ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2011


ზამთრის სიზმარი (ექსპრომტი)

ქარია ისევ...
ხეებმა ქარი ჩაიხვიეს დამზრალ ტოტებზე,
უშენობამ და ზამთარმა უგემური შობეს დღეები,
მე კი დაგეძებ,
სადღაც სიზმრის და ცხადის ზღვარზე
და ვჩურჩულებ :
დაბრუნდები..... შენ დაბრუნდები.....

      **                    **                      **

ისევ გეძახი,
ისევ, ისევ, უარყოფილი,
გამქრალა მთვარე,ჩრდილთა მშობი,აღარ ჩანს ცაზე,
დაბრუნდი!...
სანამ ყველაფერი დაიძირება,
დახუჭულ თვალთა გაშავებულ ,გამომშრალ, ფსკერზე.....
დაბრუნდი ღამით, მსუბუქ ფრთებზე, კადრებად სიზმრის
ამავსე ვნებით,გამოუთქმელ სიტყვებით ტკბილით,
ასრულდი მერე და გაცოცხლდი სინამდვილეში,
რაღას უცდი?..
სასრულია ცხოვრება ჩვენი,
ვიცოდე ნეტავ,ფიქრობ რაზე,რას ემიზნები,
რად გინდა გული თუ უგულოდ აპირებ ყოფას...
დაბრუნდი,მოდი და დაუდე ამ სიზმრებს ბოლო,
მე შენთვის მინდა ეს ცხოვრება ჩემო პატარა

          **                            **                        **

ბრუნდები ღამით,მსუბუქ ფრთებზე, კადრებად სიზმრის......


10.12.2011.  სერგეი ნეველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები