარაც მოტხრობა გავს ვერ ვიხსენებ , მაგრომ ასე ალუზიურად:) წარმატებები
6. იდეაა კარგი. იდეაა კარგი.
5. მადლობა რომ წაიკითხეთ. ვიცი რომ უინტერესოდ იწყება, მაგრამ მაგ დასაწყისს თავისი დატვირთვა აქვს:) მადლობა რომ წაიკითხეთ. ვიცი რომ უინტერესოდ იწყება, მაგრამ მაგ დასაწყისს თავისი დატვირთვა აქვს:)
4. ისე იწყება არ მიკვირს რომ პროზა და კონკრეტულად ეს ნაწერი იჩაგრება. ისე იწყება არ მიკვირს რომ პროზა და კონკრეტულად ეს ნაწერი იჩაგრება.
3. ძალიან მომეწონა ++ ძალიან მომეწონა ++
2. ძალიან დიდი მადლობა! მიხარია რომ მოიცალეთ და წაიკითხეთ. ძალიან დიდი მადლობა! მიხარია რომ მოიცალეთ და წაიკითხეთ.
1. მშვენიერი ნაწერია. გამართული. შესაბამისი ლექსიკით. სამწუხაროა, რომ დაჩაგრულია პროზა საიტზე. 5 მშვენიერი ნაწერია. გამართული. შესაბამისი ლექსიკით. სამწუხაროა, რომ დაჩაგრულია პროზა საიტზე. 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|