ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
13 დეკემბერი, 2011


დათუნია და მელაკუდა

ციკლიდან "დათასთვის დაწერილი ლექსები"

დათუნია  დრუნჩიანს
მელაკუდამ ურჩია:

-ქათმის ხორცი ჯობია
კოკლოზინა თაფლსაო,
საქათმისკენ, თუ გინდა,
მე გასწავლი გზასაო!

გაჰყვა მსუნაგ მელიას
დათუნია თხუპნია,
მაგრამ სკისკენ მიმავალ
გზაზე გადაუხვია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები