ელის, ხო არ დაიღალე? ვიცი ძნელია შენთვის ამდენი ფეხით სიარული ქალაქში, აი ეს ქუჩაც და... კუთხეში სკვერია ელის, შეგვიძლია ჩამოვჯდეთ სკამზე და მომეხუტო... შენ ხო გიყვარვარ ელის? კი, ვიცი რომ გიყვარვარ, თუმცა არ ვიცი რა გიყვარს ჩემში...
ელის! მომყვები? კაი რა, რადროს წყურვილია, აქ არსად არაა ფანტანი, აი, ავალთ მამადავითზე და იქ ნაკურთ წყალს დავლევთ მე და შენ ელის, გესმის? მე და შენ... ნაკურთხ წყალს...
შენ გახსოვს ღმერთი ელის? აი ის, ჩვენს ბავშვობაში რომ დავტოვეთ, ის ღმერთი, დღეს რომ ჭუჭყიანი ხელებით გვეხვეწებოდა დახმარებას, ჩვენ კი - გვერდი რომ ავუარეთ და მორიგი რამდენიმე ათეული ბარში დავტოვეთ... ელის, თურმე მარტო ინვალიდებს არ ჭირდებათ დახმარება, არც მარტო მოხუცებს, ან შვილმკვდარ დედებს, ზოგჯერ ქმარმკვდარ გოგოსაც უნდა სხეულით რომ ვაჭრობს სანაპიროზე, ზოგჯერ მეც მინდა ელის...
მე არ მოვალ შენს დაბადების დღეზე ელის, თუმცა შენ ჯერ არ იცი ეს და ალბათ ჩემ უფროსსაც გამოლანძღავ შენთვის მოტყუებული მივლინებისთვის. მიყვარხარ ელის, ხო ვიცი, უადგილოა აქ ამაზე ლაპარაკი, ეს ხომ ეკლესიაა და მაინც შენ გესმის ჩემი? ვიცი, ვიცი რომ ჩემი თუნდაც ერთი კოცნა ყველა საჩუქარზე ძვირფასია შენთვის ელის, ვიცი რომ შენში არაა პრობლემა, პრობლემა ჩემშია, პრობლემა ისაა რომ საშინლად ამაყი ვარ, პრობლემა ისაა რომ თუნდაც მთელის თვის ხელფასით მეათედსაც ვერ გაჩუქებ სხვებისას და რა მნიშვნელობა აქვს გჭირდება თუ არა ელის.
იცი ზოგჯერ როგორ მტკივა? რა? სული მტკივა ელის და სხეული მტკივა, რადგან ვინმემ შეიძლება ჩათვალოს რომ მეც იმ მეძავივით ვიყიდები, ჩათვალოს რომ ჩემი ხორცით ვაჭრობა დასაშვებია და მე ეს არ მკიდია ელის, ხო ამაზე ალბათ მიპასუხებ რომ მე ყველაფერი მკიდია, რომ უდარდელი ვარ... მარა არაა ეგრე, არაფერი არ მკიდია, არც ცუდი ცხოვრება, არც უსამართლობა, არც შენი ცრემლი და არც ზამთრის მოახლოვება, ვერ ვიტან ზამთარს ელის, ვერც ცხოვრებას ვერვიტან ჩვენშორის ამხელა სხვაობისთვის, მამაჩემისთვის და იმ მეძავის მეძავობისთვის.
იცი ელის? "პევიცა მარგარიტა" მახსენდება, არა შენ არ მღერიხარ, არც მე ვხატავ და შენც მარგარიტასგან განსხვავებით გიყვარვარ, მაგრამ იქნებ მეც გავყიდო სახლი და გაჩუქო ყველაზე მეტი... და შენ გულში ვიცხოვრებ მერე ელის, შენ კი ჩემი ლექსით შემოივლი მთელ მსოფლიოს და თუ როდესმე ნობელის პრემია მომცეს (სიკვდილის მერე) შენ მიხვდები რომ მე მართლა მიყვარდი, ელის...
ხო არ დაიღალე? ცოტაც და ავალთ და იქიდან გაცილებით ლამაზია ყველაფერი და თან დაღლილი აღარც დაშორებაზე ინერვიულებ ძალიან... ელის... გახსოვს ღმერთი? აი ის...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ელი მომენატრაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა ელი მომენატრაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
24. სევდის მომგვრელი, ლამაზი წერილია სევდის მომგვრელი, ლამაზი წერილია
23. ათასჯერ შეფასებული... ძალიან მაგარი იოჰანი ხარ შენ >:D< ათასჯერ შეფასებული... ძალიან მაგარი იოჰანი ხარ შენ >:D<
20. + 5 იოჰან, მაგარი ხარ ... ისე იქაც წაგეყვანა, მარჯანიშვილზე რომ კაფეა, ზემოდან წვიმა რომ მოდის ხელოვნური და დაბლა ჩამოსვლას რომ ვერ ასწრებს...
+ 5 იოჰან, მაგარი ხარ ... ისე იქაც წაგეყვანა, მარჯანიშვილზე რომ კაფეა, ზემოდან წვიმა რომ მოდის ხელოვნური და დაბლა ჩამოსვლას რომ ვერ ასწრებს...
19. ის გამახსენდა აი აშუღური:
,,მოდი საყვარელო ბაღში შევიდეთ, ბაღი კარგი ხე კარგი მზე კარგი გავაგდოთ მებაღე ბაღი ჩვენია დღე კარგი შენ კარგი მე კარგი,,
:)
ვსეირნობთა...
მიყვარს მეც ფეხით ბოდიალი:) ის გამახსენდა აი აშუღური:
,,მოდი საყვარელო ბაღში შევიდეთ, ბაღი კარგი ხე კარგი მზე კარგი გავაგდოთ მებაღე ბაღი ჩვენია დღე კარგი შენ კარგი მე კარგი,,
:)
ვსეირნობთა...
მიყვარს მეც ფეხით ბოდიალი:)
18. რაო იოჰან, იყივლა?:)
მოგიკითხე ძმა:) სადაც ფოჩიან კამფეტებს ვნახულობ შენთვის ვინახავ:)
ალბათ მიხვდი ვინც ვარ:)
რაო იოჰან, იყივლა?:)
მოგიკითხე ძმა:) სადაც ფოჩიან კამფეტებს ვნახულობ შენთვის ვინახავ:)
ალბათ მიხვდი ვინც ვარ:)
17. კაი ტატ ამის მერე რომ წავშლი აღარ დავაბრუნებ :) :P კაი ტატ ამის მერე რომ წავშლი აღარ დავაბრუნებ :) :P
16. გენაცვალე... ვიცი ეს გენაცვალე... ვიცი ეს
14. ელის, სკოლაში ხომ არ დაგაგვიანდა? ვიცი, ძალიან გიჭირს დილით ადრე ადგომა... ელის, გაიღვიძე...
;) ჩვენ ვიცით
:-* ელის, სკოლაში ხომ არ დაგაგვიანდა? ვიცი, ძალიან გიჭირს დილით ადრე ადგომა... ელის, გაიღვიძე...
;) ჩვენ ვიცით
:-*
12. კი მაგარია...განსაკუთრებით ეს წერილები ციკლი :) მარა ერთი კითხავ მაქვს იოჰან თქვენთან :) რატო შლით და რატო აბრუნებთ? :) კი მაგარია...განსაკუთრებით ეს წერილები ციკლი :) მარა ერთი კითხავ მაქვს იოჰან თქვენთან :) რატო შლით და რატო აბრუნებთ? :)
11. კიდე მოვბრუნდი.ნეტა იცი თვითონ რა მაგარი ხარ ? :) კიდე მოვბრუნდი.ნეტა იცი თვითონ რა მაგარი ხარ ? :)
10. როგორ მიყვარს ელისებიიი :X :-* 5 როგორ მიყვარს ელისებიიი :X :-* 5
9. მეც მახსოვს. აი ამაზე ''გედავები'' ხოლმე.ძალიან კარგი ხარ ! არ იზარმაცო რა :)ხანდახან :) დიდი 5 და მეტი. შენი მკითხველი ნინისგან დიდი,დიდი სიმპათიები :) მეც მახსოვს. აი ამაზე ``გედავები`` ხოლმე.ძალიან კარგი ხარ ! არ იზარმაცო რა :)ხანდახან :) დიდი 5 და მეტი. შენი მკითხველი ნინისგან დიდი,დიდი სიმპათიები :)
7. მახსოვეს ეს წერილები :) მახსოვეს ეს წერილები :)
6. ელის...:) შენი ხმა ჩამესმოდა:) ელის...:) შენი ხმა ჩამესმოდა:)
5. ბედნიერი ელის ელისს... :) ბედნიერი ელის ელისს... :)
4. ნობელის პრემიას არასოდეს აძლევენ სიკვდილის მერე.... ეს ისე, ცნობისათვის. :) ნობელის პრემიას არასოდეს აძლევენ სიკვდილის მერე.... ეს ისე, ცნობისათვის. :)
3. მიყვაააააააააააააააააააააარს ;;) მიყვაააააააააააააააააააააარს ;;)
2. არა მხოლოდ ეგ სიტყვები, კიდევ ბევრი არაჩვეულებრივი ფრაზაა!
...და თუ როდესმე ნობელის პრემია მომცეს (სიკვდილის მერე) შენ მიხვდები რომ მე მართლა მიყვარდი, ელის...
და ეს ხომ საერთოდ, დაუვიწყარია ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის!:) არა მხოლოდ ეგ სიტყვები, კიდევ ბევრი არაჩვეულებრივი ფრაზაა!
...და თუ როდესმე ნობელის პრემია მომცეს (სიკვდილის მერე) შენ მიხვდები რომ მე მართლა მიყვარდი, ელის...
და ეს ხომ საერთოდ, დაუვიწყარია ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის!:)
1. შენ გახსოვს ღმერთი ელის? აი ის, ჩვენს ბავშვობაში რომ დავტოვეთ, ის ღმერთი, დღეს რომ ჭუჭყიანი ხელებით გვეხვეწებოდა დახმარებას, ჩვენ კი - გვერდი რომ ავუარეთ და მორიგი რამდენიმე ათეული ბარში დავტოვეთ...
გენიოსი ხარ ! ჩემში - ამ სიტყვებით ! შენ გახსოვს ღმერთი ელის? აი ის, ჩვენს ბავშვობაში რომ დავტოვეთ, ის ღმერთი, დღეს რომ ჭუჭყიანი ხელებით გვეხვეწებოდა დახმარებას, ჩვენ კი - გვერდი რომ ავუარეთ და მორიგი რამდენიმე ათეული ბარში დავტოვეთ...
გენიოსი ხარ ! ჩემში - ამ სიტყვებით !
|
|
მონაცემები არ არის |
|
|