როცა თვალებიდან მძიმე ქვები მცვივა, გული გეკაწრება, გტკივა უძილობა, სველმა ღამეებმა ისევ შემაციეს... შენ ხომ მაინც იცი, როგორ ვუძლურდები.
თანაც აუტანლად ყოფა მიძნელდება, გარეთ ამინდია თითქოს სარვამარტო, ლექსი დამიკრიფე სულის ენძელებად, იქნებ დაბადება შენით გავამართლო.
მე ხომ თავის გარდა ყველამ მიღალატა, ისიც უნებართვოდ მალე მიღალატებს, ისე მდიდარი ვარ ჩემი სიღატაკით, მიწაც ჩემია და ზეცა - მოღრუბლულიც.
შენ ხომ მაინც გახსოვს, ლურჯი ხელებიდან სისხლი - შეწყვეტილი მრავალჟამიერი... როცა მოცახცახე თითებს ეხებიან, შენი ცრემლიანი ანჟამბემანები.
მაშინ ვიბადები ისევ (ხელმეორედ), მაშინ, როგორ გითხრა, ყოფაც მიხარია, ახლა ასეთი ვარ, სუნთქვადახეული... წვანან ღამეები სიზმრის სახურავზე. დილა მერყევია...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მადლობა, გიო :) მოგიკითხე მადლობა, გიო :) მოგიკითხე
19. მია, ისევ წერ და ისევ ჰაეროვნად... +5 მია, ისევ წერ და ისევ ჰაეროვნად... +5
18. :) გენიოსულარდ დამიკომენტე, მედეა :) მოგიკითხე
მადლობა jaden, მიხარია შენი სტუმრობა :) :) გენიოსულარდ დამიკომენტე, მედეა :) მოგიკითხე
მადლობა jaden, მიხარია შენი სტუმრობა :)
17. ისე მდიდარი ვარ ჩემი სიღატაკით, მიწაც ჩემია და ზეცა - მოღრუბლულიც.
შენ უბრალოდ არ იცი-ეს გენიოსურია:) ისე მდიდარი ვარ ჩემი სიღატაკით, მიწაც ჩემია და ზეცა - მოღრუბლულიც.
შენ უბრალოდ არ იცი-ეს გენიოსურია:)
16. მე ხომ თავის გარდა ყველამ მიღალატა, ისიც უნებართვოდ მალე მიღალატებს, ისე მდიდარი ვარ ჩემი სიღატაკით, მიწაც ჩემია და ზეცა - მოღრუბლულიც.
მაშინ ვიბადები ისევ (ხელმეორედ), მაშინ, როგორ გითხრა, ყოფაც მიხარია, ახლა ასეთი ვარ, სუნთქვადახეული... წვანან ღამეები სიზმრის სახურავზე.
ლამაზი ლექსი. ლამაზი მელოდია.
მე ხომ თავის გარდა ყველამ მიღალატა, ისიც უნებართვოდ მალე მიღალატებს, ისე მდიდარი ვარ ჩემი სიღატაკით, მიწაც ჩემია და ზეცა - მოღრუბლულიც.
მაშინ ვიბადები ისევ (ხელმეორედ), მაშინ, როგორ გითხრა, ყოფაც მიხარია, ახლა ასეთი ვარ, სუნთქვადახეული... წვანან ღამეები სიზმრის სახურავზე.
ლამაზი ლექსი. ლამაზი მელოდია.
15. :) გაიხარე მარიკო
მეც მოგიკითხე თანანავ :) :) გაიხარე მარიკო
მეც მოგიკითხე თანანავ :)
13. ამ ავტორს შეიძლება ყველა ლექსი არ აქვს უნაკლო... თუმცა რასაც მუდმივად გამოვარჩევ ესაა ქალურობა... და ამას ძალიან ვაფასებ... რაღაც შეპარული სევდაა ყოველთვის.... ამ ავტორს შეიძლება ყველა ლექსი არ აქვს უნაკლო... თუმცა რასაც მუდმივად გამოვარჩევ ესაა ქალურობა... და ამას ძალიან ვაფასებ... რაღაც შეპარული სევდაა ყოველთვის....
12. მეც კარგად "დამასველეს" შენმა ღამეებმა... შენ ხომ მაინც გახსოვს, ლურჯი ხელებიდან სისხლი - შეწყვეტილი მრავალჟამიერი... როცა მოცახცახე თითებს ეხებიან, შენი ცრემლიანი ანჟამბემანები.
მოგიკითხე "სხვანაირო" და ნიჭიერო!
მეც კარგად "დამასველეს" შენმა ღამეებმა... შენ ხომ მაინც გახსოვს, ლურჯი ხელებიდან სისხლი - შეწყვეტილი მრავალჟამიერი... როცა მოცახცახე თითებს ეხებიან, შენი ცრემლიანი ანჟამბემანები.
მოგიკითხე "სხვანაირო" და ნიჭიერო!
11. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ლექსი არაა ახალი, შეუძლებელია რამე საერთო ქონდეს მიშოს ლექსთან, მით უფრო გავლენაზე საუბარი ზედმეტია :) მადლობა აქვე... გამომდინარე იქიდან, რომ ეს ლექსი არაა ახალი, შეუძლებელია რამე საერთო ქონდეს მიშოს ლექსთან, მით უფრო გავლენაზე საუბარი ზედმეტია :) მადლობა აქვე...
10. ღამე -კუზიანი- ქარშემოხვეული დადის ქუჩა-ქუჩა, როგორც-ექიმბაში, შენ კი თითებივით სუნთქვა ჩამკიდე და ასე შაბლონურად-გეტყვი-შემიყვარდი თამ! და ჩემებურად სულის ყვავილივით ლექსი მოგიწყვიტე გულის ფესვებიდან, დგახარ ყველა ქალთან ცამდე მოშორებით ერთი, პატარა და ნაზი ბელადონა.
მიშო დადიანი. ნუ შეიძლება დამთხვევაა: )) ღამე -კუზიანი- ქარშემოხვეული დადის ქუჩა-ქუჩა, როგორც-ექიმბაში, შენ კი თითებივით სუნთქვა ჩამკიდე და ასე შაბლონურად-გეტყვი-შემიყვარდი თამ! და ჩემებურად სულის ყვავილივით ლექსი მოგიწყვიტე გულის ფესვებიდან, დგახარ ყველა ქალთან ცამდე მოშორებით ერთი, პატარა და ნაზი ბელადონა.
მიშო დადიანი. ნუ შეიძლება დამთხვევაა: ))
9. ახლა ასეთი ვარ, სუნთქვადახეული... წვანან ღამეები სიზმრის სახურავზე. დილა მერყევია...
++ ახლა ასეთი ვარ, სუნთქვადახეული... წვანან ღამეები სიზმრის სახურავზე. დილა მერყევია...
++
8. ლექსი დამიკრიფე სულის ენძელებად, - "თამ და ჩემებურად სულის ყვავილივით, ლექსი მოგიწყვიტე გულის ფესვებიდან": ) ლექსი დამიკრიფე სულის ენძელებად, - "თამ და ჩემებურად სულის ყვავილივით, ლექსი მოგიწყვიტე გულის ფესვებიდან": )
6. ჩუმად სევდიანი...:) როგორც ახასიათებს ამ ავტორს...:-* ჩუმად სევდიანი...:) როგორც ახასიათებს ამ ავტორს...:-*
5. ლექსი დამიკრიფე სულის ენძელებად, იქნებ დაბადება შენით გავამართლო. ++ კარგი გოგო ხარ :) ლექსი დამიკრიფე სულის ენძელებად, იქნებ დაბადება შენით გავამართლო. ++ კარგი გოგო ხარ :)
4. ეს ხ რომ არა ბოლო საშინელი კუპლეტია. საბოლოო ჯამში ვერ ვყალიბდები მომწონს თუ არა. ეს ხ რომ არა ბოლო საშინელი კუპლეტია. საბოლოო ჯამში ვერ ვყალიბდები მომწონს თუ არა.
2. ”მე ხომ თავის გარდა ყველამ მიღალატა, ისიც უნებართვოდ მალე მიღალატებს”????? --
წარმატებები ავტორს; პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) ”მე ხომ თავის გარდა ყველამ მიღალატა, ისიც უნებართვოდ მალე მიღალატებს”????? --
წარმატებები ავტორს; პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
1. უხ, რა კარგია! უხ, რა კარგია!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|