ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2011


მთვარე

ჩემს  ფანჯარასთან  მთვარე  ანათებს,
შემოსვლა  უნდა  –
თხოვნით, 
მუდარით...
მე  არ  ვღებულობ  თხოვნის  ბარათებს,
უბრალოდ,
მთვარეს  –
თვალებს  ვუდარებ.
სარკმლის  გადაღმა  სიცივე  მეფობს,
ოთახში  ათევს
ღამეს  –
აურა;
იქნებ  მთვარესაც  ნამუსი  ეყოს
სანამ  მზე 
ღრუბლებს  გაესაუბრა.
აურაცხელი  მეტასტაზებით –
ეპოქალური  მელანქოლია,
ვარდივით
ნუღარ  გაინაზები.
არ  მიღალატებ  –
მე  არ  მგონია.
ამას  ვგრძნობ  უკვე.

მზეს  განთიადთან  მთვარე  ღალატობს,
ვნების  შედეგი
დამდგარა  – 
წვიმა;
წვიმის  შედეგად  გავცდი  კალაპოტს,
და  ცისარტყელის
ფერებად  გწირავ,
რომ  ცისარტყელის  მერვე  ფერი  ხარ,
ვუმტკიცებ  ყველას,
დიდს  და  პატარას.
ჭიამაიის  ნაცვლად  მღერიხარ
და  კოპლებიან  კაბას  ატარებ.
სურათებიდან  გიცნობ,
თუმცაღა,
გაგიცნო  მინდა
თავიდან,
ისევ.
ახლოს  იყავი,
შორსაც  ნუ  წახვალ
და  მაგ  განწყობაც  გაიხალისე.

თავში  რომ  მთვარე  ვახსენე
და  ცოტაარიყოს გავკიცხე,
ის  მთვარე  არის  ისევ 
ჩემს  ფანჯარას  რომ  ანათებს
და  ოთახში  შემოსვლას  ელის.
შემომიშვიო, 
შენს  თავს  მაფიცებს,
რა  ვქნა,
შემოვუშვა?
თუ  დაველოდო  მუდარის  წერილს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები